ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით

ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით
LearningApps-ზე რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, ამიტომ პროგრამით სარგებლობისათვის დავაწკაპუნოთ პუნქტზე Login. შევავსოთ შესაბამისი ველები. User name-ში იწერება რეგისტრაციის შემდეგ მიღებული მომხმარებლის სახელი, ხოლო Password- ველში იწერება პაროლი. ამის შემდეგ ვეთანხმებით Login-ღილაკს. რის შემდეგაც გვეძლევა ამ პროგრამით სრულყოფილად სარგებლობის საშუალება. გავეცნოთ თვითონ LearningApps-ის მუშაობის პრინციპს. თუ დავაწკაპუნებთ Browse Apps-ღილაკზე, რომელშიც მოიაზრება ყველა აქტივობა, გამოჩნდება შემოთავაზებული სავარჯიშოების ყველა კატეგორია, თვითონ აქტივობები, ვიზუალურად ჩანს როგორც სურათები, ქვეშ მიწერილი წარწერებით, -შემოთავაზებულ კატეგორიებს აქვს საფურცლი ისრები, რომლებიც შეიძლება გადაიფურცლოს მარჯვნივ და ა.შ. და მარცხნივ, რის შედეგადაც შეიძლება ნიმუშების დათვალიერება, თუ ავირჩევთ რომელიმე კატეგორიას, გამოდის მისი შესატყვისი ყველა სავარჯიშოს ნიმუში. დავუშვათ ავირჩიეთ კატეგორია მათემატიკა, გამოვა მათემატიკის შესატყვისი აქტივობები, თუმცა ზოგიერთი შეიძლება მოხერხებულად მოვარგოთ სხვა საგნის აქტივობებსაც. მარჯვენა ზედა კუთხეში გვაქვს ე. წ. ,,ფილტრის“ ღილაკი, საიდანაც შეგვიძლია ჩამოვშალოთ და მოვახდინოთ აქტივობების გაფილტვრა კლასების მიხედვით. რაც შეეხება Create App-ღილაკს, ის გვაძლევს შაბლონების საშუალებას, რომლითაც შეგვიძლია შევქმნათ ახალი აქტივობა. ამ ღილაკს ცოტა მოგვიანებით შევეხებით. LearningApps-ში მუშაობა რომ უფრო გასაგები გახდეს, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, მაგალითად სავარჯიშო დაწყვილებაზე. როგორც ვხედავთ ამ კონკრეტული მაგალითის მიხედვით, მოცემული სურათები უნდა დაწყვილდეს შესაბამის წარწერებთან. იმისათვის რომ შევქმნათ მსგავსი, ქართულ ენაზე, დავაწკაპუნოთ ღილაკზე (create similar App), რომელსაც აწერია ,,შევქმნათ მსგავსი“, გამოდის ფანჯარა, სადაც საჭირო იქნება შემდეგი ველების შევსება. პირველ ველში იწერება თვითონ აქტივობის სათაური, ჩვენს შემთხვევაში ,,დაწყვილება“, გადავიდეთ ქართულ ენაზე და დავბეჭდოთ ,,დაწყვილება“, შემდეგ ველში კი იწერება თვითონ დავალების შინაარსი, ჩვენს შემთხვევაში იქნება ,,დააწყვილე სურათი წარწერასთან“. შემდეგ კი ვხედავთ ლურჯი ფერის ღილაკებს და მასთან ერთად წარწერებს, რომელიც ასეთივე სახით დაგვხვდება სხვა აქტივობებში, მაგრამ შინაარსობრივად განსხვავებული განლაგებით და სხვა დატვირთვით. ამ შემთხვევაში ღილაკებს ვხედავთ წყვილების სახით. ჩვენი სურვილის მიხედვით შეგვიძლია დავტოვოთ უცვლელად როგორც წარწერები, ისე სურათები და მოვახდინოთ მხოლოდ მისი გადაქართულება, მოდით შევცვალოთ ქართული ენით ,,აქლემი“, ,,კურდღელი“, ,,მელა“, ..მაიმუნი“, ..ლეკვი“ , ,,ყვავი’, და ა.შ. როგორც ვხედავთ შემდეგ მოდის ღილაკი add another element, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავამატოთ შემდეგი ელემენტი. ანალოგიურად აქვე შეგვიძლია პირიქით ამოვაგდოთ და წავშალოთ რომელიმე წარწერა და მისი შესატყვისი მეწყვილე. ქვედა მხარეს ჩანს ჩასაწკაპუნებელი პატარა უჯრა, რომელშიც შეიძლება ჩავაწკაპუნოთ და ეს საშუალებას მოგვცემს სწორედ დაწყვილების შემთხვევაში ეს წყვილი გაქრეს თვალის არედან. ბოლო ველში კი შეგვიძლია ჩავწეროთ რაიმე გარკვეული ფრაზა, მაგ: ,,ყოჩაღ, სწორეა“ რომელიც გამოჩნდება მოსწავლის მიერ დავალების სწორად შესრულების შემთხვევაში. ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება შევცვალოთ სურათი აღნიშნულ დავალებაში, ან პირიქით, წარწერა. დავეთანხმოთ ..search image“ -ს რომელიც გაგვიყვანს იმ არეალში, სადაც შეიძლება სურათების შეცვლა. აქ შეიძლება სურათები გადმოვიღოთ ინტერნეტის ლინკებიდან, ან გავიდეთ კონკრეტულად კომპიუტერის სამისამართო ზოლში და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სურათი. მაგ: ავირჩიოთ ,,მამალი“ და შესაბამისად წარწერაც შევცვალოთ ..მამალი“-სიტყვით. მოდით შესაბამისად შევცვალოთ მეორე ნიმუშიც. შევიდეთ ..search image“ -ში, გავიდეთ ისევ კომპიუტერის სამისამართო ველში და ავირჩიოთ მაგ: ,,სპილო“, წარწერაც შევცვალოთ შესაბამისად ,,სპილო“, და დავეთანხმოთ ქვედა მარჯვენა კუთხეში ღილაკს, ,,Finish editing and preview App“- რომელიც მიგვანიშნებს სავარჯიშოს დასრულებაზე. ჩვენს აქტივობას ექნება საბოლოოდ ასეთი სახე, რომლის შენახვაც შესაძლებელია save App-ღილაკით და ეს სავარჯიშო შეინახება ჩვენს პირად გვერდზე, რომელიც შეიქმნა რეგისტრაციის შედეგად. მოდით მოვახდინოთ დავალების შესრულება, დავაწყვილოთ სურათები შეასაბამის წარწერებთან. როგორც ვხედავთ წყვილი ქრება მხედველობის არედან სწორად შერჩევის შემთხვევაში. დავალების სწორად შესრულების შემთხვევაში გამოჩნდება ზუსტად ის წარწერა, რომელიც მიგვანიშნებს დავალების შესრულების სისწორეს. მოვახდინოთ Save APP-ით შენახვა და ის განთავსდება My Apps ჩანართში.

ახალი დამატებული