Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
სლაიდზე ფიგურებიდან (shapes) ასოციაციური რუკის შექმნა მოგესალმებით! ამ ვიდეოსიმულაციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფიგურის დალაგებას შრეებში ფიგურის ასლის ჩასმას ფიგურების გასწორებას ფიგურის ზომების შეცვლას ფიგურების დაკავშირებას …… ამ ვიდეოსიმულაციაში გამოყენებული დავალებების შესასრულებლად თქვენ უნდა შეგეძლოთ სლაიდის ჩასმა და განლაგების შეცვლა ფიგურის ჩასმა ფიგურის მონიშვნა ფიგურის ასლის გაკეთება ფიგურის გადადგილება ფორმების შეცვლა ტიპის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში თითოეული ამ ინსტრუმენტის ვიდეოგაკვეთილი შეგიძლიათ ნახოთ ამავე ვებგვერდზე. ფიგურების რეფლექსიისა და ზოგიერთი ახალი ინსტრუმენტის გასაცნობად მინდა შემოგთავაზოთ ვიდეოსიმულაცია თემაზე „ფიგურების დახმარებით ასოციაციური რუკების შექმნა“. ფიგურების დახმარებით ასევე ადვილად იქმნება ცნების რუკები, ალგორითმის ბლოკსქემები, სხვადასხვა დიაგრამები. პრეზენტაციაში „ჩემი სკოლა“ ერთ-ერთ სლაიდზე, SmartArt ინსტრუმენტის დახმარებით შევქმენით სკოლის მენეჯმენტის სტრუქტურა. ამ ვიდეოსიმულაციაშიც მსგავსი ასოციაციური რუკა შექმნა მინდა ოღონდ ამჯერად ფიგურის ინსტრუმენტების დახმარებით. მინდა გითხრათ, რომ ვორდში შეუძლებელია ფიგურების გადაბმა, ისე როგორც ეს სმარტარტში ან სპეციალიზირებულ პროგრამებშია შესაძლებელი. ცოტა მოგვიანებით გავარკვევთ თუ რისი თქმა მინდა  სანამ უშუალოდ ვიდეოინსტრუქციაზე გადავიდოდეთ, მანამდე გთხოვთ დააკვირდეთ საბოლოო პროდუქტს და გაიაზროთ რისი გაკეთება მოგიწევთ. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ სკოლის ასოციაციური რუკის სიმულაციურ მოდელს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ვიდეოინსტრუქცია გათვლილია PowerPoint ფუნქციების დემონსტრირებაზე და არა კონკრეტული სკოლის მენეჯმენტის სტრუქტურის შექმნაზე. ამიტომ სკოლის რეალური ასოციაციური რუკა მნიშვნელოვნად განსხვავდება აქ მოცემული მოდელისაგან. მოვამზადოთ სლაიდი ასოციაციური რუკის განსათავსებლად. პირველ რიგში, გირჩევთ შეარჩიოთ ცარიელი სლაიდი. ამისთვის HOME ინსტრუმენტების დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშთ დააჭირეთ New Slide გამოსახულებას. შედეგად დაგემატებათ ერთი ცარიელი სლაიდი. თუმცა რაღა ცარიელი  ამიტომ დააჭირეთ Layout პიქტოგრამის გამოსახულებას და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Blank. აგრეთვე სასურველია წინასწარ გავითვალისწინოთ, რომ ჩართოთ დამხმარე ბადე, რომელიც ფიგურების განლაგების სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ. ეს ინსტრუმეტი PowerPoint-ის წინა ვერსიებს არ ჰქონდა და ახლა ძალიან გაადვილდა მუშაობა. ბადის ჩასართავად თაგვის მარცხენა კლავიშით მენიუს ზოლში დააჭირეთ VIEW ინსტრუმენტების დაფას და თოლიით მონიშნეთ წარწერა Gridlines. მენიუს ზოლში დააჭირეთ HOME ინსტრუმენტების დაფაზე და ჩაამატეთ ოთხკუთხედის ფიგურა. გადაიტანეთ ეს ფიგურა სლაიდის ზედა ნაწილში. კლავიატურა გადაიყვანეთ ქართულ ენაზე და გააკეთეთ წაარწერა „დირექტორი“. სლაიდზე დაამატეთ მომრგვალებული ახალი ფიგურა. გადაიტანეთ „დირექტორის“ ფიგურიდან ქვევით და მარცხნივ. ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Copy პიტოგრამას. ამის შემდეგ 9-ჯერ დაააჭირეთ პიქტოგრამას Paste. ეცადეთ დაალაგოთ ისეთნაირად, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ჯერჯერობით ფიგურები სპონტანურად, საბოლოო განლაგებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვარიანტში განალაგეთ, ხოლო მოგვიანებით ვიფიქროთ გასწორებაზე. ფიგურის სხვა ადგილას გადასატანად ჩაეჭიდეთ და გადაიტანეთ სხვა ადგილას. ფიგურებს გაუკეთეთ წარწერები „სასწავლო ნაწილი“, „სამეურნეო ნაწილი“, „დარაჯი“, „დამლაგებელი“, „მნე“, „ბუხჰალტერი“, „ბიბლიოთეკარი“, „ინფომენეჯერი“, „პედაგოგები“ და „მოსწავლეები“. ამისთვის საკმარისია მონიშნოთ ფიგურა და დაიწყოთ ტექსტის აკრეფა. ახლა ვცადოთ სტილისა და ტიპის ცვლილებები სასურველია სხვადასხვა დონეზე ფიგურებს განსხვავებული ფორმა და ფერი ჰქონდეს. მონიშნეთ „დირექტორის“ ფიგურა. ფიგურის ფორმის შესაცვლელად დააჭირეთ FORMAT და Edit Shape შემდეგ დააჭირეთ Change Shape. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ ოთხივე წვერზე ჩაზნექილი ოთხკუთხედის ფიგურას. „დირექტორის“ ფიგურაც ნიმუშის ფორმას მიიღებს. ახლა ვიზრუნოთ ფერის შეცვლაზე. მოდით „დირექტორის ფიგურა იგივე ფერად შევღებოთ, როგორც არის მარცხენა მხარეს არსებული დიზაინის ისარი. დააჭირეთ Shape Fill, ხოლო მიღებულ დაფაზე დააჭირეთ პიპეტკის გამოსახულებას (Eyedropper). თაგვის კურსორი შეიცვლის ფორმას და პიპეტკის გამოსახულებას მიიღებს, რომელსაც კვადრატი დაჰყვება. პიპეტკა სლაიდიდან „ისრუტავს“ იმ ფერს, სადაც მისი წვერია განთავსებული. თქვენ დააჭირეთ მარჯვენა მხარეს არსებულ დიზაინის ისარს. „დირექტორის“ ფიგურა ისრის შესაბამისი მოწითალო ფერად შეიღებება. გავაგრძელოთ, მონიშნეთ „სასწავლო ნაწილის“ და „სამეურნეო ნაწილის“ ფიგურა შემოხაზვის მეთოდით, Shape fill-დან დააჭირეთ ვარდისფერ პიქტოგრამას. ორივე ფიგურა შესაბამისად შეიღებება. ახლა დავამუშაოთ ფიგურები „დარაჯი“, „დამლაგებელი“ და „მნე“. ამ ფიგურების მოსანიშნად გამოვიყენოთ კლავიშა Ctrl. კერძოდ, დააჭირეთ ფიგურა „დარაჯის“ შიგნით, დარწმუნდით რომ ეს ფიგურა მონიშნულია, შემდეგ დააჭირეთ და თითი არ აუშვათ კლავიშა Ctrl. თაგვის კურსორი ფორმას შეიცვლის, თაგვით დააჭირეთ „დამლაგებლის“ ფიგურას. დარწმუნდით რომ ორივე ფიგურას აქვს მონიშვნის აღმნიშვნელი მარკერები. შემდეგ თაგვით დააჭირეთ ფიგურას „მნე“. სამივე ფიგურა მოინიშნება. ამის შემდეგ Ctrl კლავშიდან თითი აიღეთ. სამივე ფიგურას შევუცვალოთ ფერი. ამისთვის დააჭირეთ Shape Style და დააჭირეთ ნარინჯისფერ გამოსახულებას. შედეგად სამივე ფიგურა ნარინჯისფრად შეიღებება. ბარემ ამ სამი ფიგურის კონტურზეც ვიზრუნოთ. დააჭირეთ Shape Outline პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე კონტურის ფერის შესარჩევად, დააჭირეთ More Outline (მეტი კონტურები) გამოსახულებას., ფერების ამ პალიტრიდან დააჭირეთ მუქი წითელი ფერის პიქტოგრამას. შესაბამისად სამივე მონიშნული ფიგურის კონტური გახდება მუქი წითელი ფერის. ამას გარდა დაგჭირდებათ კონტურის სისქის Weight (ამ შემთხვევაში დააჭირეთ 1 ½ გამოსახულებას) მითითება. ახლა მოვნიშნოთ ქვედა მწკრივში განლაგებული 5 ფიგურა. ამ ფიგურების მოსანიშნად გამოიყენეთ მონიშვნის სხვა მეთოდი: კერძოდ, თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ხუთივე ფიგურის გარეთ და თაგვიდან თითი არ აიღოთ. გადაწიეთ თაგვი ფიგურების დასასრულისკენ და მოახერხეთ, რომ დამხმარე ფონით სრულად დაფარული იყოს ხუთივე ფიგურა. თუ ფონში „ზედმეტი“ ფიგურა მოხვდა, დააჭირეთ Ctrl კლავიშას და თაგვით დააჭირეთ ზედმეტი ფიგურის შიგნით. აუშვით Ctrl კლავიშას თითი. ეს ფიგურა გამოეთიშება მონიშნული ფიგურების ჯგუფს. მონიშნულ ფიგურებს შეუცვალეთ ტიპი. ეს მოქმედება არაერთხელ ნახეთ და ამიტომ გეტყვით, რომ ეს ფიგურები უნდა გახადოთ ელიპსის ფორმის. შემდეგ კი Shape Style დახმარებით შეღებეთ ღია ფერით მეოთხე სვეტში. ..... ------------------ ახლა კი ფიგურები მოაწესრიგეთ. დამხმარე ხაზები დაგეხმარებიან იმაში, რომ ფიგურები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად და თანაბრად იყოს დაცილებული ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ეს მომენტი ვიზუალური აღქმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფიგურების მოწესრიგება უფრო დეტალურად აღწერილია ცალკე ვიდეოინსტრუქციაში „ფიგურების მოწესრიგება“. აქ მე მინდა განახოთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოქმედება და აგრეთვე ისეთები, რომლებიც სხვა ვიდეინსტრუქციაში ვერ მოხვდა. ვთქვათ „სასწავლო ნაწილის“ და „სამეურნეო ნაწილის“ ფიგურების ზედა ხაზზე გასწორებისათვის მონიშნეთ ეს ორი ფიგურა დააჭირეთ FORMAT და Align Align Top პიქტოგრამას. შემდეგ სასურველია „დირექტორის“ ფიგურა ამ ფიგურების შუაში იყოს განთავსებული. ამისთვის დააჭირეთ Distribute Horizontally პიქტოგრამას. ამ მოქმედებით „დირექტორის“ ფიგურა ორი ფიგურის შუაში აღმოჩნდება. ახლა „დარაჯი“ და „დამლაგებელი“ გავასწოროთ ჰორიზონტალურად ერთ ხაზზე, ხოლო „დარაჯი“ და „მნე“ ვერტიკალურად მარცხენა მხარეზე. მონიშნეთ დანარჩენი 5 ფიგურა, გაასწორეთ ჰორიზონტალურად ერთ ხაზზე. და ბოლოს, ისღა დაგვრჩენია, ამ ფიგურებს შორის კავშირი ავსახოთ ჩვენს ასოციაციურ რუკაზე. დააკვირდით ვიდეოს და გაიმეორეთ იგივე მოქმედებები HOME ინსტრუმენტების დაფაზე Drawing ჯგუფში დააჭირეთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. ხაზების ჯგუფიდან დააჭირეთ ხაზის გამოსახულებას, რომელიც ისრით ბოლოვდება. კურსორი შეიცვლის ფორმას. ეს კურსორი მიიტანეთ ფიგურა „დირექტორთან“. ფიგურას გაუჩნდება შავი მარკერები. ეს ნიშნავს, იმას, რომ ფიგურა ჩასაბმელად მზათაა. დააჭირეთ თაგვის ფორმაშეცვლილი კურსორით ქვედა წიბოს შუა ადგილას მდებარე შავ წერტილს. შემდეგ გაწიეთ კურსორი „სასწავლო ნაწილის“ ფიგურის ზედა წიბოს შუა მარკერისკენ. როგორც კი კურსორი ახლოს მოვა, მარკერი გაშავდება. დააჭირეთ ამ შავ წერტილს და ორ ფიგურას შორის კავშირიც დამყარდება. ამ კავშირს ხაზის ბოლოში არსებული მწვანე ფერის მარკერები აღნიშნავენ. იმისთვის რომ თქვენ დარწმუნდეთ რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, ჩაეჭიდეთ „სასწავლო ნაწილის“ ფიგურას და გასწიეთ სხვადასხვა მიმართულებით. როგორც კი თაგვს ხელს აუშვებთ ახალ ადგილზე, კავშირის აღმნიშვნელი ხაზიც გადმოყვება და მოერგება ახალ ადგილს. შედეგად თქვენ არ მოგიწევთ ხელახლა მიუთითოთ კავშირი ფიგურებს შორის. დამაკავშირებელ ხაზებს თუ მონიშნავთ, Shape Style ან Shape Outline პიქტოგრამების დახმარებით შეგიძლიათ შეუცვალოთ ფერი (Color), სისქე (Weight) ან ისრების ფორმა (Arrows). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზიგზაგიანი კავშირი, მას აქვს ყვითელი მარკერი, რომელიც გარდატეხვის ადგილის რეგულირების საშულებას იძლევა. მაგალითისთვის დავაკავშიროთ „დირექტორი“, „ბუხჰალტერი“ და „ბიბლიოთეკარი“. დააკვირდით ვიდეოს და ვგონებ არ უნდა გაგიჭირდეთ ნაჩვენები მოქმედებების განმეორება. საწყენია რომ თვითონ ისრებზე შეუძლებელია წარწერების გაკეთება რეფლექსიისთვის კი გთხოვთ დაასრულოთ სკოლის ასოციაციური რუკა, ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ, როგორ შეიძლება ფიგურის დალაგება შრეებში ფიგურების გასწორება ფიგურის ზომების შეცვლა დამატებითი დაფის გამოყენება ფიგურების დაკავშირება დარწმუნებული ვარ, ვიზუალურად მარტივად აღსაქმელ ასოციაციურ რუკებს შექმნით  გისურვებთ წარმატებულ პრეზენტირებას!

ახალი დამატებული