იუთუბი პედაგოგებისთვის
















მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ თქვენს ვიდეოზე ტრანსკრიპტის დამატებას,
ვიდეოზე ტრასკრიპტის ანუ ტიტრების დასამატებლად იუთუბ სტუდიაში დააჭირეთ ტრანსკრიპტების ბმულს. მიიღებთ ვიდეობის ჩამონათვალს. დააჭირეთ ვიდეოს რომელზეც გინდათ ტიტრების დამატება. მე ავირჩევ ამავე ვიდეოს, რასაც ახლა თქვენ უყურებთ. თუ ვიდეოს ატვირთვის დროს არ გაქვთ მითითებული ვიდეოს ენა, იუთუბი შეგეკითხებათ, თუ რა ენაზეა თქვენი ვიდეო, ჩამონათვალიდან აირჩიეთ ქართული, სავარაუდოდ ქართული ენა იქნება აგრეთვე თქვენი არხის ნაგულისხმევი ენა. ამიტომ თოლია ჩართული დატოვეთ და დააჭირეთ წარწერას დადასტურება.
შედეგად თქვენს ვიდეოს დაემატება ქართული ენა. სათაური და აღწერილობაში შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ვიდეოს სათაური და აღწერილობა.
სუბტიტრების დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს დამატება
იდეის ავტორს სამი გზით შეუძლია ვიდეოს დაამატოს ტიტრები
ფაილის ატვირთვა
ავტომატური ტრანსკრიბირება
და ახალი სუბტიტრები
პირველ ვარიანტში თქვენ წინასწარ უნდა მოამზადოთ ტექსტური ფაილი დახურული ტიტრების ფაილის ფორმატთან თავსებად ფორმატში. ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ სუბტიტრების იუთუბში მხარდაჭერილი ფორმატებს და ფილის ნიმუშს
SubRip .srt
SubViewer .sbr ან .sub
Mpsub .mpsub
ან LRC ..lrc
მეორე ვარიანტი ქართულენოვანი ტექსტებისთვის აქტიური არის.
მე ამ ვიდეოში განახებთ ახალი სუბტიტრების შექმნის რედაქტორს
დააჭირეთ ღილაკს ახალი სუბტიტრები
აქ თქვენ კვლავინდებურად შეგიძლიათ ატვირთოთ სუბტიტრების უკვე არსებული ან ჩამოტვირთოთ სუბტიტრების ფაილი .sbr ფორმატში და შემდეგ რომელიმე ტექსტურ რედაქტორში დაარედაქტიროთ.
ამ ღილაკის ქვევით განთავსებულია ველი, სადაც აკრეფილი ტექსტი + ან Enter ღილაკზე დაწერის შედეგად განთავსდება ვიდეოს დროის იმ ინტერვალში, სადაც კურსორი დგას. ვინაიდან მე ეს ვიდეო ამწუთას ჩავტვირთე ვიდეოს დაკვრის ღილაკზე დაჭერის შემდეგ კურსორი ვიდეოს დასაწყისიდან დაიწყებს დაკვრას. აქ როგორც გესმით, ვიდეომაგნიტაფონის კასეტის გადახვევის ხმა ისმის, შესაბამისად პირველი 3 წამი შემიძლია ჩავწერო ტექსტი ვიდეომაგნიტაფონის კასეტის გადახვევის ხმა. როგორც ხედავთ ეს ტექსტი არ ემთხვევა იუთუბის მიერ ავტომატურად გენერირებულ დროის მონაკვეთებს. ამის მოგვარება კი შემდეგნაირად შეიძლება.
მარცხენა მხარეზე ჩავასწოროთ დროის ინტერვალები ან გამოვიყენოთ ვიდეოს ქვევით განლაგებული კონტეინერები. დროის ინტერვალის ცვლილება ძალიან მარტივად შეიძლება მასზე დაჭერის შედეგად, იგივე მოქმედება ხორციელდება კონტეინერის მარცხნივ და მარჯვნივ არსებული ღილაკების გადაადგილებით.
დროის ახალი ინტერვალის დამატება შესაძლებელია + ღილაკით, ხოლო არასაჭირო ინტერვალის წაშლა X ღილაკით.
დროის კონკრეტულ ინტერვალზე ტიტრის დასამატებლად ვიდეოს ქვეშ განლაგებული კურსორი გადაიყვანეთ სჭირო დროზე. როგორც ხედავთ, მე ახლა ამ ტექსტის ტიტრებს ვაკეთებ. რომელიმე ხერხით გაასწორეთ დროის ინტერვალი. ტექსტის აკრეფა შეგიძლიათ როგორც დასაწყისში მდებარე კონტეინერში, ასევე დროის ინტერვალის მიმთითებელ კონტეინერში.
ტიტრების რედაქტირებაში გამოგადგებათ თოლიის ჩასმა ვიდეოს პაუზა ბეჭდვის დროს, რომელიც როგორც კი ტექსტის აკრეფას დაიწყებთ ვიდეოს ავტომატურად დააპაუზებს.
ტიტრების ჩართვა/გამორთვა და წინასწარი დათვალიერება შესაძლებელია ვიდეოს მარჯვნივ მდებარე შესაბამისი ღილაკის დახმარებით.
შეტანილ ცვლილებებს იუთუბი ავტომატურად ინახავს და რაიმე ღილაკზე დაჭერა არ გჭირდებათ. ასევე მარტივად შეგიძლიათ მთელი მონახაზის წაშლა.
სხვა შემთხვევაში ისღა დაგრჩენიათ, გამოქვეყნების ღილაკს დააჭიროთ. შესაძლებელია ტიტრების ჩამონათვალში კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ დაწკაპუნება განახლებების შესატანად. და ამ წუთიდან თქვენს ვიდეოებზე ტიტრები გამოჩნდება
რომ შევაჯამო:
ამ ვიდეოში ნახეთ ვიდეოზე ტიტრების დამატების ინსტრუმენტი
მადლობა რომ გვიყურეთ