Microsoft Office PowerPoint 2013
00:11:53
00:04:00
00:07:44
ფიგურებზე მოქმედებები
00:10:12
00:06:20
00:13:37
00:14:33
00:07:56
00:05:22
ხედი VIEW
00:06:27
00:13:26
00:22:02
00:07:51
00:05:23
00:02:21
ცხრილები PowerPoint-ში
00:02:35
00:02:00
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
00:03:19
00:01:32
00:01:09
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
00:07:24
00:03:27
00:03:20
00:03:03
00:07:56
00:11:53
00:04:00
00:07:44
ფიგურებზე მოქმედებები
00:10:12
00:06:20
00:13:37
00:14:33
00:07:56
00:05:22
ხედი VIEW
00:06:27
00:13:26
00:22:02
00:07:51
00:05:23
00:02:21
ცხრილები PowerPoint-ში
00:02:35
00:02:00
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
00:03:19
00:01:32
00:01:09
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
00:07:24
00:03:27
00:03:20
00:03:03
00:07:56
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
ფიგურების (shapes) გასწორება და მოწესრიგება
მოგესალმებით!
ამ ვიდეოსიმულაციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფიგურების
მოწესრიგებას სლაიდზე
ფიგურების ცენტრში, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს გასწორებას
დამხმარე ხაზების გამოყენებას
ფიგურების შრეებზე გადადგილებას
მეც ვეცდები დეტალურად აღვწერო მათი დანიშნულება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ფიგურების მოწესრიგების უკეთ გასააზრებლად დაამატეთ ახალი ცარიელი სლაიდი. სლაიდის შუაში დაამატეთ ოთხივე მხარეზე ჩაზნექილი ფიგურა და შეღებეთ წითლად. გაუკეთ წარწერა 1 და ტექსტი გაადიდეთ. დაამატეთ ორი მართკუთხედი, დიდი და პატარა, ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. დიდ მართკუთხედს გაუკეთეთ წარწერა 2 , ხოლო პატარას 3. დიდი მართკუთხედი მწვანე ფერად შეღებეთ. ხოლო პატარა ლურჯად.
ფიგურების ერთ ზოლზე გასასწორებლად შეგიძლიათ მოსინჯოთ შემდეგი ხერხი: ფიგურები ერთმანეთის მიმართ ისე განალაგეთ, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები. მონიშნეთ დიდი და პატარა მართკუთხედი ფიგურები. მენიუს ზოლში დააჭირეთ ინსტრუმენტების დაფას FORMAT და შემდეგ Align Left პიქტოგრამას. ამ მოქმედების შემდეგ ორივე ფიგურის მარცხენა უკიდურესი წიბო გასწორდება მარცხენა ვერტიკალურ ზოლზე... თუ დააჭერთ Align Center ორივე ფიგურის შუა წერტილები გასწორდება ერთ ვერტიკალურ ზოლზე, Align Right-ზე დაჭერით ორივე ფიგურის მარჯვენა უკიდურესი წიბო გასწორდება მარჯვენა ვერტიკალურ ზოლზე, Align Top პიქტოგრამაზე დაჭერა გამოიწვევს ორივე ფიგურის ზედა უკიდურესი წიბოს გასწორებას ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე, Align Middle პიქტოგრამაზე დაჭერით ორივე ფიგურის შუა ადგილები გასწორდება ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე, ხოლო Align Bottom-ზე დაჭერით ორივე ფიგურის ქვედა უკიდურესი წიბო გასწორდება ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე.
ამასგარდა ფიგურების მოწესრიგება შეგიძლიათ დამხმარე ხაზების გამოყენებით. ფიგურების ზედა ხაზზე გასწორება შეიძლება ერთ-ერთი ფიგურის გადადგილებით მეორეს მიმართ (ან ზევით, ან ქვევით). დააკვირდით როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დამხმარე ხაზებს. გადადგილების დროს დამხმარე ხაზები მიგახვედრებენ, როდის არის ფიგურა გასწორებული და როდის აცდენილი.
ამის შემდეგ მეორე და მესამე ფიგურა ერთად მონიშნეთ და გადაიტანეთ ისეთნაირად, რომ პირველი წითელი ფიგურა, ამ ორი ფიგურის ზევით აღმოჩნდეს. ალბათ ხვდებით რომ სასურველია წითელი ფიგურა ამ ორი ფიგურის შუაში იყოს. ამისთვის მონიშნეთ სამივე ფიგურა, დააჭირეთ Align და დააჭირეთ Distribute Horizontally პიქტოგრამას. ამის შემდეგ შუა ფიგურა მეორე და მესამე ფიგურის შუაში აღმოჩნდება.
