იუთუბი პედაგოგებისთვის
















მოგესალმებით
ამ ვიდეოგაკვეთილებში გუგლის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული სერვისის შესახებ უნდა მოგიყვეთ, აქ დღეში 6 მილიარდამდე მეტ კლიპს ნახულობენ, (ნახეთ ინტერნეტლაივსტატის სტატისტიკა) წამში გაინტერესებთ?, ამწამს? დააკვირდით ამ ციფრებს ზოგიერთი ციფრები www.internetlivestats.com
მოდით აბა ახალ ტაბში ჩართეთ ეკრანზე მითითებული ბმული და როცა ამ ვიდეოს ყურებას მორჩებით, უპასუხეთ კითხვას მანამ სანამ თქვენ ამ ვიდეოს უყურებდით, რამდენი ვიდეო ნახეს მაყურებლებმა, რამდენი საათი ვიდეო ატვირთეს ან რამდენ საათს უყურეს. ის კი არადა ამ ალბათ 5 წუთის განმავლობაში ნახეთ რამდენი თანხა გამოიმუშავეს ვიდეოს ავტორებმა.
ის მსოფლიოში მეორე საძიებეო სისტემაა გუგლის შემდეგ და აღემატება ბინგ, იაჰუ და ასკ ერთად აღებულს. ამ დროისთვის რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 1,9 მილიარდს გასცდა.
აქ თავს იყრის თინეიჯერების 85% (ფეისბუკში მხოლოდ 51)
აქ უამრავი სასწავლო არხია, და იცით რის გაკვეთილს ეძებენ ყველაზე ხშირად? კოცნის How To kiss
აქ შეგიძლიათ თქვენი ვიდეო შეინახოთ
ან უყუროთ სხვის მიერ ატვირთულს
შეგიძლიათ მეგობრებს გაუზიაროთ საინტერსეო კლიპი
ჩართოთ პირდაპირი სტრიმინგი
2019 წლის მაისიდან ჩაირთვება ახალი სერვისი სტადია, რომელიც საშუალებას მოგცემთ პირდაპირ ღრუბლებში ბრაუზერით ითამაშოთ თქვენი საყვარელი თამაში, რომელსაც აქამდე ძვირადღირებული გრაფიკული ადაპტერი სჭირდებოდა.
აქ უხვად არის 3დ ან 360 გრადუსიანი ვიდეოები, ასევევ ფილმები რომელთა ყურებაც ვირტუალური რეალობის სათვალეებითაა შესაძლებელი და ეს ყველაფერი 4320 (60fps) პიქსელში, ანუ 8K რეჟიმში
თანაც ეს ყველაფერი სრულიად უფასოა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ფულიც გამოიმუშაოთ, და არც თუ ისე ცოტა...
ამ სერვისის დახმარებით მანქანის ხელოსნები, ბავშვები, დიასახლისები, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი ქმნის და მარტივად ანთავსებს თუნდაც საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეოკონტენტს, რომ არაფერი ვთქვათ მოსწავლეების მიერ საგაკვეთილო პროცესიდან გაშვებულ ლაივ ჩართვებზე
პროცესის სიმარტივის გამო ახალი პროფესიაც კი გაჩნდა – ვლოგერი, ადამიანი, რომელიც ვიდეოკონტენტის საშუალებით ახდენს ინფორმაციის გავრცელებას...
და ამ ყველაფერს ერთად იუთუბი ქვია. დიახ, შეიძლება რაც ჩამოვთვალე თქვენთვის ნაცნობია, ან უცნობი, მაგრამ მე ვეცდები ამ ვიდეოგაკვეთილებში დაგანახოთ იუთუბის გამოყენების შესაძლებლობები განათლებაში.
მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით იუთუბში თითოეული ჩვენათაგანი ადვილად ვმუშაობთ ვიცით, როგორ შეიძლება ვთქვათ რომელიმე პოპ მუსიკოსის უახლესი კლიპის მოძებნა, დამერწმუნეთ, იუთუბი ძალიან დიდი და რთული სერვისია, უბრალოდ ამ სირთულეს ძალიან მარტივად გვაწვდის საბოლოო მომხმარებელს. სწორედ ამ სიმარტივეშია მისი გენიალობა. ხოლო თუ გნებავთ დარწმუნდეთ რამხელაა იუთუბი, გადახედეთ შემქმენლთა სტუდიის გვერდებს და თქვენ აქ აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო უამრავ ნიუანსს.
გაითვალისწინეთ, ვიდეოებში აღწერილი ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება რომელიმე ბრაუზერში არ ჩანდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოიყენოთ გუგლ ქრომის უახლესი ვერსია ბლოკირების გარეშე.
ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს შემდეგი ვიდეო, რომელიც იუთუბის ისტორიას ეხება
მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ
თქვან გოლუაფირო
დათო მალანია