Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ამ ვიდეო გაკვეთილში მინდა განახოთ სლაიდების ოსტატის დახმარებით როგორ შეიძლება დიზაინის თემებში შექმნათ ახალი თემა. როგორც ეხლა ეკრანზეა არის ნაჩვენები, ახალი თემის დამატება საშუალებას მოგცემთ პრეზენტაციაში დაამატოთ თქვენი სლაიდები, თქვენს მიერ შექმნილი ფორმების შესაბამისად. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური თემები, ისეთი თემები რომლებიც სხვებს გამოყენებული არააქვთ. რომ არ დამავიწყდეს თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ ინსტრუმენტის დახმარებით შესაძლებელია უკვე არსებულ თემებში შეიტანოთ ცვლილებები. მიუხედავად იმისა თქვენ რა მოქმედების შესრულება გინდათ არსებული თემის, რედაქტირება თუ ახალი თემის შექმნა, ორივე სიტუაციაში სლაიდის დიზაინის თემების შესაქმნელად დაგჭირდებათ მენიუს ზოლში დააჭიროთ VIEW წარწერას, ხოლო შემდეგ პიქტოგრამას SLIDE MASTER. თუ ამ ფორმაში შევცვლით ისრის ფერს, ის შეიცვლება ყველა ფორმაში. დავხუროთ სლაიდების ოსტატი და ხედავთ რომ ყველა სლაიდზე ისარი გახდა მწვანე ფერის, როგორც ხედავთ შაბლონის ერთ სლაიდზე შეტანილი ცვლილება იწვევს პრეზენტაციის ყველა სლაიდზე ცვლილებას, სადაც მოცემული განლაგების სლაიდები არის გამოყენებული. მე დავხურავ ამ პრეზენტაციას და დავუბრუნდებით იმ პრეზენტაციას, რომლის ანალოგიურის შექმნა მინდა განახოთ. ამ სიმულაციაში მე ვეცდები განახოთ რამდენიმე სხვადასხვა განლაგების შაბლონების შექმნა. ინსტრუმენტის დიზაინის თემის შაბლონების შესაქმნელად გახსენით ახალი პრეზენტაცია. ამ ინსტრუმენტის უკეთესად გასაცნობად მინდა დააკვირდეთ შედეგს, თუ რისი გაკეთებაც გვინდა. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ პრეზენტაციის ყდას, ეს არის მეორე სლაიდი და ბოლოს წინა სლაიდი, ანუ სლაიდები სადაც იწერება პრეზენტაციის მიზანი და დასკვნა. ეს არის ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული სლაიდის ფორმა, ხოლო ეს არის ორსვეტიანი სლაიდის ფორმა. ამ ინსტრუმენტის უკეთესად გასაცნობად გთხოვთ შექმნათ ახალი საპრეზენტაციო ფაილი FILE – NEW-BLANK PRESENTATION. აგრეთვე მე ამ პრეზენტაციაში გამოსაყენებელი დიზაინის ფაილები განვათავსე, ანუ სურათები წინასწარ მოვამზადე და განვათავსე ჩემს სამუშაო მაგიდაზე, ვახოთ ისინი აგერ არის განთავსებული. მაშ შევუდგეთ მუშაობას. დიზაინის თემის შაბლონების შესაქმნელად მენიუს ზოლში დააჭირეთ VIEW გამოსახულებას, ინსტრუმენტების მენიუს ზოლი შეიცვლება. ფაილის შემდეგ პირველი ინსტრუმენტების დაფა არის Slide Master მეორე HOME. შემდეგ INSERT, TRANSITIONS, ANIMATIONS, REVIEV, VIEW და ასე შემდეგ. ინსტრუმენტების დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ Slide Master თქვენ მიიღებთ იგივე გამოსახულებას რაც ეხლა ეკრანზე ჩანს. სანამ მუშაობას შეუდგებოდეთ აუცილებელია ავირჩიოთ სლაიდის ანუ პრეზენტაციის ზომა, ამისთვის თაგვის მარცხენა კლავიშით უნდა დააჭიროთ პიქტოგრამას Slide Size. გვაქვს ორი ვარიანტი სტანდარტული 4/3 ზე და განიერეკრანიანი 16/9 ზე. მე ავირჩევ სტანდარტულ ვარიანტს. ეხლა გვეკითხებიან განსხვავებას რა გავუკეთოთ, ვაწვები მაქსიმალურს. მარცხენა მხარეზე გამოტანილი არის სლაიდების განლაგების ცარიელი შაბლონები რომელიც თქვენ უნდა დაარედაქტიროთ. რატომღაც იწყება სათაურის სლაიდიდან ეს ყველაფერი და აგერ არის პირველი სლაიდი. დავუბრუნდეთ Slide Master, დროის მოგების მიზნით, მე მხოლოდ და მხოლოდ სლაიდის რამდენიმე განლაგებაში შევცვლი დიზაინს. ჩენს შემდეგ თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ სლაიდის სხვა ფორმებზეც შეიტანოთ ცვლილებები. ეს არის სლაიდის ყდა, მასზე მე გარკვეული მოქმედებების შესრულება მინდა. პირველი ეს არის ფონის შეცვლა. ფონის შესაცვლელად ნებისმიერ ცარიელ ადგილზე უნდა დააწვეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით მიღებულ დაფაზე დააჭირეთ format background და მარჯვენა მხარეზე დაგემატებათ დამატებითი დაფა. ამ დაფაზე ფონთან მუშაობის რამოდენიმე საშუალება არის. პირველი არის სრული შევსება, სხვადასხვა ფერებით, ვთქვათ ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე და ასე შემდეგ. შემდეგი ვარიანტია გრადიენტული შევსება. ამ ინსტრუმენტების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ სხვადასხვა გამზადებული ფორმები ან დაარეგულიროთ ისინი, ერთ-ერთი ვარიანტი არის დაშტრიხული ფონი, აქაც შეგიძლიათ სხვადასხვა ინსტრუმენტები აირჩიოთ, ვცადოთ სურათებისა და ტექსტურის გამოყენება. ტექსტურის ვარიანტები შეგიძლიათ ამოარჩიოთ დამხმარე სამკუთხედის საშუალებით, აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე თქვენს მიერ შექმნილი სურათი, მე ამ ვარიანტს ვარჩევ. სამუშაო მაგიდაზე გამზადებული მაქვს საქაღალდე სადაც ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული სურათები არის განთავსებული. მოვნიშნავ კონკრეტულ სურათს და ვაჭერ ღილაკს Insert. ანუ სურათის შექმნის დროს უნდა გაითვალისწინოთ სლაიდის ზომები. სურათი სლაიდის პროპორციული ზომის უნდა იყოს. დავიწყოთ წარწერის გაფორმება. ეს მოქმედებები თქვენთვის ცნობილია, ამიტომ მე მათზე ყურაღებას დეტალურად არ გავამახვილებ. გაითვალისწინეთ რომ ტექსტური ჩარჩოს ფორმის შეცვლის დროს გამოიყენეთ ოთხკუთხედების ფორმა და არა ფლიპჩარტის ფორმა, ვინაიდან ფლიპჩარტებს არააქვთ მომრგვალების შეცვლის საშუალება. ამ მოქმედებების შედეგად პრეზენტაციის პირველი გვერდის დიზაინის თემაზე მუშაობა დასრულებულია. სასურველია ეს თემა შეინახოთ. ამისათვის დააჭირეთ პიქტოგრამას Themes და დაჭირეთ პიქტოგრამას Save Current Theme შეგიძლიათ თემას დაარქვათ სახელი, მაგალითად golfi. მოქმედება დაასრულეთ ღილაკით Save. ამ მოქმედების შედეგად აღნიშნული თემა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ახალი პრეზენტაციებზე, ისევე როგორც სტანდარტული თემები. თითოეულ განლაგებას ქვია სახელი, გადავარქვათ სახელი ამას და დავარქვათ პრეზენტაციის ყდა. ახლა შევცვალოთ შემდეგი სლაიდის განლაგება. ამისათვის დააჭირეთ შემდეგი სლაიდის მინიატურულ გამოსახულებას, აქაც შევცვალოთ ფონი, ამისათვის თაგვის მარჯვენა კლავიშით დავაჭიროთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას format background მარჯვენა მხრიდან დააჭირეთ სურათები და ტექსტურა, დააჭირეთ ფაილს და ისევ ყდის სურათი ჩავსვათ. შევცვალეთ არსებული ტექსტი და გააფორმეთ, აქ დაწერეთ სათაური, მოაცილეთ დანომვრის ნიშანი, მოაცილეთ ბულეტი. ვინაიდან ასეთი სლაიდი უმეტესად ტექსტებისთვის გამოიყენება, სასურველია ფონი უფრო ბაცი იყოს, იმისთვის რომ ტექსტები მკაფიოდ გამოჩნდეს, ამისთვის ვიქცევით შემდეგნაირად, მარცხენა მხარეზე ინსტრუმენტების დაფაში დააჭირეთ solid fill შევღებოთ თეთრი ფერით და მივცეთ 10% გამჭვირვალობა, ანუ არც ისე