ახლა მინდა განახოთ, როგორ გეხმარებათ დამხმარე ხაზი ფიგურის ზომის შეცვლის დროს, დააკვირდით ეკრანს, ისედაც ყველაფერი ნათელია
გაითვალისწინეთ, დამხმარე ხაზები აგრეთვე გეხმარებიან ფიგურები თანაბრად იყოს დაცილებული ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ეკრანზე ახლა თქვენ ზუსტად ამ მდგომარეობას აკვირდებით. ახლა ფიგურებს შორის თანაბარი მანძილია დატოვებული ჰორიზონტალურად, ამ ვარიანტში ვცდილობთ ფიგურები სიმაღლეში თანაბარი მანძილით დავაცილოთ, როლო მესამე ვარიანტში ახალი ფიგურა ისე უნდა განათავსოთ სლაიდზე, რომ სხვა ფიგურებისგან თანაბრად იყოს დაცილებული როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად
ბარემ ამ დამატებით სლაიდზე ვნახოთ ფიგურების შრეების თემაც. სლაიდზე დაამატეთ ელიფსის ფიგურა და ყვითლად შეღებეთ. გაუკეთეთ წარწერა 4 და ტექსტი ზომაში გაზარდეთ. დაამატეთ ვარსკვლავის გამოსახულება და წითლად შეღებეთ. გაუკეთეთ წარწერა 5 და ტექსტი ზომაში გაზარდეთ. დააჭირეთ ელიფსის ფიგურას და გადაიტანეთ დიდი მართკუთხედის მხარეზე. ეცადეთ ელიფსის ფიგურა ნაწილობრივ ფარავდეს დიდ მართკუთხედს. (არ გაგიკვირდეთ, თუ ელიფსი დიდი მართკუთხედის ქვეშ მოექცა.) ამის შემდეგ ჩაეჭიდეთ წითელ ვარსკვლავს და დაადეთ ორივე ფიგურას, ისე რომ ნაწილობრივ სამივე ფიგურა ჩანდეს. (ეს სიმულაციის გამო გავაკეთე, რათა ფიგურები ადვილად მოვნიშნო). სავარუდოდ იგივე გამოსახულება უნდა მიიღოთ რაც ვიდეოზეა ნაჩვენები, მაგრამ თუ თანმიმდევრობა დაგერღვათ, არ იდარდოთ. წესით ეს ვიდეო უნდა დაგეხმაროთ სიტუაციის გამოსწორებაში.
მაშ ასე, დააჭირეთ დიდ მწვანე ფიგურას -- ოთხკუთხედს, ის ყველაზე ბოლო შრეზეა განთავსებული. მენიუს ზოლში დააჭირეთ ინსტრუმენტების დაფას FORMAT, შემდეგ კი Bring Forward. წესით ოთხკუთხედის ფიგურა ერთი შრით წინ უნდა გადაადგილდეს და დაფაროს ელიფსის გამოსახულება. თუ არ გაკეთდა, Bring Forward მარჯვენა მხარეზე დააჭირეთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. Bring Forward პიქტოგრამა ერთი დონით წინ წამოწევს. მართკუთხედის გამოსახულებას. აქვეა Bring to Front. ეს ბრძანება მონიშნულ ფიგურას ყველა ფიგურების ზევით მოაქცევს. Send Backward მონიშნულ ფიგურას ერთი შრით ქვევით მოაქცევს. არ გაგიკვირდეთ, თუ ამ ღილაკმა რაიმე ვიზუალურად შესამჩნევი ეფექტი ვერ მოახდინა. საქმე ისაა, სლაიდზე ჩასმული ყველა ობიექტი ცალ-ცალკე შრეზეა განთავსებული. შესაბამისად თქვენი მოქმედება შესრულდა, მაგრამ ვიზუალურად ვერ დაფიქსირდა, თუ თქვენ რამენდენჯერმე დააჭერთ Send Backward პიქტოგრამას, მონიშნული ფიგურა აუცილებლად მოექცევა სხვა ფიგურების ქვეშ. მაგრამ რაიმე მოსაზრებით თუ გინდათ ერთი დაჭერით მონიშნული ფიგურა აღმოჩნდეს ყველა ფიგურის ქვეშ, მაშინ გამოიყენეთ პიქტოგრამა
Send to back. გაითვალისწინეთ, ამ პიქტოგრამის გამოყენება ფიგურას ფონის ქვეშ ვერ მოაქცევს
რეფლექსია
ნახეთ ვიდეოგაკვეთილი „ასოციაციური რუკის შექმნა“, რომელიც ამავე ვებგვერდზე განთავსებული
შეამოწმეთ თქვენი თავი, გახსოვთ თუ არა აქ ნანახი ინსტრუმეტები, განსაკუთhttp://ict.tpdc.ge/admin/videos/desctree_edit.php?d_id=694&id=12#რებით
ფიგურების მოწესრიგება სლაიდზე
ფიგურების ცენტრში, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს გასწორება
დამხმარე ხაზების გამოყენება
ფიგურების შრეებზე გადადგილება
დარწმუნებული ვარ, ვიზუალურად მარტივად აღსაქმელ ასოციაციურ რუკებს შექმნით
წარმატებებს გისურვებთ!