Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
ვიდეო გაკვეთილი 1 მოგესალმებით! ამ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ ვნახავთ სამუშაო მაგიდის მოწყობას პროგრამა Powerpoint_ში მოხერხებული მუშაობისთვის. პირველ რიგში სასურველია,რომ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილი იყოს მომხმარებლის საქაღალდე. მომხმარებლის საქაღალდის სამუშაო მაგიდაზე გამოსატანად ვიქცევით შემდეგნაირად: თაგვის მარჯვენა კლავიშზე დავაჭიროთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას, მიღებულ დაფაზე დავაჭიროთ ღილაკს Personalize და მიღებულ ფანჯარაში მარცხენა კუთხიდან დავაჭიროთ Change Desktop Icon. ჩავსვათ თოლია User’s File ღილაკზე და დავაჭიროთ ღილაკს OK. ამ მოქმედებების შესაბამისად სამუშაო მაგიდაზე დაგვემატა მომხმარებლის საქაღალდე, რომელსაც ჰქვია Dato. ამ საქაღალდეში განთავსებულია ჩვენი დოკუმენტი. სასურველია რომ წინასწარ შევქმნათ საქაღალდე, სადაც შემდგომში განვათავსებთ პრეზენტაციის ფაილებს. ამისათვის, თაგვის მარცხენა კლავიშზე ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ პიქტოგრამას Dato. შევიდეთ საქაღალდეში My Document, ამისათვის ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ My Document პიქტოგრამას თაგვის მარცხენა კლავიშით და მიღებულ ფანჯარაში პრეზენტაციებისთვის შევქმნათ ახალი საქაღალდე. ახალი საქაღალდის შესაქმნელად, თაგვის მარჯვენა კლავიშზე დავაჭიროთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას, მიღებულ დაფაზე ბოლოდან მეორე გამოსახულებას დავაჭიროთ New და ახალ დაფაზე ავირჩიოთ წარწერა Folder. მიღებულ ველში ავკრიფოთ საქაღალდის სახელი და დავასრულოთ Enter_ით. ამ საქაღალდეში შესასვლელად პიქტოგრამაზე დავაჭიროთ თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად, ვნახავთ რომ ეს საქაღალდე არის ცარიელი. ეს არის საქაღალდე, რომელშიც ჩვენ შემდეგში განვათავსებთ ჩვენს პრეზენტაციებს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია შევუდგეთ საპრეზენტაციო ფაილის შექმნას. საპრეზენტაციო ფაილის შესაქმნელად რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ რიგში, შემოგთავაზებთ იმ ვარიანტს, რომელსაც მე ყველაზე ხშირად ვიყენებ, ხოლო შემდეგ ვნახოთ სხვა ალტერნატიული ვარიანტები. საპრეზენტაციო ფაილის შექმნის ყველაზე მარტივი ვარიანტი შემდეგია:- გადავიდეთ საქაღალდეში,სადაც გვინდა ჩვენი პრეზენტაციის განთავსება, ნებისმიერ ცარიელ ადგილას დავაჭიროთ თაგვის მარჯვენა კლავიშით, მიღებულ დაფაზე დავაჭიროთ ბოლოდან მეორე გამოსახულებას New, გადავიდეთ ახალ დაფაზე, დავაჭიროთ პიქტოგრამას Microsoft Powerpoint Presentation. მიღებულ ველში ავკრიფოთ პრეზენტაციის ფაილის დასახელება და დავასრულოთ Enter_ით. ჩვენი საპრეზენტაციო ფაილი შექმნილია. პრეზენტაციაზე მუშაობის გასაგრძელებლად შეგვიძლია თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ პიქტოგრამას. ნაცრისფერ ფონზე არსებული წარწერა მიგითითებთ, რომ უნდა დააჭიროთ ნებისმიერ ადგილას პირველი სლაიდის დასამატებლად. ამ მოქმედებების შედეგად საპრეზენტაციო ფაილი შექმნილია. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ პირველ სლაიდზე მუშაობა, რომელსაც თქვენ შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში ნახავთ. დავხუროთ Powerpoint_ის პროგრამა,აგრეთვე დავხუროთ ეკრანზე არსებული ყველა ფანჯარა და ვნახოთ ახალი პრეზენტაციის შექმნის კიდევ ერთი ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროგრამა მოთავსებული არის Start > All programs, განყოფილებაში. ამ ნაწილში უნდა მოძებნოთ პროგრამათა ჯგუფი Microsoft Office 2013. ამ პიქტოგრამაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დაჭერით გამოდის ყველა ის პროგრამა, რომელიც დაინსტალირებული არის ჩვენს კომპიუტერში. Powerpoint_ის პროგრამის გაშვება შეგვიძლია შესაბამის პიქტოგრამაზე თაგვის მარცხენა კლავიშის ერთხელ დაჭერით. თქვენ ალბათ დაახლოებით აი ამ გამოსახულებას მიიღებთ, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ. Blank Presentation პიქტოგრამაზე დაჭერით თქვენ მიიღებთ ცარიელი პრეზენტაციის პირველ სლაიდს. ამავე ფანჯარაში შესაძლებელია ჩვენი პრეზენტაციისთვის ავარჩიოთ დიზაინის გამზადებული შაბლონები. ეს შაბლონები დაჯგუფებულია სხვადასხვა თემების მიხედვით, ვთქვათ ბიზნესი, კალენდარი, ჩარტები, განათლება და ა.შ. ჩვენთვის საინტერესო ალბათ განათლება იქნებოდა. დავაჭიროთ წარწერას Education. ამის შემდეგ თქვენ ეკრანზე მიიღებთ საგანმანათლებლო ხასიათის პრეზენტაციების დიზაინის შაბლონებს. რომელიმე მათგანი თუ მოგეწონებათ, ჭიკარტის ნახატის დახმარებით შეგიძლიათ დაამაგროთ პირველ გვერდზე. ასევე მოვექცეთ მეორე პრეზენტაციის პიქტოგრამას. Home ღილაკით გადავდივართ პირველ გვერდზე და თქვენ ხედავთ, რომ უკვე დაგემატათ პრეზენტაციის დიზაინის ორი შაბლონი. აგრეთვე შესაძლებელია თითოეული შაბლონის უფრო დეტალური განხილვა, თუ დავაჭერთ რომელიმე პიქტოგრამას More Images ღილაკის დახმარებით, შესაძლებელია ვნახოთ თუ როგორ იქმნება დანარჩენი სლაიდების დიზანი. ვთქვათ:- ცხრილი, დიაგრამა, ჩამონათვალი, გრაფიკი და ა.შ. თუ არ მოგეწონებათ შეგიძლიათ დავხუროთ X_ის დახმარებით. ასევე დავათვალიეროთ მეორე პრეზენტაციის შაბლონი და აგრეთვე შესაძლებელია სხვა შაბლონზე გადასვლა. რომელიმე მათგანის მოწონების შემთხვევაში, შეგვიძლია დავაჭიროთ ღილაკს Script. ასე მარტივად თქვენ მიიღებთ გამზადებულ პრეზენტაციას, სადაც შეგიძლიათ შეიტანოთ შესწორებები. ახლა, როდესაც ჩვენ შევქმენით პრეზენტაცია თავისი დიზაინით, აუცილებლად დაგჭირდებათ ნამუშევრის დამახსოვრება. ამ ოპერაციას ჰქვია ფაილის შენახვა. ფაილის შესანახად დავაჭიროთ ღილაკს დისკეტის გამოსახულებით, მიაქციეთ ყურადღება წარწერას Save. ამ ღილაკზე პირველად დაჭერის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ მიუთითოთ ადგილი, თუ სად გინდათ შეინახოთ თქვენი პრეზენტაცია. ყველაზე ხშირად ჩვენ პრეზენტაციებს ვინახავთ ჩვენს კომპიუტერში. Browse ღილაკით მოვძებნოთ ის საქაღალდე სადაც გვინდა ჩვენი პრეზენტაციების შენახვა. ეს არის საქაღალდის დოკუმენტი,რომელსაც დავაწვებით თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ. მიღებულ გამოსახულებაში უნდა მოვძებნოთ პრეზენტაციები 2013. ამ პიქტოგრამას თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ ორჯერ სწრაფად და ამით უკვე ჩვენ მოვძებნეთ ის საქაღალდე, სადაც უნდა მოვათავსოთ ჩვენი პრეზენტაცია. გარდა ამისა, ჩვენს მიერ შექმნილ პრეზენტაციას უნდა დავარქვათ სახელი. სახელი უნდა ავკრიფოთ ველში File Name, სასურველია ფაილის სახელი აკრეფილი იყოს ლათინური ასოებით. ამ შემთხვევაში ფაილის სახელი ავირჩიოთ My School. მოდით აქვე დასკვნა გავაკეთოთ, საპრეზენტაციო ფაილის შესაქმნელად უნდა მიუთითოთ ადგილი, სადაც ინახავთ დოკუმენტს და ფაილს უნდა დავარქვათ სახელი. ამ მოქმედებების სწორად შესრულების შემდეგ, შეგვიძლია დავაჭიროთ ღილაკს Save. მიაქციეთ ყურადღება საინფორმაციო ზოლს, ჩვენს ფაილს დაერქვა My School. ამ მოქმედებების შესრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა აღნიშნულ პრეზენტაციაზე, გადაიტანოთ ინფორმაცია სხვადასხვა სლაიდებზე ან X ღილაკზე დაჭერით საპრეზენტაციო პროგამაში მუშაობა დაამთავროთ.

ახალი დამატებული