იუთუბი პედაგოგებისთვის














მოგესალმებით
ამ ვიდეოში მინდა განახოთ თუ როგორ უნდა გამოცვალოთ არხის ქუდი
პირველი რაც უნდა გააკეთოთ ესაა ქუდის შექმნა J.
ამისთვის იუთუბში შესვლის შემდეგ დააჭირეთ წარწერას თქვენი არხი
დააჭირეთ არხის პარამეტრების დაყენებას
შემდეგ არხის გრაფიკის დამატებას
შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერიდან ატვირთოთ სურათი,
ან გამოიყენოთ თქვენი ფოტოების საცავი გუგლში
ასევე გალერეა
მე ფოტოს ატვირთვას ვცდი, თუ თქვენ სურათი უკვე მზად გაქვთ, ყურება გაგრძელეთ რამდენიმე წუთიდან, ხოლო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ნახოთ როგორ უნდა მოამზადოთ ქოვერი.
აქვე მითითებულია, რომ ილუსტრაციის ზომა 2560 X 1440 უნდა იყოს. ფოტოშოპში ამის გაკეთება ძლიან მარტივია, მაგრამ მე 1-1 ონლაინ უფასო ინსტრუმენტს განახებთ photopea.com. ბრაუზერში დაამატეთ ახალი დაფა და აკრიფეთ photipia.com. მიღებულ გვერდზე დააჭირეთ New project, youtube cover. დაარქვით სახელი, youtube cover და დააჭირეთ ღილაკს Create. (არ გამოიყენოთ შემოთავაზებული შაბლონები)
ჩართეთ სახაზვი და მიღებულ პანოზე დამხმარე ხაზების დახმარებით შემოსაზღვრეთ არე 510 პიქსელიდან 925 პიქსელის მიდამოებში. ეს არის ის ადგილი, რასაც კომპიუტრით ან ტელეფონით ყურებისას თქვენს არზე ნახავს არხის სტუმარი. ხოლო ტელევიზორში ჩანს მთლიანი პანო. შეეცადეთ თქვენი დიაზინი ამ არეში განათავსოთ. მე ასეთი სურათი გამომივიდა. გაითვალისწინეთ ონლაინ ინსტრუმენტებში ქართული მხატვრული შრიფტები ვერ იქნება გამოყებული. მუშაობის დასრულების შემდეგ გამოსახულება დააექსპორტეთ .png ფორმატში, ანუ შეინახეთ თქვენს კომპიუტერში.
დაბრუნდით სურათის ასატვირთ გვერდზე და დააჭირეთ წარწერას აირჩიეთ ფოტო თქვენი კომპიუტერიდან. მიღებულ დიალოგურ ფანჯარაში მოძებნეთ თქვენი სურატი და დააწირეთ open ღილაკს. რამდენიმე წამში სურატი აიტვირთება. თქვენ წინასწარ შეგიძლიათ დაათვალიეროთ როგორ იქნება დესკტოპზე, ტელევიზორში და მობილურ მოწყობილობაში. გამოსახულება უკეთესად შეგიძლიათ მოარგოთ ჩამოჭრის მორგება ღილაკის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში გაასწორეთ გამოსახულება და დააჭირეთ ღილაკს მოწყობილობების გადახედვა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს მონიშვნა.
სურათი აიტვირთება და გამოჩნდება ქოვერად. შეგიძლიათ მონიშნოთ თუ როგორ ნახავენ თქვენი გვერდის სტუმრები თქვენი არხის ქოვერს. ამისთვის შეცვალეთ გამოსახულება ნახვა როგორც დაბრუნებული სტუმარი.
ატვირთული სურათის შეცვლა ასევე შეგიძლიათ მარჯვენა მხარეზე არსებული ფანქრის გამოსახულებაზე დაჭერით.
მაშ ასე: ქოვერის სურათის დასაყენებლად, მოამზადეთ სურათი, პროფილის სურათზე დაჭერის შემდეგ დააჭირეთ წარწერას ჩემი არხი. შემდეგ კი არხის პარამეტრების დაყენებას. სადაც შეცვლით ქოვერს.
თქვენთვის ასევე საინტერსო შეიძლება იყოს შემდეგი ვიდეო,
მადლობა რომ დაინტერესდით ქოვერის შეცვლით