იუთუბი პედაგოგებისთვის
















მოგესალმებით
ამ ვიდეოში მინდა განახოთ შემქმნელთა სტუდიის შესაძლებლობები
ანუ, იუთუბი რამდენიმენაირად შეიგიძლიათ გამოიყენოთ
პირველი: როგორც მომხმარებელი, რომელიც მხოლოდ ვიდეოკონტენს მოიხმარს
მეორე, მომხმარებელი, რომელიც ქმნის ამ კონტენს
მესამე, პირადპირი სტრიმინგის ავტორები
ვიდეოთამაშების სერვისი
და ბოლოს, რადგან ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად კლიპებით გაერთოთ, ან სხვები გაართოთ თქვენს მიერ შექმნილი ვიდეოებით, ან გაკეთოთ ლაივ ჩართვა და ა.შ....
შემქნელთა სტუდიაში გადასასვლელად იუთუბში შესვლის შემდეგ მარჯვენა მხარეზე დააჭირეთ თქვენი მომხმარებლის სურათს. ჩამონათვალში დააჭირეთ წარწერას Youtube studio (ბეტა). ბეტა ნიშნავს რომ ეს სერვისი გაშვებულია სატესტო რეჟიმში და თუ რამე არ იმუშავებს, ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებითო, თუმცა ეს წარწერა დიდი ხანია აქაურობას ამშვენებს.
შემქმნელთა სტუდიის ჩატვირთვის შემდეგ მარცხენა მხარეს მოცემულია
- საინფორმაცია დაფა
- ვიდეოები
- ანალიტიკა
- კომენტარები
- ტრანსკრიპტი და
- სხვა ფუნქცები
სხვა ფუნქციებში არის
დასაკრავი სიები
პირდაპირი ღონისძიებები
პირდაპირი სტრიმინგი ახლა
თარგმანი და ტრანსკრიბირება
სტატუსი და ფუნქციები
აუდიო ბიბლიოტეკა
არხის პარამეტრების დაყენება
საინფორმაცია დაფა 5 ნაწილადაა დაყოფილი, პირველ ნაწილში ბოლოს ატვირთული ვიდეოს შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაა გამოტანილი, მეორე ბარათზე ახალი ამბებია გამოტანილი, რომლის ქვევით იუთუბი თქვენთვის საინტერესო იდეებს გთავაზობთ. შემდეგ ბარათზე არხის სტატისტიკაა, მის ქვევით, კი იუთუბისთვის ცნობილ პრობლემებს შეგიძლიათ გაეცნოთ
მარცხენა ზოლში ბოლოს არის ღილაკი, რომელიც შემქნელთა სტუდიის კლასიკურ ვერსიაზე დაგაბრუნებთ, მარჯვენა მხარეზე პროფილზე დაჭერის საშუალებით კი შეგიძლიათ ისევ იუთუბს დაუბრუნდეთ, ან გახვიდეთ გვერდიდან.
დანარჩენ ფუნქციებს შემდეგ ვიდეობში გავეცნობით
ამრიგად ბეტა ვერსიაში გადასვლა შესაძლებელია პროფილის შესაბამის წარწერიდან, ხოლო კლასიკურ ვერსიაზე გადასვლა შესაძლებელია მარცხენაზე მხარეზე არსებული წარწერით......