Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახავთ სლაიდზე გრაფიკის ჩასმას. დავაჭიროთ გრაფიკების ჩასმის პიქტოგრამას. სამუშაოს მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ტიპის გრაფიკები დაგვჭირდეს. ამ ფანჯარაში ჩვენ უნდა ავირჩიოთ გრაფიკის დიზაინი. ხაზის მარცხენა მხარეში ჩამოთვლილი არის გრაფიკის დიზაინის ხვადასხვა ვარიანტები:- სვეტოვანი, ხაზოვანი, წრიული, ზოლიანი და ა.შ. მარჯვენა მხარეში გამოტანილი არის თითოეული ტიპის ქვეტიპები. ვთქვათ, ავირჩიოთ წრეების ვარიანტი და მარჯვენა მხარეზე ხედავთ როგორი შეიძლება იყოს წრეების გამოსახვა. მაგრამ ჩვენ სიმულაციაში ავირჩიოთ სვეტოვანი დიაგრამის სამგანზომილებიანი ვარიანტი. დიაგრამის მინიატურულ გამოსახულებაზე, თაგვის კურსორის ახლოს მიყვანით, შეგვიძლია დეტალურად დავაკვირდეთ, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი დიაგრამა. ამის შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს OK. თქვენ მიიღებთ Microsoft Excel-ის შემცირებულ ვარიანტს, რომელიც დაგეხმარებათ Powerpoint-ში გრაფიკების აგებაში. გრაფიკის აგების ფუნქციების სანახავად ავირჩიოთ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 2000 წლიდან. ამ წუთას თქვენ ეკრანზე ხედავთ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხრილი მუშაობის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, პროგრამა Microsoft Excel-ში მონაცემების შეყვანის რამოდენიმე თავისებურებას. 1. მონაცემების შეყვანა ხდება უჯრებში. 2. თითოეულ უჯრას, როგორც ჭადრაკის დაფაზე, აქვს ნომერი. 3. ყველა მონაცემის შეტანა უნდა დავასრულოთ კლავიშით Enter. დავიწყოთ მონაცემების შეყვანა. მიაქციათ ყურადღება, რომ მიუხედავად იმისა, Powerpoint_ში მუშაობის დროს თქვენ უკვე გადაყვანილი გქონდათ კლავიატურა ქართულ განლაგებაზე, როგორც კი თქვენ ჩასვით გრაფიკი, კლავიატურის განლაგება შეიცვალა ინგლისურ ენაზე. შესაბამისად მოგვიწევს კლავიატურის გადართვა ქართულ ენაზე. B1 უჯრაში ჩავწეროთ სიტყვა დაწყებითი და, როგორც შევთანხმდით, ეს მონაცემი დავასრულოთ Enter-ით. C1 უჯრაში უნდა ეწეროს სიტყვა საბაზო. დავასრულოთ Enter-ით და B1 უჯრაში ჩავწეროთ საშუალო. დავასრულოთ Enter-ით. პირველ სვეტში ჩავწეროთ წლები, როგორც ეკრანზე ხედავთ. ახლა დავიწყოთ მოსწავლეთა რაოდენობის შევსება. B2 უჯრაში ჩავწეროთ მოსწავლეთა რაოდენობა 2000 წლისთვის და დავასრულოთ Enter_ით. პირველ უჯრაში შეცვლილმა მონაცემებმა გამოიწვია გრაფიკის გამოსახულების ცვლილება. ანუ დანარჩენი მონაცემები ჩვენს მიერ შეყვანილი რიცხვის პროპორციულად შემცირდა. ასეთნაირად შევიყვანოთ დანარჩენი მონაცემებიც. არ გამოგრჩეთ, რომ ყველა მონაცემი დაასრულოთ Enter-ით. შეეცადეთ მათემატიკური მძიმე აკრიფოთ კლავიატურის მარჯვენა ციფრული ნაწილიდან. თუ თქვენ დაგჭირდებათ რომელიმე მონაცემის დამატება, ეს ძალიან მარტივია. ვთქვათ ერთი სვეტის დასამატებლად სათაურის ზოლში შეგვიძლია ავკრიფოთ სვეტის სათაური, იგულისხმება კომპიუტერების რაოდენობა, ვთქვათ 2000 წელს. ასევე მარტივად შესაძლებელია მწკრივის დამატება. ვთქვათ რა მდგომარეობა იქნება 2014 წელს. მემგონი დროა, რომ მონაცმების შეყვანა დავამთავროთ. მონაცემების შეყვანის დამთავრების შემდეგ შეგვიძლია Excel-ის ფანჯარა მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული X-ით დავხუროთ. ისღა დაგვრჩენია ჩვენს გრაფიკს გავუკეთოთ სათაური. წავშალოთ არსებული გამოსახულება და ავკრიფოთ ქართული ტექსტი. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ გრაფიკის ჩასმის შემდეგ, მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების ორი დაფა. პირველი არის Design და მეორე არის Format. ინსტუმენტების ამ ნაკრების დახმარებით, შესაძლებელია შექმნილი გრაფიკის დიზაინისა და ფორმატის შეცვლა. ინსტრუმენტების დაფაზე Design, განთავსებული პირველი პიქტოგრამით შესაძლებელია დიაგრამაზე ავსახოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონაცემები. პირველ ღილაკზე დაჭერით გამოირთვება X ღერძის წარწერები. შესაბამისად ისევ, ამავე ღილაკზე დაჭერით ჩაირთვება X ღერძის წარწერები. აგრეთვე შეგვიძლია გამოვრთოთ Y ღერძის მნიშვნელობები, ან ჩავრთოთ. ჩემი რჩევა არის, რომ ეს მონაცემები დავტოვოთ უცვლელი. აგრეთვე ამავე ნაწილიდან შესაძლებელია გრაფიკებს გაუკეთდეს სათაური, ისევე როგორც ახლა არის, არ გაუკეთდეს, ან წარწერები განთავსდეს გრაფიკის შიგნით. აქაც იგივეს გირჩევთ - დატოვეთ ისე, როგორც არის. ანუ გრაფიკის ზევით. შემდეგი პიქტოგრამის დახმარებით, შეგვიძლია გრაფიკის თითოეულ სვეტს დავაწეროთ მნიშვნელობა, ან არ დავაწეროთ. პიქტოგრამაზე სწრაფი განლაგებები მოცემული არის დიაგრამის გაფორმების სხვადასხვა ვარიანტები. თქვენი მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ დააჭიროთ რომელიმე მათგანს. ვფიქრობ დავტოვოთ ისევე, როგორც არის. ფერების შეცვლის პიქტოგრამით შეგიძლიათ შეცვალოთ ფერების გამა. რომელიმე მათგანის მოწონების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამის პიქტოგრამას. აქაც ვფიქრობ, რომ დავტოვოთ თავდაპირველი გამოსახულება. აგრეთვე, დიზაინის ფანჯარაში მოცემული არის სლაიდის დიზაინის შეცვლის სხვადასხვა ვარიანტები. თქვენ შეგიძლიათ კურსორით გადაატაროთ თითოეულ მათგანზე და წინასწარ ნახოთ, თუ როგორი იქნება ესა თუ ის ვარიანტი. ხოლო რომელიმე მათგანის მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ დააჭიროთ პიქტოგრამაზე და ცვლილებები აისახება სლაიდზე. Edit პიქტოგრამის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ მონაცემებში და კვლავ დახუროთ Excel-ის ცხრილი. Format ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ შეცვალოთ დიაგრამის რომელიმე ელემენტი, ვთქვათ წარწერის ფონი, ან დიაგრამის რომელიმე სხვა ელემენტი. ამ შემთხევაშიც გირჩევდით უცვლელად დატოვოთ Poweroint-ის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი. დიაგრამაზე მუშაობის უფრო დაწვრილებით ვარიანტს ნახავთ Powerpoint_ის კურსის შემდეგ დონეზე. გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული