Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახავთ ტექსტზე მუშაობას. დავამატოთ ახალი სლაიდი და გავუკეთოთ სათაური „ტექსტზე მუშაობა“.ქვედა ფანჯარაში ავკრიფოთ შემდეგი ტექსტი. სლაიდზე განთავსებული ტექსტის ნაწილი შეიძლება გავამუქოთ, დავხაროთ, გავხაზოთ, გავუკეთოთ ჩრდილი, გადავხაზოთ, შევამჭიდროვოთ ან გავშალოთ, გავზარდოთ ანშევამციროთ ზომა, ან სხვადასხვა ფერად შევღებოთ, მაგალითად ლურჯად და იისფრად. როგორც ჩანს ვიდეო გაკვეთილის ამ ნაწილში ჩვენ ვნახავთ ტექსტის გამუქებას, დახრას, გახაზვას, ჩრდილის გაკეთებას, გადახაზვას, ტექსტის ნაწილის გაშლას ან შემჭიდროვებას, ზომაში გაზრდას ან შემცირებას და სხვადასხვა ფერებად შეღებვას. იმისთვის, რომ ტექსტის წანილი გავამუქოთ ამისთვის მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ ღილაკს B. იმისთვის, რომ ტექსტი დავხაროთ მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ ღილაკს I. იმისთვის, რომ სიტყვა გავხაზოთ, მოვნიშნოთ ტექსტის ნაწილი და დავაჭიროთ ღილაკს U. იმისთვის, რომ ჩრდილი გავუკეთოთ, მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ ღილაკს S. იმისთვის, რომ სიტყვა გადავხაზოთ, მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთabc. ტექსტის შესამჭიდროვებლად მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ Very Tight, ხოლო გასაშლელად მოვნიშნოთ სიტყვა და დავაჭიროთ Very Loose. ტექსტის ზომაში გასაზრდელად დავაჭიროთ შესაბამის ღილაკს, ხოლო შესამცირებლად ნაკლები ზომის ციფრს. ტექსტის ლურჯად შესაღებად მოვნიშნოთ სიტყვა, წითელი A_ს მარჯვენა მხარეს დავაჭიროთ პატარა სამკუთხედს და ფერების პალიტრიდან ავირჩიოთ ლურჯი ფერი, ხოლო ტექსტის იისფრად შესაღებად მოვნიშნოთ ტექსტი, დავაჭიროთ ღილაკს და ავირჩიოთ იისფერი. ამავე მოქმედებების შესრულება შეგიძლიათ მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან, სიტყვაზე დავხაროთ. თუ გვჭირდება ცვლილებების შეტანა ტექსტის ამა თუ იმ ნაწილში, მოვნიშნოთ ტექსტი და შევცვალოთ რომელიმე პარამეტრი. ვიდეო გაკვეთილის ამ ნაწილში თქვენ ნახეთ სლაიდზე განთავსებულ ტექსტებზე მოქმედებები. ეს მოქმედებები გამოიყენება ტექსტის გარკვეულ ნაწილზე ყურადღების გასამახვილებლად. გირჩევთ, რომ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოქმედება. აგრეთვე ტექსტის ერთგვაროვან ნაწილზე გამოიყენეთ ერთი და იგივე მოქმედება. მაგალითად, თუ თქვენ სხავდასხვა სლაიდებზე იყენებთ ციტატებს, რომელსაც მიწერილი აქვს ავტორი, ავტორი შეგიძლიათ ყოველთვის 24 ზომის დახრილი შრიფტით გამოყოთ. მადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული