იუთუბი პედაგოგებისთვის














მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ სხვის ვიდეოზე თარგმანის დამატებას
ახლა თქვენ უყურებთ ძალიან საინტერესო ვიდეოს ამიბა სისტერს amoebasisters.com საიტის იუთუბ არხიდან. თუ ნახავთ ამ ვიდეოს ტრანსკრიპტს, სამწუხაროდ ქართულ ენას ვერ აღმოჩენთ.
ამ ვიდეოში მე ვეცდები განახოთ თუ როგორ შეიძლება ქართული თარგმანის დამატება.
დააჭირეთ ვიდეოს მარჯვნივ სამი წერტილის გამოსახულებას და მიღებულ ჩამონათვალში დააჭირეთ თარგმანის დამატებას
მიღებული გვერდი ორ ნაწილადაა დაყოფილი
სათაური და აღწერილობის თარგმნა და
სუბტიტრები/დახურული სუბტიტრების თარგმნა
დავიწყოთ სათაურით
მარცხენა მხარეზე მოცემულია ორიგინალი ტექსტი ხოლო მარჯვენა მხარეზე შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ თარგმნილი ტექსტი. მაგალითად ამ შემთხვეაში სათაური შეიძლება ასე ვთარგმნოთ
შესავალი უჯრედებში: უჯრედის დიდი ტური
ქვედა ველში კი უნდა ჩაწეროთ ვიდეოს აღწერის თქვენეული თარგმანი.
გაითვალისწინეთ, ტექსტი შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე თქვენ თარგმოთ ავთენტურად, ან გამოიყენოთ გუგლის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თარგმნის სისტემა.
ამ თარგმანში ცვლილებების შეტანაც შეგიძლიათ
:)
რაც შეეხება სუბტიტრების/დახურული სუბტიტრების თარგმანს, ეს ინსტრუმენტი გავს საკუთარ ვიდეოზე სუბტიტრების დამატების ინსტრუმენტს. 5:00 აქაც თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სუბტიტრების ფაილი .SVB ფორმატში,
დაარედაქტიროთ რომელიმე ტექსტურ რედაქტორში,
შეინახოთ იუთუბისთვის მისაღებ ფორმატში და
ისევ ატვირთოთ საიტზე.
ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ გუგლის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტომატური თარგმნის ფუნქციაც.
აუცილებელი არ არის თარგმანი ერთ დღეს დაასრულოთ, შეგიძლიათ თარგმნა გააგრძელოთ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.
თუ გადაიფიქრებთ თარგმანის გაგზავნას, შეგიძლიათ მონახაზი წაშალოთ, თუმცა ვფიქრობ თქვენ ეს არ დაგჭირდებათ და მაინც გადაწყვეტთ თქვენი თარგმანის შეთავაზებას. ამისთვის კი მხოლოდ წვლილის გაგზავნას უნდა დააჭიროთ.
მოკლე შეთავაზება პედაგოგებისთვის: ვიდეოს თარგმანის ფუნქცია პედაგოგებმა შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე სახით
ვთქვათ, იგივე ბიოლოგიის პედაგოგმა თუნდაც ეს და მსგავსი ვიდეობის თარგმნა შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეებს, როგორც შეფასების ინსტრუმენტი
ასევე უცხო ენის პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს სთხოვოს რაიმე მუსიკალური კლიპის თარგმნა, ე.წ. ლირიკის მომზადება, ან რომელიმე თემაზე ინგლისურენოვანი ვიდეოს შექმნა
ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ვიდეოს, https://www.youtube.com/watch?v=z4epeIusue0
https://www.youtube.com/watch?v=tX_0Pas9iNI
https://www.youtube.com/watch?time_continue=20&v=hcG9P5pbvm8
სადაც აღწერილი რომელი ვარჯიში რომელ კუნთს ავითარებს. ამ ვიდეოს გამოყენება სპორტის პედაგოგს შეუძლია
ასევე გთხოვთ დარეგიტრირდეთ იუთუბის ვიდეოების თარგმნის ეკოსისტემაში amara.org/ka/about-amara/
როგორც ნახეთ, ასე მარტივად შესაძლებელია სხვა ავტორების ვიდეობის თარგმნა
მადლობა რომ გვიყურეთ