იუთუბი პედაგოგებისთვის

შესავალი
3. იუთუბის ინტერფეისი
4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება
5. თქვენი არხი
6. შემქმნელთა სტუდია
შესავალი
3. იუთუბის ინტერფეისი
4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება
5. თქვენი არხი
6. შემქმნელთა სტუდია

მოგესალმებით

 

ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბში განთავსებულ ვიდეოში ბარათის დამატებას

 

მე ბარათის დამატებას გამოკითხვის დამატების მაგალითზე გაჩვენებთ

 

ამწუთას ამავე ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში დაემატა გამოკითხვის ღილაკი, დააჭირეთ წერტილიანი I ს წარწერას და გთხოვთ უპასუხოთ კითხვას, გუგლის რომელი სერვისის შესახებ ისურვებდით შემდეგი ვიდეოს გადაღებას? შემდეგ კი შემოთავაზებულია სამი ვარიანტი. მაყურებელს საშუალება აქვს უპასუხოს კითხვას და ასევე ნახოს გამოკითხვის პასუხები. ანუ ასეთი გამოკითხვის შედეგად იუთუბში ვიდეოს ყურება შეგიძლიათ ინტერაქტიური გახადოთ. პედაგოგებისთვის გამოკითვის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს რაიმე სახის დახურული კითხვა იმ თემაზე, რა თემაზეც არის ვიდეო, ვთქვათ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის შესახებ ვიდეოში შეიძლება მაყურებლებს ჰკითხოთ, რომელი ლექსი ეკუთვნის გალაკტიონის კალამს.  მოდი აქვე ვიტყვი, მეტი ინტერაქციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი h5p.org, ან უფრო მარტივად, კომენტარებში ჩასვათ ვთქვათ გუგლ ფორმსის ტესტის ბმული შეფასებისთვის, მაგრამ ამ ვიდეოში გამოკითხვის დამატება მინდა განახოთ.

 

მაშ ასე   

   

რომელიმე ვიდეოში გამოკითხვის დასამატებლად იუთუბის ბეტა ვერსიაში უნდა გადახვიდეთ, შემდეგ კი დააჭირეთ წარწერას ვიდეო. აირჩიეთ ვიდეო, რომელსაც გამოკითხვა უნდა დაამატოთ.  ჩემს შემთხვევაში ესაა ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ.

 

დააჭირეთ წარწერას ბარათები.

 

ახალ ტაბში ჩატვირთულ ვიდეოში დროის ბილიკზე კურსორი გააჩერეთ იმ დროზე, რა დროიდანაც გინდათ ვიდეოზე გამოჩნდეს გამოკითხვა. დააჭირეთ ლურჯ ფონზე წარწერას ბარათის დამატება

 

აქ თქვენ შეგიძლიათ იუთუბ ვიდეოს მარჯვენა მხარეს დაამატოთ

  • ვიდეო ან დასკრავი სია,
  • არხი, და
  • გამოკითხვა.

 

მე ამ ვიდეოში გამოკითხვის დამატებას განახებთ,

 

მიღებულ დაფაზე გამოკითხვის გასწვრივ დააჭირეთ შექმნა. გამოკითხვის შეკითხვაში ჩაწერეთ თქვენი შეკითხვა. ხოლო. გამოკითხვის ვარიანტებში სავარაუდო პასუხები. ალბათ ორზე მეტი სავარაუდო პასუხის ველი დაგჭირდებათ. ამიტომაც ახალი ველის დასამატებლად დააჭირეთ + სხვა ვარიანტის დამატებას.

 

სავარაუდო პასუხების შევსების შემდეგ დააჭირეთ წარაწერას ბარათის შექმნა და თქვენს ვიდეოს მითითებული დროიდან გამოკითხვა დაემატება

 

გამოკითხვის რედაქტირება ან წაშლა შესაძლებელია ღილაკით ფანქარი, რომელზე დაჭერის შედეგად მიღებულ დაფაზე სანაგვე ყუთის პიქტოგრამას უნდა დააჭიროთ.  7:05  ხოლო თუ გამოკითხვაში ერთმა მაყურებელმაც  კი მიიღო მონაწილეობა, კითხვების და პასუხების რედაქტირება შეუძლებელი გახდება. თუმცა წაშლა ყოველთვის შეიძლება.

 

შეტანილ ცვლილებებს დამახსოვრება არ სჭირდება

 

სასურველია თქვენს ვიდეოში მაყურებლებს მოუწოდოთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ გამოკითხვაში. სხვა შემთხვეაში არსებობს შანსი, რომ მომხმარებლებმა არც კი შეამჩნიონ გამოკითხვის ბარათის არსებობა.

 

მაყურებლების პასუხების მიხედვით ადვილად გაარკვევთ, რა აინტერესებთ თქვენს მაყურებლებს.

 

 სულ შესაძლებელია 5 ბარათის დამატება

 

მადლობა რომ აქამდე გვისმინეთ

ახალი დამატებული