გავაკეთოთ რომ მთლიანად ფონი დაიკარგოს, ეს დიზაინის გარკვეულ ეფექტს მისცემს თქვენ სლაიდს, ამასგარდა შესაძლებელია შეცვალოთ ტექსტური ჩარჩოს ფორმაც, ყვითელი ოთხკუთხედის დახმარებით კი დაარეგულიროთ მომრგვალების სიდიდე, დიზაინის თვალსაზრისით ამ სლაიდს დავამატოთ კიდევ ერთი ელემენტი. ამისთვის დააჭირეთ პატარა სამკუთხედს წარწერაზე Insert Placeholder დააჭირეთ ტექსტს და სლაიდის მარჯვენა ქვედა კუთხეში შემოხაზეთ ტექსტური არე. წაშალეთ მიღებული გამოსახულება. HOME ინსტრუმენტების დახმარებით მოვაცილოთ დანომვრის ნიშანი. აკრიფეთ ტექსტი „კომპანიის დასახელება“, ამ ტექსტის ფორმას შევუცვალოთ მოხაზულობა ამისთვის დააჭირეთ format Shape – Edit Shape – Change Shape და მომრგვალებული ოთხკუთხედი, ყვითელი ოთხკუთხედით დავარეგულიროთ მომრგვალების კუთხე, გავასწოროთ, შრიფტის ფერი შეცვალეთ თეთრი ფერით, ვფიქრობ იკითხება. დააკვირდით ეკრანს და ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ორ სვეტიანი სლაიდის გამოსახულების დიზაინი. ახლა შევქმნათ ერთი განლაგება პრეზენტაციის მიზნისა და დასკვნის სლაიდისთვის. დააჭირეთ ცარიელი სლაიდის მინიატურულ გამოსახულებას თაგვის მარჯვენა კლავიშით და დააჭირეთ ღილაკს dual cheat ანუ გვაქვს ორი ცარიელი სლაიდი და ერთ -ერთი შევცვალოთ. ამ სლაიდზეც დავამატოთ ფონი, ფონის სურათი ცალკე მაქვს შექმნილი, ჩავსვათ. ამ სლაიდს მოვაცილოთ ფუტერი და გავუკეთოთ სათაური, ამის შემდეგ სლაიდზე დარჩენილ ადგილზე თქვენ წინასწარ შეგიძლიათ მონიშნოთ არე სხვადასხვა ობიექტებისთვის. დააჭირეთ შესაბამის პიქტოგრამას, თქვენ სლაიდზე შეგიძლიათ მონიშნოთ არე მხოლოდ ტექსტისთვის, მხოლოდ სურათისთვის, მხოლოდ გრაფიკისთვის, მხოლოდ ცხრილისთვის, მხოლოდ სმარტარტისთვის, მხოლოდ მედიაელემენტისთვის ან მხოლოდ ონლაინ სურათებისთვის, გამოიყენეთ ღილაკი Content, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების კომბინაციას წარმოადგენს. შევცვალოთ მიღებული გამოსახულება და დავაწეროთ ტექსტი და შემდეგ გავაფორმოთ ეს ტექსტი. დავუბრუნდეთ სლაიდების ოსტატს ამ სლაიდს დავარქვათ მიზანი, ამის შემდეგ დავიმახსოვროთ ჩვენს მიერ შექმნილი თემა. სახელი არ გადავარქვათ ისევ იგივე სახელით შევინახოთ და დავხუროთ Сlose Master ღილაკის დახმარებით, თქვენ ხედავთ პრეზენტაციის პირველ სლაიდს, სათაურის ზოლში დაჭერით გაქრება წარწერა და შეგიძლიათ აკრიფოთ პრეზენტაციის სათაური, ვთქვათ გოლფის თამაში. ჩავთვალოთ რომ პირველ სლაიდთან მუშაობა დასრულებულია, დავამატოთ ახალი სლაიდი და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინის ფორმა მუშაობს, ჩავთვალოთ რომ ამ ფორმის დიზაინი არ გვაწყობს, წინა წარწერისგან განსხვავებით ეს წარწერა დარჩება. დავამატოთ ახალი სლაიდი და დავაჭიროთ layout გამოსახულება, თქვენ ამ ეკრანზე ხედავთ ჩვენს მიერ შექმნილ დიზაინის შაბლონებს, აგერეთვე ეს დიზაინები შეგიძლიათ აარჩიოთ დიზაინის თემებიდან. ახლოს რომ მოვიყვანთ კურსორს გამოჩნდება, ახალი თემის დასახელება აწერია golf. მაშ ასე შევაჯამოთ: თქვენ ამ პრეზენტაციაში ნახეთ სლაიდების ოსტატის დახმარებით საპრეზენტაციო თემების შექმნის ვიდეოგაკვეთილი, კარგად გაიხსენეთ შეგიძლიათ თუ არა სლაიდის ფორმებზე ფონის შეცვლა, ტექსტის შეცვლა დამატებითი დაფის გამოყენება, სხვადასხვა ტიპის ელემენტებისთვის ფონის მონიშვნა. გმადლობთ ყურადღებისთვის და წარმატებულ პრეზენტაციას გისურვებთ.

ახალი დამატებული