იუთუბი პედაგოგებისთვის
















მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბის შექმენელთა სტუდიის გვერდზე ვიდეოს რედაქტირების ინსტრუმენტის განხილვას. უნდა აღინიშნოს რომ იუთუბს ვიდეოს რედაქტირების საკმაოდ მწირი ინსტრუმენტი აქვს და ის მორგებულია იუთუბის საჭიროებებზე. ანუ სპეციფიკური რედაქტორია
რედაქტორში მოსახვედრად გადადით ბეტა ვერსიაში. დააჭირეთ წარწერას ვიდეოები, და დააჭირეთ ვიდეოს, რომლის რედაქტირება გინდათ. მე სპეციალურად ამ ვიდოს ჩასაწერად მოვამზადე ვიდეო, რომელშიც ცარიელი ადგილებია დატოვებული
მიღებულ გვერდზე დააჭირეთ წარწერას რედაქტორი.
პირველ შესვლაზე მიიღებთ მარკეტინგულ შეტყობინებას. დააჭირეთ ღილაკს დაწყება.
რედაქტირების გვერდზე შესაძლებელია ვიდეოს
- ამოჭრა
- აუდიოს დამატება
- ბოლო ეკრანის დამატება და
- გაბუნდოვანება
რეადაქტორის ზევით მდებარე მარცხნივ მიმართული ისარი გადაგიყვანთ შემქმნელთა სტუდიის საწყის გვერდზე. ვიდეოს დასახელების მარჯვნივ კი სამ ვერტიკალურად განლაგებულ წერტილს ხედავთ. მასზე დაჭერით შეგიძლიათ ვიდეო ან ჩამოტვირთოთ,. ან წაშალოთ, ან ჯერ ჩამოტვირთოთ და შემდეგ იუთუბიდან წაშალოთ
ქვედა სტრიქონში განლაგებულია უკანასკნელად შესრულებული ბრძანების გაუქმებისა და გაუქმებული ბრძანების აღდგენის სტანდარტული ღილაკები, ხოლო მარჯვნივ ცვლილებების გაუქმება
ან შენახვა.
შემდეგ ჩანს ე,წ. წინაწარ დათვალიერების ფანჯარა. ტოლობის ნიშნით შეგიძლიათ მისი გადიდება ან დაპატარავება
თაიმერში მითითებულია კურსორის ამჟამინდელი მდგომარეობა. მისი გადაადგილების ცლილებები აისახება ამ ტაიმერში. მარჯვნივ არის ტაიმერის ბილიკის გადიდებისას და დაპატარავების ღილაკები.
ქვევით კი ვიდეობილიკის წუთებია ნაჩვენები.
დავიწყოთ ამოჭრით, პირდაპირ გეტყვით, ამ ინსტრუმენტის დახმარებით ვიდეოდან რამდენიმე ეპიზოდის ამოჭრა შეგიძლიათ ერთდროულად. ამისათვის დააჭირეთ წარწერას ამოჭრა.
რედაქტირების ბილიკი ლურჯი ხაზით შემოისაზღვრება, ქვევით კი გაჩნდება დამხმარე წარწერები, დაყოფა, გაუქმება, გადახედვა
თუ ვიდეოს დასაწყისში გინდათ რაიმე ნაწილის მოჭრა, თაგვით ჩაეჭიდეთ დასაწყისში მდებარე ლურჯ ხაზს და გადაწიეთ მარჯვნივ, ბოლოდან ვიდეოს მოსაჭრელად ვიდეოს ბოლოში მდებარე ლურჯ ხაზს ჩაეჭიდეთ და შემოწიეთ მარცხნივ. ასევე შეგიძლიათ ვიდეო ამოჭრათ შუა ნაწილიდან. ამისთვის
კურსორი გადაიყვანეთ ამოსაჭრელი მონაკვეთის დასაწყისში და დააჭირეთ წარწერას დაყოფა. ვიდეო ორ ნაწილად დაიყოფა. ჩაეჭიდეთ ლურჯ ხაზს და გადაწიეთ მარჯვნივ, ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლურჯი ხაზის გადაადილება სხვადასხვა მიმართულებთი და ვიდეოს სხვადასხვა ადგილების მონიშვნა ამოსაჭრელად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ დააჭიროთ ყველაფრის გასუფთავებას. როცა საბოლოოდ ყველა ნაწილი მონიშნული გექნებათ, შეგიძლიათ დააჭიროთ გადახედვას რათა დარწმუნდეთ თუ როგორ იქნება თქვენი ვიდეო საბოლოო სახით.. სხვა შემთხვევაში მონიშნული ადგილების ამოსაჭრელად დააჭირეთ ღილაკს შენახვა. გაითვალისწინეთ, ამ მოქმედების შემდეგ ამოჭრილ ნაწილებს მეტჯერ ვერ დააბრუნებთ. ვიდეოს ის მონაკვეთები, რაც დარჩება ამოჭრის შემდეგ, ლურჯი ოთხკუთხედებითაა შემოსაზღვრული.
ვიდეოს შენახვას და დამუშავებას რამდენიმე ხანი სჭირდება. შეგიძლიათ არც დაელოდოთ
ამრიგად ამ ვიდეოში ნახეთ იუთუბის შექმენელათა სტუდიის გვერდზე ვიდეო რედაქტორის ფუნქციები, ვიდეოს ამოჭრა....
არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეო, რომელიც ვიდეოზე მუსიკის დამატების საშაუალებას მოგცემთ
მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