იუთუბი პედაგოგებისთვის














მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბში ვიდეოს ატვირთვას და გამოქვეყნებას
სანამ ატვირთავს დავიწყებდეთ
იუთუბში სანამ ვიდეოს ატვირთვას დაიწყებთ ეს ვიდეო დასრულებული სახით უნდა გქონდეთ მომზადებული.
ასევე დარწმუნებული უნდა იყოთ რომ ვიდეოში იცავთ საავტორო უფლებებს და არ არღვევთ იუთუბ საზოგადოების ლიცენზიის პირობებს.
მომსახურების პირობები ქართულენოვანია ტექსტია, ხოლო საზოგადოების წესდება 2 წუთიან ანიმირებული ვიდეოთია გადმოცემული.
მისი მოკლე შინაარსი ასეთია: მომხმარებელმა იუთუბს უნდა შეატყობინოს წესების სავარაუდოდ დარღვევის შესახებ. შეტყობინება ასევე შეიძლება შეეხებოდეს შინაარსს.
ვიდეო არ უნდა შეიცავდეს
- სიძულვილის ენას
- სექსუალურ კონტექსტს
- სხვის დისკრიმინაციას,
შემდეგ იუთუბი აფასებს შეტყობინებების სამართლიანობას და ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას
ამავე გვერდზე ძალიან მხიარული ვიდეოთია გადმოცემული საავტორო უფლებები. შეგიძლიათ აქვე ნახოთ საავტორო უფლებების მოკლე ვერსია ბმული თუ გავაკეთე
იუთუბზე შეიძლება აიტვირთოს შემდეგი ციფრული ფორმატის ვიდეოები
ტექნიკური სპეციფიკაცია
- .MOV
- .MPEG4
- .MP4
- .AVI
- .WMV
- .MPEGPS
- .FLV
- 3GPP
- WebM
- DNxHR
- ProRes
- CineForm
- HEVC (h265)
https://support.google.com/youtube/troubleshooter/2888402?hl=en
ანუ რიგითი მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმატი. ვიდეოს თანაფარდობა სასურველია იყოს 16:9 (2010 წლიდან 16:10) ფორმატის, ანუ ვიდეოს ფიზიკური სიგანის შეფარდება სიმაღლესთან.
სხვა ფორმატის გამოყენების შემთხვევაში ვიდეო გაიშლება ეკრანის სიგანეზე და ზევიდან და ქვევიდან დარჩენილი არე შავი ზოლით შეივსება, ან ჩამოიჭრება
ვიდეოს ფორმატები მაქსიმალური 8კ 7680 × 4320 (33.2 megapixels) 1920X1280 FHD, 1280X1024 HD,
გაითვალისწინეთ სტატისტიკა სტრიმების 60% ხორციელდება 1920X1280 რეზოლუციით, ვებ სერფინი კი 20%. ვებ სერფინგში 1366X768 წყარო ვიკი
ვიდეო კოდეკი უნდა იყოს H.264
აუდიოკოდეკი AAC-LC, სემპლის სიხშირე 48 kHz ან 96 kHz.
ვიდეოს ასატვირთად დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული + ვიდეოს გამოსახულებას. მიღებულ დაფაზე კი ვიდეოს ატვირთვას. ახალ გვერდზე ჯერ უნდა გადაწყვიტოთ, ვიდეო საჯაროდ იყოს, ბმულით ხელმისაწვდმი, პირადი თუ დაგეგმილი.
- საჯაროს შემთხვევაში ვიდეოს ნებისმიერი მომხმარებელი ნახავს,
- ბმულით ხელმისაწვდომის შემთვევაში მხოლოდ ის ადამიანი ნახავს, ვისაც ბმულს გაუზიარებენ,
- პირადი ვიდეო არავისთან გამოჩნდება, მაგრამ საშუალება გაქვთ გმაილის ფოსტის დახმარებით იმ ხალხს გაუზაიროთ, ვისაც თქვენ თვლით საჭიროდ, ვთქვათ მხოლოდ თქვენი კლასის მოსწავლეებს.
- დაგეგმილი კი გამოქვეყნდება კონკრეტულ დროს და გამოქვეყნებამდე და მიმდინარეობის მომენტში მნახველებს ჩათში კომუნიკაციის საშუალება ექნებათ
ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ
მე საჯაროს ავირჩევ და უშუალოდ ვიდეოს ასატვირთად თეთრ-ნაცრისფერ ზევით მიმართულ ისარს დავაჭერ. სტანდარტული დიალოგურ ფანჯარაში უნდა მოძებნოთ თქვენს კომპიუტერში არსებული ვიდეოფაილი. ჩემი ვიდეო დე დისკზეა განთავსებული, ეს არის ამ ვიდეოების ქუდი, რომელიც იუთუბშია განთავსებული
ცოცია უჩვენებს ფაილის ატვირთვის პროცესს, მარცხენა მხარეზე ჩანს ვიდეოს მინიატურული გამოსახულება. ამ გამოსახულების შეცვლა შესაძლებელია ვიდეოს ეკიზებიდან, სადაც შემოთავაზებულია სამი ვარიანტი. თქვენ აგრეთვე საშუალება გაქვთ აირჩიოთ მორგებული ესკიზი და ატვირთოთ 2 მეგაბიატამდე გრაფიკული ფაილი .jgp ან .png ფორმატში. ფაილის ზომა სასურველია 1920X1280 პიქსელი იყოს, ან მეტი
მარცხენა მხარეზე ჩანს ვიდეოს ბმული, რომლითაც ვიდეო ხელმისაწვდომი იქნება იუთუბ გვერდზე. მისი რედაქტირება შეუძლებელია.
ძირითად ინფორმაციაში ჩაწერეთ ვიდეოს სათაური, მაგალითად იუთუბ ვიდეობის ქუდი
აღწერაში ტექსტი 5000 სიმბოლომდე. შეგიძლიათ ჩასვათ ბმულები, გამოყენებული მუსიკის ავტორის მითითებით, თუ სასწავლო ვიდეოა, შეგიძლიათ დაურთოთ შეფასების ტესტის ბმული
გვერდით არის თარგმანის დამატება, სადაც თქვენვე შეგიძლიათ თარგმნოთ სათაური და აღწერილობა სხვა ენაზე.
გაფართოებულ პარამეტრებში უამრავი პარამეტრია, მაგრამ თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს ვთქვათ კომენტარების გათიშვის ფუნქცია. დამტკიცებული კომენტარები ნიშნავს რეჟიმს, როცა კომენტარი თქვენი ნებართვის შემდეგ გამოქვეყნდება. მნიშვნელოვანია აგრეთვე კატეგორიის მითითება. ალბათ 12 საგანმანათლებლოს მოძებნა არ უნდა გაგიჭირდეთ