როგორ შევქმნათ ფონები ელექტრონული წიგნებისთვის - pizap.com -ის გამოყენებით
00:06:13
00:06:13
ელექტრონული წიგნების დამზადება
მოგესალმებით, გაგაცნობთ ელექტრონული წიგნების დამზადების ერთ-ერთ საშუალებას.
კითხვა მოსწავლეთათვის სასიამოვო პროცესად რომ იქცეს შესაძლებელია მასწავლებელმა ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადოს ელექტრონული წიგნები. შექმნილი რესურსი მასწავლებელს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესში გამოიყენოს მრავალფეროვანი მხატვრული და საინფორმაციო ლიტერატურა, შექმნას საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკა და გახადოს ყველა წიგნი მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი.
როგორ შევქმნათ ელექტრონული წიგნები?! ამისათვის საჭიროა შევარჩიოთ ტექსტი, ფონი, პერსონაჟები, დავუკავშიროთ თემატურად და შევქმნათ ილუსტრაციები; ილუსტრაციებს გავაერთიანებთ პროგრამა PowerPoint-ში და დავურთავთ შესაბამის ტექსტს;
ფონების შესაქმნელად გამოვიყენოთ ვებ-გვერდი www.pizap.com; ამ ვებ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფოტოკოლაჟი, დაამუშავოთ ფოტო, ჩამოტვირთოთ მზა ფონი ან შექმნათ საკუთარი ფანტაზიით; Backgrounds განყოფილებაში მოცემულია კატეგორიებად დახარისხებული მზა ფონების ფართო არჩევანი, შეგიძლიათ შეარჩიოთ და ჩამოტვირთოთ ფონი. მოცემული ფონები შეგიძლიათ შეინახოთ უცვლელად; Holidays განყოფილებაში არის დამატებითი ჩანართები, სადაც მოთავსებულია სადღესასწაულო თემატიკასთან დაკავშირებული მზა ფონები; არჩევის შემთხვევაში თქვენ აწკაპუნებთ ფოტოს და შეგიძლიათ ეს ფოტო ჩამოტვირთოთ უცვლელად. ზედა მარჯვენა კუთხეში Download ღილაკის მეშვეობით ვიწყებთ ფოტოს გადმოტვირთვას ჩვენს კომპიუტერში; ფოტო ინახება JPEG ფაილად ნებისმიერ ადგილას ჩვენს კომპიუტერში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს თავად შევიტანოთ ცვლილებები არჩეულ ფონზე. ჩანართიდან Filters შეგვიძილა ფოტოს შევუცვალოთ ფერთა პალიტრა, ჩანართიდან Stickers შეგვიძლია ფოტოს დავუმატოთ სხვადასხვა ობიექტები. ობიექტები განთავსებულია სხვადასხვა ჩანართში: ობიექტები და დიზაინი, სადღესასწაულო ობიექტები, მხიარული სახეები და ობიექტები - ადამიანები, ცხოველები და ნიღბები; მაგალითისთვის ავირჩიოთ ერთ-ერთი ჩანართი - სადღესასწაულო ობიექტები ჩალაგებულია თემატურად დღესასწაულების მიხედვით, ვირჩევთ ერთ-ერთ თემას, მაგალითად აღდგომის თემას და ვათვალიერებთ ობიექტებს, რომელთა მოთავსებაც გვინდა ჩვენს ფოტოზე. შერჩეული ობიექტი გადმოთრევით შეგვიძლია გადმოვიტანოთ ფონზე. შეგვიძლია ფოტო გავზარდოთ ან დავაპატარავოთ სურვილისამებრ; შეგვიძლია მისი გაორმაგება, შეგვიძლია სიმკვეთრის მომატება, დაკლება, ფერის შეცვლა; შეტრიალება მარჯვნივ, მარცხნივ; ან ზევით და ქვევით;
შეგვიძლია სურათს დავუმატოთ სხვა ობიექტები; ობიექტის დამატებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ობიექტების შრეები - ფენები; ბალახი შეგვიძლია დავდოთ წინა შრეზე, და თუ გადავწყვიტეთ რომ ჩვენს ფოტოზე იყოს ხე მოთავსებული, შეგვიძლია ფოტო დავდოთ უკანა შრეზე; ჩვენ ახლა ვხედავთ რომ ხე არის წინა შრეზე დადებული და ქვედა ინსტრმენტებიდან შეგვიძლია ხე გადავიდეს უკანა შრეზე; Text ჩანართიდან შეგვიძლია ფოტოს დავადოთ ტექსტი; ვირჩევთ სასურველ გამოსახულებას, ვაძევთ სასურველ ზომას და ვიწყებთ ჩაწერას; შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი შრიფტი და შეგვიძლია გამოვიყენოთ პიზაპის შრიფტი. საყურადღებოა ის ფაქტი რომ აღნიშნულ ინსტრუმენტს ქართულ ანბანთან თავსებადობა არ აქვს; აღნიშნული ინსტრუმენტი შეუძლიათ გამოიყენონ ინგლისურის მასწავლებლებმა ან გამოვიყენთ მათემატიკური დავალებებისთვოს;
Borders ჩანართიდან შეგვიძლია ფოტოს დავუმატოთ ჩარჩი; მას აქვს თავის მხრივ სხვადასხვა განყოფილებები, სადაც თემატურადაა დალაგებულია ჩარჩოები; ვათვალიერებთ ჩარჩოებს და ვირჩევთ სასურველ ჩარჩოს. სასურველი ჩარჩოს არჩევისას, ვაწკაპუნებთ ჩარჩოზე და ის განთავსდება ჩვენი ფოტოს გარშემო. აღნიშნული ფოტო შეგვიძლია შევინახოთ ასეთი სახით;