იუთუბი პედაგოგებისთვის














მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბის ანლიტიკის ელემენტებს. ის საკმაოდ რთული და ამასთან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მე ვეცდები დაგეხმაროთ ამ ციფრების წაკითხვაში და გამოყენებაში
გაითვალისწინეთ, ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება რომელიმე ბრაუზერში არ ჩანდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოიყენოთ გუგლ ქრომის უახლესი ვერსია ბლოკიერების გარეშე.
თუ შემქმელთა სტუდიიდან ანალიტიკაზე გადახვალთ, ნახავთ მთელი არხის სტატისტიკურ ინფორმაციას.
ის შედგება შემდეგი განყოფილებისგან
- მიმოხილვა
- ხმა მიაწვდინეთ მნახველებს
- დაინტერესებული მნახველები
- შექმენით აუდიტორია და
- გამოიმუშავეთ
ინფორმაცია შეგიძლიათ გამოიტანოთ ბოლო 7 დღის, ბოლო 28 დღის, 90 დღის მთელი წლის, გახსნის დღიდან, წლების მიხედვით, თვეების მიხედვით და ა.შ.
ნახვის დრო ნიშნავს მონიშნული პერიოდის განმავლობაში ჯამში რამდენი წუთი ნახა მომხმარებელმა. ამ სტატისტიკაზე დროის დიდ მანძილზე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, რომელ დღეებშია ყველაზე მეტი ნახვები დაფიქსირებული. ამისათვის თაგვის კურსორი მიიტანეთ გრაფიკზე და იმ დრის შესაბამისი სტატისტიკა უფრო დაწვილებით იქნება გამოტანილი. შემდეგში თუ ამ ინფორმაციას კვირის დღეებზე გადაანაწილებთ, მიიღებთ სურათს, თუ თქვენი აუდიტორიისათვის კვირის რომელი დღეა უფრო მისაღები. თავისთავდ როცა მხოლდო ახლა იწყებთ არხის შექმნას, ასეთი ინფორმაცია არ გექნებათ, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემეგ ეს ინფორმაცია დაგიგროვდებათ. და სწორედ ამ პერიოდში უნდა მოახდინოთ ატვირთვების კორექტირება მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ჩემს შემთხვევაში ბოლო 28 დღის განმავლობაში მომხმარებელმა 2,8 ათასი საათი დაყო ჩემს არხზე. რაც როგორც ჩანს 23% წინა 28 დღესთან შედარებით. მწვანე ფერი კი ნიშნავს რომ ეს 23% მეტია წინა 28 დღის შედეგთან შედარებით.
მეტის ნახვა ამ სტატისტიკის კიდევ უფრო მეტად გაშლის საშუალებას მოგცემთ. აქედან საინტერესო შეიძლება იყოს ტრაფიკის წყარო. თუ კითხვა გაგიჩნდათ რაში მჭირდება ეს ინფორმაციაო, გეტყვით რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი კრიტერიუმია SEO-ს ოპტიმიზაციისათვის, როცა საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, რომელ არხზე გჭირდებათ სარეკლამო კამპანიის გაძლიერება.
აქვე შეგიძლიათ ორი ვიდეოს სტატისტიკების შედარება. ამისთვის დააჭირეთ მარჯვნივ არსებულ წარწერას შემდეგთან შედარებით და მარჯვენა და მარცხენა ნახევრებში აირჩიეთ შესადარებელი ვიდეობი.
გვერდიდან გამოსვლა X ღილაკითაა შესაძლებელი.
ნახვები ნიშნავს თუ რამდენჯერ ნახეს არხზე განთავსებული ვიდეოები.
გამომწერებში აღიცხულია თუ რამდენმა ადამიანმა გამოიწერა თქვენი არხი. აქაც თუ კარგად დააკვირდებთ, შეგიძლიათ მოხვდეთ, რომელ დრეს დაგემატათ გამომწერები. სავარაუდოდ მაშინ როცა ახალი ვიდეო ატვირტეთ, ან როცა რეკლამა გაუშვით სოციალურ ქსელში...
