იუთუბი პედაგოგებისთვის
















მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბში დასაკრავი სიების შექმნას
დასაკრავი სიები საშუალებას გაძლევთ თემატურად დააჯგუფოთ ვიდეოები, ასევე შესაძლებელია შექმნილი დასაკრავი სიის გაზიარება. თქვენს არხზე შემომსვლელებს საშუალება აქვთ უყურონ თქვენს მიერ შექმნილ დასაკრავ სიას. პედაგოგებისთვის დასაკრავი სიის მაგალითი შეიძლება იყო გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება, ან ტრიგონომეტრიული განტოლებები
დასაკრავი სიის შესაქმენლად იუთუბ სტუდიაში დააჭირეთ წარწერას სხვა ფუნქციები და გამოსულ დაფაზე დააჭირეთ დასაკრავი სიები. თქვენ ნახავთ თქვენს მიერ შექმნილ დასაკრავ სიებს. შეგიძლიათ ისინი დაარედაქტიროთ, ანუ შეიტანოთ ცვლილებები
ახალი დასაკრავი სია ბევრნაირად იქნება, თუნდაც ვიდეოს ატვირთვის დროს, მაგრამ მე ამ ვიდეოში მხოლოდ ამ კონკრეტულ ინსტრუმენტს განახებთ
ამ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს
+ ახალი დასაკრავი სია
მიღებულ დაფაზე ცარიელ ველში ჩაწერეთ დასაკრავი სიის სახელი. მოქმედება დაასრულეთ ლურჯი ღილაკით შექმნა.
გვერდი გადამისამართდება დასაკრავი სიის გვერდზე. სადაც ჩამოთვლილია თქვენს დასაკრავ სიაში განთავსებული ფაილები. ვინაიდან ეს დასაკრავი სია ახალ შევქმენით, მასში არც არაფერი იქნება. ამიტომაც დავამატოთ ვიდეო. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს რედაქტირება. მარჯვენა მხარეზე დააჭირეთ ღილაკს ვიდეოს დამატება. მიღებულ გვერდზე ვიდეოს დამატება შესაძლებელია URL ან ვიდეოს ძებნის ინსტრუმენტის გამოყენებით, ასევე ვიდეოს დამატება შესაძლებელია კონკრეტული URL დახმარებით, დასამატებელი ვიდეოს შერჩევა შესაძლებელია ასევე თქვენივე ვიდეოარხიდან.
სხვა ინტერნეტსერვისებიდან და პორტალებიდან ვიდეოს განთავსება შეუძლებელია.
მოკლედ, რომელიმე ხერხით შეარჩიეთ ვიდეო და დააჭირეთ ვიდეოს დამატებას. შეგიძლიათ რამდენიმე ვიდეო თითო-თითოდ მონიშნოთ და შემდეგ ერთდროულად დამატოთ
ამავე გვერდზე შეგიძლიათ ვიდეობის თანმიმდევრობა მარტივი გადათრევით დაალაგოთ, ან კურსორი მიიყვანოთ ვიდეოს ზოლზე და მარჯვნივ გამოჩნდება ღილაკი დამატებით, რომლის დახმარებით შეგიძლიათ ვიდეო ზევით ან ქვევით აიტანოთ, დაამატოთ ჩანიშვნები ან დასაკრავი სიის ესკიზად დააყენოთ. X ღილაკით კი ვიდეო შეგიძლიათ ამოშალოთ დასაკრავი სიიდან.
მე ამწუთას შევქმენი ახალი დასაკრავი სია იუტუბი პედაგოგებისათვის
ასევე აქვე შეგიძლიათ დასაკრავი სია გააზიაროთ ყველა ცნობილ სოციალურ ქსელში, ან მიიღოთ ჩაშენების კოდი, სხვადასხვა პარამეტრებით, ან გააგზავნოთ ელ ფოსტით
ამავე გვერდზე დასაკრავი სიის პარამეტრებში საინტერესოა კოალაბორაციის ღილაკი, სადაც შეგიძლიათ თქვენს კოლეგებს გაუგზავნოთ დაგენერირებული ბმული და მისცეთ საშუალება გახდნენ დასაკრავი სიის თანაავტორები. არ დაგავიწყდეთ ბმულის დეაქტივაცია
და ბოლოს: დასაკრავი სიის წასაშლელად დაააჭირეთ ამ სამ წერტილს და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ წარწერას სიის წაშლა. თქვენი განზრახვა დაადასტურეთ წითელ რილაკზე დაჭერით დიახ. წაიშალოს
რომ შევაჯამოთ: თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ
- ახალი დასაკრავი სიის შექმნა,
- რედაქტირება,
- გაზიარება და
- წაშლა
მადლობა რომ აქამდე გვისმინეთ