იუთუბი პედაგოგებისთვის

შესავალი
3. იუთუბის ინტერფეისი
4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება
5. თქვენი არხი
6. შემქმნელთა სტუდია
7 ტრანსკრიპტი
8. კომენტარების დამატება
შესავალი
3. იუთუბის ინტერფეისი
4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება
5. თქვენი არხი
6. შემქმნელთა სტუდია
7 ტრანსკრიპტი
8. კომენტარების დამატება

 

მოგესალმებით

 

ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბის ლაივის გაშვების ინსტრუქციას.

 

ლაივსტრიმის ჩასართავად მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ + გამოსახულებას. დააჭირეთ პირდაპირ ეთერში გასვლის ღილაკს. მიღებულ დაფაზე შექმენით ახალი ნაკადი.

 

გაუკეთეთ სათაური, ვთქვათ ისტ ტრენინგი, შესაძლებელია მიუთითოთ სტრიმის დაწყების განსხვავებული დრო, ასევე ვიდეოსთვის შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენს მიერ შექმნილი ექსკიზი.

 

ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ დააჭირეთ წარწერას ნაკადის შექმნა.  იუთუბი დააგენერირებს უნიკალურ კოდს, ე.წ. გასაღებს რომელიც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.  

 

ამ მომენტიდან გააქტიურდება ვიდეოს სანახავი ბმულიც, ბმულის ნახვა შეგიძლიათ მარჯვნივ მიმართულ ისარზე დაჭერით, ლაივი აქედანვე შეგიძლიათ გააზიაროთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში  ან დაკოპიროთ ბმული. ასევე შესაძლებელია ჩასაშენებელი კოდის მიღება. დიალოგური ფანჯრის დახურვა ამავე ღილაკით შეგიძლით.  

 

ლაივ სტრიმს სჭირდება ნაკადის მიწოდება თქვენი კომპიუტერიდან. ამისთვის გჭირდებათ რომელიმე მესამე მხარის მაკოდირებელი, (ვთქვათ Obs studio) და მომართეთ ის. ამისთვის თქვენს მიერ დაკოპირებული ნაკადის სახელი ჩასვით შესაბამის ველში, მაგალითად ნაკადი და დააჭირეთ ნაკადის გაშვებას. როგორც კი იუთუბი თქვენი კომპიუტერიდან წამოსულ სიგნალს აღიქვამს, მარცხენა ზედა კუთხეში გამოჩნდება თქვენს ეკრანზე არსებული გამოსახულება, ასევე ეს შეიძლება იყოს სიგნალი ვიდეოკამერიდან და ა. შ.

 

 

ამის შემდეგ გაატიურდება ღილაკი პირდაპირ ეთერში გასვლა, ლაივში გაასასვლელად დათქმულ დროს ამ  ღილაკს დააჭირეთ.

მარცხენა კუთხეში  ჩატის ადგილია. რაც ძალიან კარგი ინსტრუმენტია მაყურებლებთან კომუნიკაციისთვის. ჩატში შესაძლებელია მოდერაცია.

 

ლაივის მიმდინარეობისას ვიდეოს შეგიძლიათ დაამატოთ აღწერილობა, ვთქვათ ბმული, დამატებით მასალა, მაყურებლებს კი შეგიძლიათ ვიდეოში მოუწოდოთ მოიწონონ ვიდეო და გამოიწერონ არხი. შეგიძლიათ შესთავაზოთ დამატებითი ბმულები და   ვთქვათ გაუზიაროთ, პრეზენტაცია

 

თქვენი ლაივი რომ მაყურებლებმა ნახონ, შეგიძლიათ გააზიაროთ რომელიმე სოციალური ქსელით, ელ ფოსტით ან ბლოგით. ასევე შესაძლებელია ღონისძიების დაგეგმვა და გაზიარება.

 

სასურველია გქონეთ ორი ეკრანი რომლის საშუალებითაც ერთ ეკრანზე ჩართვათ ლივის მართვის გვერდს, ხოლო მეორე ეკრანზე წარმართავთ უშუალოდ პრეზენტაციას, ვებინარს ან, ა.შ.

 

ახლა თქვენ ეკრანზე უყურებთ ერთერთი ლაივ ჩართვის ნაწყვეტს  იმას რაც ხდება იუთუბერის ეკრანზე და რასაც ხედავენ მაყურებლები.  

სტრიმინგის დასასრულებლად დააჭირეთ ნაკადის დასრულებას, არ გამოგრჩეთ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის, ე.წ. მაკოდირებლის ნაკადის შეწყვეტა. 

 

მადლობა რომ გვიყურეთ

ახალი დამატებული