იუთუბი პედაგოგებისთვის














მოგესალმებით
ამ ვიდეოში მინდა განახოთ იუთუბ გვერდზე შესვლა, რეგისტრაცია და ინტერფეისის ქართულ ენაზე გადაყვანა. ეს საკმაოდ მარტივია
იუთიბ გვერდზე შესასვლელად გამოიძახეთ რომელიმე ვებ ბრაუზერი. მე მაიკროსოფტის ედგ-ის ქრომიუმზე დამყარებულ უახლეს ვერსიას დავტესტავ. სამისამართო ზოლში აკრიფეთ www.youtube.com და დააჭირეთ ენთერ კლავიშას. თქვენ დაახლოებით ისეთ გამოსახულებას მიიღებთ, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ანუ თუ თქვენს კომპიუტერში ლოკალური პარამეტრები სწორადაა დაყენებული, წესით თქვენ ქართულ იუთუბ გვერდზე უნდა მოხვდეთ. თუ ეს ასე არააა, არც ეს შექმნის პრობლემას.
ქართულ ენაზე გადასასვლელად საკმარისია მარჯვენა მხარეზე იპოვოთ ვერტიკალურად განლაგებული სამი წერტილი და დააჭიროთ თაგვის მარცხენა კლავიშით. მიღებულ დაფაზე კი Language წარწერაზე დაჭერით გამოსულ ველში დააჭიროთ წარწერას „ქართული“. გვერდი გადაიტვირთება და თქვენ ქართული ინტერფეისის იუთუბი გექნებთ. თუ არ მოგეწონებათ ამავე წესით შეგიძლიათ კვლავ მარტივად გადაიყვანოთ თქვენთვის სასურველ ენაზე.
ასევ გთხოვთ გადაამოწმოთ მდებარეობა წარწერის გვერდზე სწორად არის თუ არა აღნიშნული თქვენი ლოკაცია. ანუ ის ფაქტი, რომ თქვენ იმყოფებით საქართველოში. თუ ეს ასე არაა, მაშინ დაჭირეთ წარწერას მდებარეობა და ჩამონათვალიდან დააჭირეთ „საქართველო“-ს
იუთუბის ლოკალიზაციების ისტორია იწყება 2007 წლის 19 ივნისიდან, როცა გუგლის CEO ერიკ შმიტმა პარიზში გაუშვა ლოკალიზაციის ახალი სისტემა. მაშინ იუთუბი 9 ენაზე მუშაობდა. ამ სერვისში ქართული ენა გამოჩნდა 2015 წლის 12 ოქტომბერს. წყარო
„თუ თქვენ იუთუბზე უყურებთ ვიდეოს, დიდი ალბათობით თქვენ ამერიკაში არ ცხოვრობთ. იუთუბის მილიარდობით ნახვების 80% ამერიკის გარეთ მცოვრებ ადამიანებზე მოდის.“ — ნათქვამია იუთუბის ბლოგზე, რომელიც იუთუბის გაქართულებას ეხება. ზოგადად ენის და რეგიონის პარამეტრების სწორად გამართვა იუთუბს საშუალებას აძლევს შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული ვიდეოკონტენტი.
თუ ამ ბრაუზერით იუთუბში ჯერ არ შესულხარ, ან გუგლის რომელიმე სერვისიდან მანამდე გამოხვედით, იუთუბის გვერდი ასე უნდა გამოიყურებოდეს: მიაქციეთ ყურადღება, რომ საკმაოდ ლამაზი ბანერით, იუთუბი შესვლას გთხოვთ
იუთუბზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ მარჯვენა მხარეზე არსებულ ღილაკს შესვლა თქვენ პირველ ჯერზე გუგლის ნებისმიერ პროდუქტზე შესვლისთვის დამახასიათებლი პროცედურა უნდა გაიაროთ, ანუ მიუთითოთ მეილი და პაროლი. თუ თქვენ არ გაქვთ გუგლის ანგარიში, ეს პროცედურა გუგლის ნებისმიერ სერვისზე რეგისტრაციის ანალოგიურია. ამიტომ ამ ვარიანტზე დეტალურად აქ არ შევჩერდები.
ხოლო თუ თქვენ რეგისტრირებული ხართ გუგლის სერვისებზე და ერთხელ უკვე შეხვედით რომელიმე მათგანში, იუთუბში შესასვლელად დამატებითი აქტივობები არ დაგჭირდებათ.
ამ მეთოდს გუგლში გულის ერთიან პოლიტიკას უწოდებენ, ანუ როცა თქვენ მომხმარებლის ერთი სახელითა და პაროლით სარგებლობთ სხვადასხვა სერვისებით. მეტიც ხშირად გუგლის ანგარიშით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სხვა კომაპნიების საიტებზეც, მაგალითად ლინოითი, ლუსიდჩარტი და ა.შ.
ასევე გუგლის ნებისმიერი აპლიკაციიდან მარტივად შეგიძლიათ გადახვიდეთ იუთუბის გვერდზე. მაგალითად გმაილის გვერდიდან იუთუბზე გადასასვლელად დააჭირეთ მარჯვენა მხარეზე არსებულ აპლიკაციების ღილაკს და მიღებულ ფანჯარაში მოძებნეთ იუთუბის ხატულა. თუ ეს ხატულა ამ ჩამონათვალში არაა შეგიძლიათ დააჭიროთ წარწერას დამატებით (more). იპოვეთ იუთუბის ხატულა. ჩაეჭიდეთ მას და გადათრიეთ პირველ დაფაზე. შედეგად აპლიკაციების ღილაკზე დაჭერისას იუთუბის ხატულა ყოველთვის პირველ დაფაზე იქნება განთავსებული. ხოლო გამოსაძახებლად კვლავ იუთუბის ხატულას უნდა დააჭიროთ. შედეგად ახალ ჩანართში გაიხსნება იუთუბის გვერდი.
სულ ეს იყო
მაშ ასე იუთუბში შესასვლელად უნდა აკრიფოთ მისამართი www.youtube.com, თუ თქვენ გაქვთ გუგლის ანგარში ცალკე რეგისტრაცია არ გჭირდებათ, ინტერფისის ქართულ ენაზე გადასაყვანად კი უნდა დააჭიროთ წარწერას Language და ჩამონათვალში დააჭიროთ წარწერას ქართული
თქვენთვის ასევე შეიძლება საინტერესო იყო შემდეგი ვიდეო
მადლობა რომ ქართულ ინტერფეისს ირჩევთ