Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
მოგესალმებით! ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახავთ პროგრამა Powerpoint_ში სლაიდებზე დიზაინის შეცვლას. ეფექტური პრეზენტაციის მისაღებად მნიშვნელოვანი კომპონენტია დიზაინის სწორად მორგება და შერჩევა. Powerpoint_ს დიზაინის ფართო არჩევანი აქვს. სლაიდებზე დიზაინის მოსარგებად მენიუს ზოლში, თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ წარწერას Design. ინსტრუმენტების დაფაზე გამოჩნდება დიზაინის თემების მინიატურული გამოსახულებები. თაგვის კურსორის ამა თუ იმ თემის მინიატურულ გამოსახულებაზე გადატარებით შესაძლებელია წინასწარ დავათვალიეროთ, თუ რა ცვლილებას გამოიწვევს სლაიდზე კონკრეტული თემის შერჩევა. თემების სხვა არჩევანი შეგვიძლია გამოვიტანოთ მარჯვენა მხარეზე არსებულ პატარა სამკუთხედზე დაჭერით. რომელიმე თემის მოწონება შეგიძლიათ დაადასტუროთ თაგვის მარცხენა კლავიშზე დაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი არჩევანი ცვლილებებს გამოიწვევს პრეზენტაციის ყველა სლაიდზე. ამ პროცესს შეგიძლიათ დააკვირდეთ ეკრანის მარცხენა მხარეზე არსებული სლაიდების სიაში. შერჩეული დიზაინის თემის შეცვლა შესაძლებელია, ინსტრუმენტების დაფაზე არსებული სხვა მინიატურულ გამოსახულებაზე, თაგვის მარცხენა კლავიშის დაჭერის შედეგად. ხოლო, დიზაინის შერჩეული თემის გაუქმება შესაძლებელია, ჩამონათვალში პირველ მინიატურულ გამოსახულებაზე დაჭერით. დიზაინისთვის გირჩევთ შეარჩიოთ მხიარული ფერები. იმისთვის, რომ გავიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, რამდენიმე წამით დააკვირდით ეკრანს. გაითვალისწინეთ, რომ თემის შერჩევა შეცვლის ყველა სლაიდის დიზაინს. დიზაინის ინსტრუმენტების მარჯვენა მხარეზე არსებული საშუალებებით, შესაძლებელია შერჩეული დიზაინის ფერების გამის შეცვლა. დავაკვირდეთ თითოეულ მათგანს. Slide size პიქტოგრამის დახმარებით შესაძლებელია განიერ ეკრანიანი ან სტანდარტული ფორმატის შერჩევა. ჩვენთვის მისაღები ფორმატი დამოკიდებულია სიტუაციაზე, თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაცია. თანამედროვე მონიტორებზე გამოყენებული არის განიერ ეკრანიანი ფორმატი, რომლის ხმარდაჭერა გააჩნიათ პროექტორების ახალ მოდელებსაც და გირჩევთ თქვენი პრეზენტაციები წარმოადგინოთ ფართომაშტაბიანი ფორმატით. თუმცა შესაძლებელია სტანდარტული ფორმატის გამოყენებაც. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შეგიძლიათ თუ არა სლაიდებზე დიზაინის შეცვლა, შერჩეული სლაიდიდან ფერების გამის შეცვლა, სლაიდის ზომის შეცვლა. გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული