Microsoft Office PowerPoint 2013
00:11:53
00:04:00
00:07:44
ფიგურებზე მოქმედებები
00:10:12
00:06:20
00:13:37
00:14:33
00:07:56
00:05:22
ხედი VIEW
00:06:27
00:13:26
00:22:02
00:07:51
00:05:23
00:02:21
ცხრილები PowerPoint-ში
00:02:35
00:02:00
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
00:03:19
00:01:32
00:01:09
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
00:07:24
00:03:27
00:03:20
00:03:03
00:07:56
00:11:53
00:04:00
00:07:44
ფიგურებზე მოქმედებები
00:10:12
00:06:20
00:13:37
00:14:33
00:07:56
00:05:22
ხედი VIEW
00:06:27
00:13:26
00:22:02
00:07:51
00:05:23
00:02:21
ცხრილები PowerPoint-ში
00:02:35
00:02:00
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
00:03:19
00:01:32
00:01:09
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
00:07:24
00:03:27
00:03:20
00:03:03
00:07:56
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება სლაიდზე დავამატოთ დიაგრამა.
იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს თუ რისი გაკეთება გვინდა ვნახოთ საბოლოო პროდუქტი. სლაიდს გავუკეთოთ სათაური „დიაგრამა“. დიაგრამის ჩასასმელად დავაჭიროთ ღილაკს Insert SmartArt Grapics. ამ ფანჯრის მარცხენა მხარეზე ჩამოთვლილი არის დიაგრამის სხვადასხვა სახეობები. მათ შორის:- ჩამონათვალი, პროცესი, ციკლი, იერარქია და ა.შ. ფანჯრის შუა ნაწილში მოცემული არის თითოეული სახის ჩამონათვალი, ვთქვათ იერარქიის სხვადასხვა ვარიანტები. ხოლო მარჯვენა ნაწილში განმარტებული არის, თითოეული დიაგრამის დანიშნულება და მოხმარების წესი. იმისთვის, რომ ჩავსვათ სკოლის დიაგრამა, იერარქიაში ავირჩიოთ პირველივე ნახატი და დავაჭიროთ ღილაკს OK. ამ უჯრებში ტექსტი- წარწერა უნდა შეცვალოთ თქვენთვის სასურველი ტექსტით.
აქ დავწეროთ
დირექტორი,
სასწავლო ნაწილი.
დიაგრამის სხვა ელემენტების ჩასასმელად გამოვიყენოთ დამხმარე დაფა. როგორც თქვენთვის ცნობილია, დირექტორს სასწავლო ნაწილის გარდა ექვემდებარება სამეურნეო ნაწილი. თვითონ სამეურნეო ნაწილს ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის დარაჯი.
ვინაიდან, დარაჯი უშუალოდ სამეურნეო ნაწილს ემორჩილება და არა დირექტორს, ჩვენ შეგვიძლია ის შევიტანოთ ერთი დონით შიგნით. სამეურნეო ნაწილს აგრეთვე ექვემდებარება დამლაგებელი. დირექტორის დაქვემდებარებაში არის აგრეთვე ბიბლიოთეკარი, პედაგოგები და მოსწავლეები. დირექტორის გარდა სკოლაში არის სამეურნეო საბჭოც.
დაახლოებით ასეთი სახით მივიღეთ ჩვენი სკოლის სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმულაციაა და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს დიაგრამა ზუსტად ასახავს რომელიმე სკოლის სტრუქტურულ იერარქიას.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ინსტრუმენტების მენიუს ზოლში დაგემატათ ინსტრუმენტების ორი დაფა, რომელიც SmartArt_ის ელემენტებთან მუშაობის საშუალებას მოგცემთ. ეს არის Design და Format. Design დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფერები, ფორმა და განლაგება. ხოლო Format-ში შესაძლებელია ტექსტების და ჩარჩოების, ფერების და დეტალების ცვლილება. შეგვიძლია შევცვალოთ დარაჯის, დამლაგებლის და მნეს ფერები. შეგვიძლია შევცვალოთ ამ უჯრებში ჩასხმის ფერი, კონტურის ფერი, ხაზის სისქე, ხაზის ფორმა და ა.შ. კლავიშ Ctrl-ის დახმარებით შეგვიძლია რამდენიმე ფიგურა ერთდროულად მოვნიშნოთ. ფიგურებზე მუშაობის დამატებითი ელემენტები შეგიძლიათ გამოიტანოთ შემდეგი ღილაკით.
გმადლობთ ყურადღებისთვის.