ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით

ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით
მოგესალმებით! ალბათ გვიფიქრია: რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში? რა შინაარსის დიდაქტიკური მასალების შექმნა შეიძლება სასწავლო პროცესში? რომელ სერვისებს გამოვიყენებდით განმავითარებელი სავარჯიშოების შექმნისას? ეს ვიდეო-გაკვეთილი დაგვეხმარება და საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ ერთ-ერთ ონლაინ პროგრამას სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო შაბლონები და მოარგოთ თქვენს საგანში შესაბამის სავარჯიშოებს, თვითონვე შექმნათ აქტივობები სხადასხვა თემაზე. ეს პროგრამაა LearningApps. ამ სერვისის საპოვნელად გავხსნათ ინტერნეტის ფანჯარა და მის სამისამართო ველში ჩავწეროთ www.LearningApps.org LearningApps-ის სერვისის ინტერფეისი ასეთნაირად გამოიყურება, სადაც მის ზედა მარჯვენა კუთხეში გვაქვს პატარა ჩამოსაშლელი სამკუთხედი, რომლის ჩამოშლით შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის ხელსაყრელი ენა. იმისათვის რომ სრულფასოვნად ვისარგებლოთ LearningApps-ის სერვისით, პირველ რიგში საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად დავეთანხმოთ აღნიშნულ, (Login)-ღილაკს, გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა შეიქმნას მომხმარებლის ანგარიში, რისთვისაც ვეთანხმებით ,,Greate account” -ს. აღნიშნულ ფანჯარაში კი თანმიმდევრულად უნდა შევავსოთ მოცემული ველები. User name-ში იწერება მომხმარებლის სახელი, მაგალითად klass8 Password-ველში კი იწერება პაროლი, შემდეგ მეორდება იგივე პაროლი, E-mail - ველში ვწერთ ელექტრონული ფოსტის მისამართს,. First name ში- იწერება პიროვნების სახელი, შემდეგ კი გვარი. ბოლო დაცვის ველში კი უნდა ავკრიფოთ შემოთავაზებული სიმბოლოები, ბოლოს ვეთანხმებით Register Accounts-ს. როგორც ვხედავთ ჩვენ წარმატებით გავიარეთ რეგისტრაცია.

ახალი დამატებული