Microsoft Office PowerPoint 2013
00:11:53
00:04:00
00:07:44
ფიგურებზე მოქმედებები
00:10:12
00:06:20
00:13:37
00:14:33
00:07:56
00:05:22
ხედი VIEW
00:06:27
00:13:26
00:22:02
00:07:51
00:05:23
00:02:21
ცხრილები PowerPoint-ში
00:02:35
00:02:00
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
00:03:19
00:01:32
00:01:09
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
00:07:24
00:03:27
00:03:20
00:03:03
00:07:56
00:11:53
00:04:00
00:07:44
ფიგურებზე მოქმედებები
00:10:12
00:06:20
00:13:37
00:14:33
00:07:56
00:05:22
ხედი VIEW
00:06:27
00:13:26
00:22:02
00:07:51
00:05:23
00:02:21
ცხრილები PowerPoint-ში
00:02:35
00:02:00
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
00:03:19
00:01:32
00:01:09
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
00:07:24
00:03:27
00:03:20
00:03:03
00:07:56
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
ფიგურებზე (shapes) მოქმედები
მოგესალმებით!
ამ ვიდეოსიმულაციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფიგურების
ზომის შეცვლას
ფორმის შეცვლას
კონტურის შეცვლას
გადაადგილებას სლაიდზე
ვიდეოგაკვეთილში გამოყენებული ინსტრუმენტების დანიშნულებაში გასარკვევად გირჩევთ დაამატეთ ახალი ცარიელი სლაიდი და ჩართეთ დამხმარე ხაზების ჩვენების რეჟიმი. ცარილე ადგილას ჩასვით ლენტის გამოსახულება, ისევ როგორც ამას ვიდეოში მე ვაკეთებ. (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ფიგურის ჩასმის დეტალური ინსტრუქცია ამავე ვებ გვერდზე).
ამ ვიდეოგაკვეთილში აღწერილი ინსტრუმენტების გასაცნობად საჭიროა ფიგურის მონიშვნა
ფიგურის მონიშვნა
ლენტის ჩასმის შემდეგ ეს ფიგურა მონიშნული იქნება, და ყველა მოქმედება, რასაც ინსტრუმენტების დაფიდან აირჩევთ, გავრცელდება მხოლოდ მონიშნულ ფიგურაზე ან ფიგურათა ჯგუფზე. თუ ფიგურა ჯერაც არ მოგინიშნიათ, ლენტის ფიგურის საზღვრების შიგნით დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. ამ მოქმედების შემდეგ ლენტს რამდენიმე პატარა ოთხკუთხედი მარკერი დაემატება. ამ მარკერებით დარწმუნდებით, რომ ლენტი მონიშნულია.
თუ რამდენიმე ფიგურაზე ერთდროულად გინდათ განახორციელოთ მოქმედებები, მონიშნეთ ეს ფიგურები, ისე როგორც აღწერილია „ფიგურების მონიშვნის“ ვიდეოგაკვეთილში.
მონიშნულ ფიგურაზე შეიძლება გააკეთოთ შემდეგი მოქმედებები:
გადაიტანოთ სხვა ადგილას
დააპატარაოთ ან გავზარდოთ
დაატრიალოთ
შეუცვალოთ ფორმა
გადააქციოთ სხვა ფიგურად (ტიპი)
შეუცვალოთ სტილი
შეღებოთ ან მოაცილოთ ფერი
შეუცვალოთ ან მოაცილოთ კონტური
დაამატოთ ეფექტები
შრეებში გადაადგილება
სწორება
სიგრძისა და სიგანის რეგულირება
ეს ინსტრუმენტები ვნახოთ ცალცალკე
მონიშნული ფიგურის სხვა ადგილას გადასატანად უნდა ჩაეჭიდოთ ამ ფიგურას და გადაიტანოთ სხვა ადგილზე. სადაც თაგვის მარცხენა კლავიშს თითს აუშვებთ, ფიგურაც იქ დარჩება. საკმაოდ ადვილია და მარტივად უნდა გამოგივიდეთ
ფიგურის ზომის შეცვლა/მოტრიალება
მონიშნულ ფიგურას აქვს 8 პატარა ზომის ოთკუთხედი მარკერი. ამ მარკერებზე ჩაჭიდებით შესაძლებელია ფიგურების ზომის შეცვლა. დააკვირდით ვიდეოს და გაიმეორეთ შესაბამისი მოქმედებები. წვერებზე განლაგებული ოთხკუთხედები ორი მიმართულებით ზომის შეცვ ლის საშუალებას იძლევა, ჩაეჭიდეთ და გასწიეთ დიაგონალის მიმართულებით. როცა მიაღწევთ სასურველ ზომას, თაგვს აუშვით ხელი. შუა ნაწილში განლაგებული ოთხკუთხედები მხოლოდ ერთი მიმართულებით შეცვლის ფიგურის ზომას. ვფიქრობ ამ მოქმედებების შესრულება არ უნდა გაგიჭირდეთ.
