pizap.com-ში შექმნილი ფონებით ელექტრონული წიგნის შექმნა PowerPoint-ში

http://pizap.com-ში შექმნილი ფონებით ელექტრონული წიგნის შექმნა PowerPoint-ში
შექმნილი ფონები შესაძლებელია გადავიტანოთ Power point-ის სლაიდებზე, ვხსნით Power point-ს და insert მენიუდან შემოგვაქვს ჩვენ მიერ დამზადებული ფოტო. სათაურის ველის გადმოტანა წინა პლანზე შეგვიძლია Format მენიუს Send Backward ღილაკიდან Send to back-ის არჩევით. ვწერთ სათაურს და ავტორს. ვამატებთ ახალ სლაიდს და ახალ სლაიდზე შემოგვაქვს ახალი ფოტო. Picture-ჩანართიდან შემოგვაქვს ფოტო, შეგვიძლია ფოტო ჩვენი სურვილისამებრ გავადიდოთ ან დავაპატარაოთ. აგრეთვე შეგვიძლია ამ ფოტოს დავამატოთ მოძრავი ანიმაციები, სხვა გრაფიკული ობიექტები ან დავამატოთ ტექსტი; ტექსტის დასამატებლად, insert მენიუდან უნდა დავამატოთ Text box ღილაკი, დავხაზოთ ჩარჩო და ჩავწეროთ სასურველი ტექსტი. ტექსტის ჩაწერის შემდეგ შეგვიძლია ჩარჩოს მივცეთ სასურველი ფორმა, Format მენიუდან და აგრეთვე შრიფტს მივცეთ სასურველი შეხედულება. გამზადებული ჩარჩო შეგვიძლია დავდოთ ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია გამზადებულ სლაიდს დავუმატოთ ანიმაციები. ამისათვის insert მენიუდან ვირჩევთ picture ჩანართს და შემოგვაქვს მოძრავი ანიმაციები სლაიდზე. ობიექტის გაზრდა, დაპატარავება, გადაადგილება შეგვიძლია ჩვენი სურვილის მიხედვით; საყურადღებოა ის ფაქტი რომ მოძრავი ანიმაციები მოძრაობენ დათვალიერების რეჟიმში. სლაიდი დამზადებულია შექმნილ სლაიდს შეგვიძლია დავადოთ ხმოვანი ეფექტი. ამისათვის შევდივართ insert მენიუში და Audio ჩანართიდან ვირჩევთ Record audio-ს. Name ველის გასწვრივ ვარქმევთ აუდიო ფაილს სახელს და ვიწყებთ ჩაწერას. ამის შემდეგ ვაწკაპუნებთ ok ღილაკს. ხმოვანი ფაილი უკვე სლაიდზეა განთავსებული. შეგვიძლია მოვისმინოთ ხმა მასზე დაწკაპუნებით. აგრეთვე შეგვიძლია ხმა ავტომატურ რეჟიმში გაეშვას. ამისათვის მოვნიშნოთ პიქტოგრამა და ავირჩიოთ Playback მენიუდან, Start-ის გასწვრივ Automatically. სლაიდზე ხმა ავტომატურ რეჟიმში გაეშვება. გამზადებულ სლაიდს ვინახავთ ჩვენს საქაღალდეში. File მენიუდან ვირჩევთ save as ბრძანებას, ვუთითებთ სასურველ ადგილს, ვარქმევთ სახელს და ვირჩევთ ბრძანებას Save. მოცემული პრინციპით შეგიძლიათ დაამზადოთ სხვა ილუსტრაციები. განათავსოთ საპრეზენტაციო ფაილში, დაამატოთ სასურველი ტექსტი, გრაფიკული ობიექტები და შექმნათ თქვენი ელექტრონული წიგნი. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული