იუთუბი პედაგოგებისთვის














მოგესალმებით
ამ ვიდეოში ნახავთ იუთუბ ვიდეოჰოსტინგზე კომეტარის დამატებას.
კომენტარი მომხმარებლებსა და ავტორს შორის ერთგვარი დისკუსიის საშუალებას იძლევა. ვიდეოში ავტორმა უნდა გამოიწვიოს მაყურებელი, დააკომენტაროს ვიდეო. მაგალითად ასე:
გხოვთ კომენტარებში მომწეროთ, რისი ვიდეო ჩავწერო შემდეგ ჯერზე?,
ხოლო შემდეგ ავტორს და მაყურებელს შეუძლიათ აქ გამართონ დისკუსია ჩატის ფორმატში
უთუბისთვის კომენტარების რაოდენობა ვიდეოს პოპულარობის ერთ-ერთი კომპონენტია.
ყველა ვიდეოს აღწერის შემდეგ ახლავს კომენტარების ადგილი. დასაწყისში მოცემულია კომენტარების საერთო რაოდენობა და სორტირების ინსტრუმენტი
ვიდეოზე კომენტარის დასამატებლად აღწერის შემდეგ ველში დააჭირეთ წარწერაზე დაამატეთ საჯარო კომენტარი
აკრიფეთ კომენტარის ტექსტი, მაგალითად გთხოვთ მომაწოდოთ იუთუბ ანალიტიკსის ვიდეოს ბმული. ტექსტის აკრეფის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს კომენტარი
შემდეგ კომენტარს ალბათ ვიდეოს ავტორი ან სხვა მომხმარებელი გააკეთებს
მაგალითად ასე
გთხოვთ მომაწოდოთ იუთუბ ანალიტიკსის ვიდეოს ბმული
ხოლო შემდეგ კვლავ თქვენ გექნებათ გამოხმაურების საშუალება. დააკვირდით, გამოხმაურებები, ჩაკეციალია ხოლმე.
ამრიგად კომენტარების ინსტრუმენტი დისკუსიის გამართვის მშვენიერი ინსტრუმენტია
მაყურებელს ასევე შეუძლია
- პასუხი გასცეს სხვის კომენტარს
- დადებითად ან უარყოფითად შეაფასოს რომელიმე კომენტარი
- წაშალოს ან დაარედაქტიროს საკუთარი კომენტარი
- იუთუბს გაუგზავნოს შეტყობინება კომენტარში მისი აზრით სხავადასხვა სახის დარღვევების შესახებ.
არხის ავტორს კი შეუძლია
- დაამატოს ან პასუხი გაცეს სხვის კომენტარს
- დადებითად ან უარყოფითად შეაფასოს რომელიმე კომენტარი ან დაგულოს
- ჩაამაგროს ან წაშალოს კომენტარი,
- იუთუბს გაუგზავნოს შეტყობინება კომენტარში მისი აზრით სხავადასხვა სახის დარღვევების შესახებ.
- მომხმარებელი არხიდან დამალოს
თუ თქვენს არხზე არ გინდათ კომეტარები მოდერაციის გარეშე ქვეყნდებოდეს, მაშინ დააჭირეთ პარამეტრები-> ატვირთვის ნაგულისხმევი პარამეტრები, დამატებით და თოლია ჩართეთ თქვენთვის საჭირო რეჟიმზე
- ყველა კომენტარის დაშვება
- პოტენციურად შეუსაბამო კომენტარების შეყოვნება განსახილველად
- ყველა კომენტარის შეყოვნება განსახილველად
- კომენტარების გათიშვა
ცვლილებების დასრულების შემდეგ დააჭირეთ შენახვას
იუთუბ სტუდიაშია კომენტარების ბმულიდან გადახვალთ გვერდზე, სადაც კომენტარებს ადვილად მართავთ.
ამ გვერდზე გარდა ზემოთაღნიშნული ფუნქციებისა, არხის ავტორს შეუძლია ნებისმიერი კომენტარის ავტორი არხიდან დამალოს, ან მომხმარებელს კომენტარები მუდმივად დაუმტკიცოს, ან ეს მომხმარებელი გახადოს კომენტარების მოდერატორი
მაშ ასე
ამ ვიდეოში ნახეთ ვიდეოზე კომეტარების დამატების ინსტრუმენტი
მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