გაითვალისწინეთ, შუა ოთხკუთხედების დახმარებით, აგრეთვე შესაძლებელია ფიგურების ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეტრიალება. დააკვირდით ვიდეოგამოსახულებას. ჰორიზონტალური შეტრიალებისთვის ჩაეჭიდეთ მონიშვნის აღმნიშვნელ ზედა შუა მარკერს და თაგვი გაწიეთ ქვევით მდებარე შუა მარკერისკენ. როგორც კი თაგვის კურსორი გაცდება მეორე მარკერს, ფიგურა ვერტიკალურად მოტრიალდება. ამის შემდეგ იმედია თაგვის მარცხენა კლავიშიდან თითს აიღებთ . მარცხენა და მარჯვენა მხარეს განლაგებული შუა მარკერების დახმარებით ანალოგიურად შესაძლებელია ჰორიზონტალური მოტრიალებაც.
შემდეგი მოქმედება არის ფიგურის დატრიალება. მონიშნული ფიგურის ზევით ჩანს ისრიანი წრე. ჩაეჭიდეთ ამ გამოსახულებას, თაგვი გარკვეული მანძილით დააცილეთ ისრის გამოსახულებას და გადაიტანეთ მარცხენა ან მარჯვენა მხარეზე იმისდა მიხედვით, თუ რომელ მხარეზე გინდათ ფიგურის მოტრიალება. როცა მიაღწევთ დახრის საჭირო კუთხეს, თაგვის მარცხენა კლავიშიდან აიღეთ თითი.
ახლა ვნახოთ, ფიგურის ფორმის შეცვლა.
დააკვირდით მონიშნული ფიგურის ირგვლივ მდებარე ყვითელ ოთხკუთხედებს. ზოგ ფიგურას ეს მარკერი ერთი ცალი აქვ, ზოგს ორი და ზოგსაც სამი. თითოეული ყვითელი მარკერი ფიგურის სხვადასხვა დეტალის ფორმირებაზეა პასუხისმგებელი. ყვითელი მარკერის ადგილის ცვლილებით შესაძლებელია ფიგურის ფორმის შეცვლა. დააკვირდით ვიდეოს და გაიმეორეთ ეკრანზე ნაჩვენები მოქმედებები.
ახლა განვიხილოთ ინსტრუმენტების დაფა ფიგურის ფორმატი
ამ დაფაზე მარცხენა მხარეს განთავსებულია სლაიდზე ახალი ფიგურების დამატების ინტრუმენტი.
ყურადღება მიაციეთ Edit Shapes პიქტოგრამას. აქ განთავსებულია Change Shape, რომელზე დაჭერის შემდეგ გამოდის ფიგურების შესარჩევი დაფა. რომელიმე ფიგურაზე დაჭერით ადვილად შეიძლება ერთი ტიპის ფორმის ფიგურის სხვა ტიპად გადაქცევა. მაგალითისთვის მონიშნეთ სლაიდზე განთავსებული ლენტის გამოსახულება, დააჭირეთ Edit Shapes პიქტოგრამას. შემდეგ Change Shape და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ სმაილიკის გამოსახულებას. ნახავთ რომ თქვენი ლენტის ფიგურა და სმაილიკი გახდება. მოსინჯეთ სხვა ფიგურებიც. ვფიქრობ ძალიან ადვილია...
შემდეგი პიქტოგრამის დახმარებით სლაიდზე შესაძლებელია ტექსტის ჩასმა. მაგრამ ამ ინსტრუმენტს ამ ვიდეოგაკვეთილში არ განვიხილავთ, რადგან ის უკვე დეტალურად აღვწერე ვიდეოგაკვეთილში „ფიგურების ჩასმა“. ეს ვიდეოგაკვეთილი ამავე გვერდზეა განთავსებული.
სტილის შეცვლა
მონიშნულ ფიგურას შეიძლება შევუცვალოთ გაფორმების სტილი. იგულისხმება, ფიგურის კონტურის სისქე, ფერი, ხაზის ფორმა, შევსების ფერი, ტექსტის გაფორმება და ა.შ. ეს კომპონენტები შეესაბამება დიზაინის თემას (მენიუს ზოლში DESIGN ინსტრუმენტებში არჩეულ თემას). თითოეული პიქტოგრამა აღნიშნავს სტილის სხვადასხვა ვარიანტს. რომელიმე მათგანზე თაგვის კურსორის შეჩერებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ როგორი დიზაინი ექნება ფიგურას მოცემული სტილის არჩევის შემთხვევაში. პიქტოგრამაზე დაჭერით შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. სტილის შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით.
განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ფიგურა ტექსტი. თუ თქვენ ამ ფიგურით ჩასვამთ ტექსტს სლაიდზე, შესაძლებელია ამ ფიგურის (ტექსტი) მოგვიანებით სხვა ტიპის ფიგურად გადაკეთება. ამისთვის მონიშნეთ ტექსტური ფიგურა, მენიუს ზოლში დააჭირეთ FORMAT ინსტრუმენტების დაფას. დააჭირეთ Edit Shape, შემდეგ Change Shape და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ სასურველი ფიგურის გამოსახულებას. შემდეგ დაგჭირდებათ ფიგურის სტილის ან ფიგურის შეღებვის და კონტურის ფორმების ინსტრუმენტების გამოყენება. გაითვალისწინეთ რომ თუ ტექსტურ ფიგურას შეუცვლით ფორმას, ფიგურის ზომა დამოკიდებული იქნება ტექსტის სიგრძეზე და ის ავტომატურად გასწორდება. ამ ფუნქციის გამოსართავად დაგჭირდებათ დამატებითი დაფის გამოყენება....
ფიგურის შეღებვა ან ფერის მოცილება
Shape Fill მონიშნული ფიგურის შეღებვის საშუალებას იძლევა. ფერების აღმნიშვნელ უჯრედებზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურა აღნიშნული ფერის შერჩევის შემდეგ. თქვენი მოწონების დაფიქსირება შესაბამის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ. აქვე შესაძლებელია ფიგურა გამჭვირვალე გახადოთ, არანაირი ფერით არ შეღებოთ. ამისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს No Color. პიქტოგრამა Eyedropper საშუალებით შესაძლებელია სლაიდიდან შეარჩიოთ ფერის ნიმუში. ხოლო Gradient უზრუნველყოფს ფიგურის გრადიენტულ შევსებას. Texture პიქტოგრამით შესაძლებელია ფიგურა შეიღებოს რაიმე ტექსტურის შესაბამისად.
კონტურის შეღებვა ან ფერის მოცილება
Shape Outline საშუალებას იძლევა ფიგურის კონტურში შეიტანოთ ცვლილებები. ფერების აღმნიშვნელ უჯრედებზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურის კონტური აღნიშნული ფერის შერჩევის შემდეგ. თქვენი მოწონების დაფიქსირება შესაბამის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ. შესაძლებელია ფიგურას კონტური საერთოდ არ ჰქონდეს. ამისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს No Outline.
პიქტოგრამა Eyedropper საშუალებით შესაძლებელია სლაიდიდან შეარჩიოთ ფერის ნიმუში.
Weight პიქტოგრამაზე დაჭერით შეგიძლიათ შეარჩიოთ კონტურის სისქე.
Dashes კონტურის ფორმის შერჩევის საშუალებას გაძლევთ
Arrows აღნიშნავს კონტურის დაბოლოების ვარიანტებს
თითოეულ ამ პიქტოგრამას გააჩნია ვარიაციები. ამ ვარიაციების აღმნიშვნელ პიქტოგრამაზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურის კონტური აღნიშნული ინსტრუმენტის შერჩევის შემდეგ.
Shape Effects ღილაკით ფიგურაზე შეგიძლიათ მრავალრიცხოვანი ეფექტები გამოიყენოთ. რომელიმე მათგანის პიქტოგრამაზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურის ფორმა აღნიშნული პიქტოგრამის შერჩევის შემდეგ.
WordArt ფიგურაზე გამოყენებული ტექსტების მხატვრული გაფორმების საშუალებას იძლევა. რომელიმე მათგანზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნულ ფიგურაზე არსებული ტექსტი აღნიშნული ინსტრუმენტის შერჩევის შემდეგ. ეს ინსტრუმენტი უფრო დეტალურად აღწერილია Word-ის ვიდეოგაკვეთილებში. რომელიც მდებარეობს ამავე ვებგვერდზე.
Arrange ინსტრუმენტების და ფიგურის ფორმატის დამატებითი დაფის დეტალური აღწერისთვის ამავე გვერდიდან ნახეთ ვიდეოგაკვეთილი „ასოციაციური რუკის შექმნა“
რეფლექსია
ნახეთ ვიდეოგაკვეთილი „ფიგურების ფორმატის ინსტრუმენტების გამოყენება“ და „ასოციაციური რუკის შექმნა“ , რომელიც ამავე ვებგვერდზე განთავსებული
კიდევ ერთხელ, გაიხსენეთ, როგორ შეიძლება მონიშნული ფიგურის
სხვა ადგილას გადატანა
ზომის შეცვლა
დატრიალება
ფორმის შეცვლა
სხვა ფიგურად (ტიპი) გადაქცევა
სტილის შეცვლა
შეღებვა ან ფერის მოცილება
კონტურის შეცვლა ან მოცილება
ეფექტების დამატება
იმედი მაქვს, გასაგებად აღვწერე ფიგურებზე მოქმედები და თქვენს ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი
გისურვებთ წარმატებულ პრეზენტირებას!