იუთუბი პედაგოგებისთვის

შესავალი
3. იუთუბის ინტერფეისი
4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება
5. თქვენი არხი
6. შემქმნელთა სტუდია
7 ტრანსკრიპტი
8. კომენტარების დამატება
შესავალი
3. იუთუბის ინტერფეისი
4. ვიდოეს ატვირთვა და გამოქვეყნება
5. თქვენი არხი
6. შემქმნელთა სტუდია
7 ტრანსკრიპტი
8. კომენტარების დამატება

მოგესალმებით

მომდევნო ვიდეოებში ნახავთ იუთუბის ვიდეოზე ტრანსკრიპტის ინსტრუმენტს, განახებთ საკუთარ ვიდეოზე ტიტრების დადებას, სხვის მიერ თქვენს ვიდეოზე დამატებული ტიტრების მოდერაციას და სხვის ვიდეოზე ტიტრების დადებას

ჯერ ტერმინებს განვმარტავ

როგორც ინტერფეისის ვიდეოში განახეთ, იუთუბში შესაძლებელია ვიდეოს სუბტიტრების ჩართვა. ოღონდ იმ შემთხევაში, თუ ვიდეოს ავტორი ამის ნებას რთავს იუთუბს. ასევე შესაძლებელია ტრანსკრიპტის გამოტანა ვიდეოს მარჯვენა მხარეზე.  ახლა თქვენ უყურებთ თუ როგორ ჩავრთე ამავე ვიდეოზე ტრანსკრიპტი ვიდეოს მარჯვენა მხარეზე.  

ტრანსკრიპტი გულისხმობს სხვადასხვა ენაზე ტიტრების დამატების ინსტრუმენტს, ტიტრები შეიძლება იყოს დახურული ტიტრების ან სუბტიტრების ფორმატში. ტიტრები კარგი ალტერნატივაა სმენის პრობლემის მქონე აუდიტორიისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, აგრეთვე როცა ვიდეორგოლის მოსმენა ხმაურიან გარემოში ხდება, ასევე უცხო ენის შესწავლის დროს ფონეტიკური წყობის გასააზრებლად, ანდა მაშინ როცა ხმის მოსმენა ტექნიკურად შეუძლებელია. სუბტიტრები წარმოადგენს ვიდეორგოლების ტექსტურ ალტერნატივას – პერსონაჟების, მთხრობელის ან ვოკალური შემსრულებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. ტიტრების ფაილი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას არა მარტო იმის შესახებ თუ რა ითქვა, არამედ ვინ თქვა ეს ტექსტი.

პედაგოგებმა ტიტრები და კომენტარების ფუნქცია აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსწავლეებისთვის დამატებითი ბმულის მისაწოდებლად

ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ მოკლე ბმულს, და გესმით მოწოდება, რომ კონტექსტური მენიუდან გადავიდნენ ტიტრებში არსებულ ბმულზე

გთხოვთ გახსნათ ტიტრები,

მინიშნოთ მოკლე ბმული bit.ly/tpdcyout2019 და თაგვის მარჯვენა კლავიშით გადახვიდეთ აღნიშნულ მისამართზე...

ამ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი სადემონსტრაციო ტესტი, რომელიც მხოლოდ იუთუბიდან გარე ბმულზე გადასვლის დემონსტრირებისთვის არის შექმნილი, თუმცა სასწავლო გარემოში ბმული შეიძლება იყოს ნებისმიერი დოკუმენტი, ვთქვათ, კონკრეტული პროექტისთვის შექმნილი ბლოგის მისამართი, ან თუნდაც ბმული ვიკიპედიიის გვერდზე და ა.შ.

და ახლა თქვენ ხედავთ, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს გადავიდეს ტიტრებში განთავსებულ გარე ბმულზე...

ბოლოს კი  მინდა დავამატო, რომ

დახურული ტიტრები СС ნიშნავს ტიტრებს, რომლის გამოჩენა და დამალვა არის შესაძლებელი

იუტუბ ანალიტიკსი (მომხმარებლების მოზიდვა)  საშუალებას გაძლევთ ნახოთ თუ რამდენი ადამიანი იყენებს სუტიტრებს

შემდეგ ვიდეოში თქვენ ნახავთ როგორ შეიძლება საკუთარ ვიდეოზე ტიტრების დამატება.

მადლობა, რომ ბოლომდე გვისმინეთ

ახალი დამატებული