სავარაუდო შემოსავალი კი მონატარიზებულ არხზე შემოსავალს დაითვლის
პოპულარული ვიდეობის დაფაზე გამოტანილია 5 ყველაზე პოპულარული ვიდეო ბოლო 28 დღის განმავლობაში თქვენს არხზე. (ბოლო 28 დღე იმიტომ რომ ასე გვაქვს არჩეული დროის პერიოდი მარჯვენა ზედა კუთხიდან)
რეალური დროის აქტივობა ბოლო 48 საათის განმავლობაში რეალურად ასახავს არხზე მიმდინარე სტატისტიკას. აქ თვენ შეგიძლიათ ერთსაათანი ინტერვალით დააკვირდეთ შემომსვლეთა სტატისტიკას და განსაზღვროთ დრო, როდის ჯობია ვიდეოს ატვირთვა
ანგარიში ხმა მიაწვდინეთ მნახველებს დაყოფილია 4 კატეგორიად
- ჩვენებები
- ჩვენების ანოტაციებზე დაწკაპუნების კოეფიციენტი
- ნახვები
- უნიკალური მნახველი
აქ თავმოყრილი სტატისტიკის ანალიზი დაგემხარებათ აუდიტორიის შესწავლაში და არხის სტრატეგიის დაგეგმვაში. ასევე ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მინიატურული გამოსახულებებისა და ვიდეობის სათაურების ეფექტურობის შეფასებაში
ჩვენებაში აღრიცხულია იუთუბის არხზე რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენი ვიდეოების მინიატურული გამოსახულებები. გრაფიკზე თაგვის კურსორის გადატარებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ დამნატებითი ინფორმაცია გრაფიკის ამა თუ იმ წერტილის შესახებ. დაწკაპუნების კოეფიციენტი კი აღიცხავს მინიატურულ გამოსახულებაზე დაწკაპუნების რაოდენობას. 10:05 ანუ ჩემს შემთხვევაში ჩემი ვიდეობის მინიატურული გამოსახულება მომხმარებელს 7,5 ათასჯერ კი უჩვენეს, მაგრამ მომხმარებელმა მხოლოდ 7.4% დააწკაპუნა ამ გამოსახულებაზე და გადაწყვიტა ვიდეოს ნახვა. გრაფიკი მართლაც არასახარბიელო სურათს იძლევა.
ნახვები აღიცხავს ვიდეობის ყურების რაოდენობას, მაგრამ ერთმა ადამიანმა შეიძლება 10 ვიდეო ნახოს. ამიტომ აქვე ნაჩვენებია უნიკალური მნახველების რაოდენობა, სადაც თითოეული ადამიანია აღრიცხული, და არა მათ მიერ ნანახი ვიდეობის რაოდენობა.
ამ გრაფიკების ქვევით მოცემულია
ტრაფიკის წყაროს 5 ტიპები, რომლის ქვევით 5-ვე ტიპი კიდევ უფრო დეტალურადაა ჩაშლილი
მარჯვნივ ძაბრის ფორმის გრაფიკი კი ასახავს ჩვენებისა და ყურების დროის დამოკიდებულებას. ანუ რამდენჯერ მოხდა თქვენი ესკიზის ჩვენება მნახველებისთვის YouTube-ზე (ჩვენებები), რამდენად ხშირად გამოიწვია ამ ესკიზებმა ნახვა (ანოტაციებზე დაწკაპუნების კოეფიციენტი) და საბოლოოდ ამ ნახვებმა როგორ მოგვცა ყურების დრო. ნახვები და ყურების დრო, რომლებიც არ მომდინარეობს ჩვენებებიდან, ამ ანგარიშში არ შედის.
პედაგოგებისთვის ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს დაინტერესებული მნახველების რაოდენობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლია ვიდეობის რანჟირებისთვის. ის ორი მონაცემისგან შედგება, თქვენთვის ცნობილი ნახვების დრო და თქვენთვის აქამდე უცნობი ნახვების საშუალო დრო. ყურადღება მიაქციეთ პროცენტულ მაჩვენებელს. ჩემთან ეს ციფრი 30%ია. ზოგადად 25% ამ მონაცემისთვის მინიმალურ პროცენტად ითვლება და 25%იც კი არც თუ ისე კარგია. თქვენ, ალბათ 60%ზე მეტზე უნდა გავიდე. თქვენ კი ვინაიდან პედაგოგები ხართ და ვიდეობი თქვენი კლასის საჭიროებაზეა მორგებული სულაც 100% გჭირდებათ. .
გრაფიკის ქვევით მოცემულია 5 ყველაზე უფრო პოპულარული ვიდეოი, რომელთაც ყველაზე მეტი დრო უყურეს. აქვე აღიცხულია 5 ყველაზე პოლულარული დასაკრავი სია, 5 ყველაზე პოპულარული ვიდეო ბოლო ეკრანის მიხედვით და ბოლო ეკრანის ელემენტის 5 ყველაზე პოპულარული ტიპი.
დაბოლოს დავათვალიეროთ შექმენი აუდიტორია.
აქ ნაჩვენებია
უნიკალური მნახველების
ნახვების საშუალო მაჩვენელი თითოეულ მნახველზე
და გამომწერების სტატისტიკა
შემდეგ კი გამომწერების მიერ ნახვის დრო, სტატისტიკა სქესის, ასაკის, ქვეყნების და სუბრიტრების მიხედვით,
ამ ყველაფრის უფრო დეტალურად ნახვა შეგიძლიათ წარწერაზე მეტის ნახვა დაჭერის შედეგად.
რომ შევაჯამოთ ვიდეო
გეტყვით
რომ თქვენ ნახეთ იუთუბის ანაკლიტიკის ვიდო. იუთუბის ნალიტიკი მოიციავს დეტალურ სტატისტიკას
ხელმომწერთა საერთო რაოდენობის შესახებ
პედაგოგებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეობის ყურების საშუალო პროცენტის გაზრდა.
გმადლობთ რომ კვლავ გვიყურებთ
ნახვამდის.