ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით

ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით
მოდით ახლა გავეცნოთ ,, Create App“ -ღილაკს, რომელიც საშუალებას გვაძლებს შევქმნათ ახალი სავარჯიშოები, მასზე დაწკაპუნებით გამოდის შაბლონების საფურცლი, რომელიც შეიძლება გადავფურცლოთ ისრების საშუალებით და ამავდროულად განვიხილოთ თითოეული აქტივობის არჩევანის შემთხვევაში მისი შინაარსობრივი დატვირთვის ვიდეო. თუ მაგ: გავაკეთეთ რომელიმე აქტივობის არჩევანი, იქვე Examples –ღილაკით შეგვიძლია დავათვალიეროთ მისი მრავალნაირი სახეობა, დავუშვათ გვინდა შევქმნათ ახალი სავარჯიშო, ახალი აქტივობა და გავაკეთეთ არჩევანი სავარჯიშოზე, რომელსაც ჰქვია შესაბამისობა. დავეთანხმოთ აღნიშნულ ღილაკს (greate matching matrix). გამოდის ფანჯარა სადაც უნდა შევავსოთ შესაბამისი ველები. გადავიდეთ ქართულ ენაზე, პირველ ველში იწერება აქტივობის სათაური, ჩვენს შემთხვევაში იქნება ,,შესაბამისობა“, შემდეგ ველში კი იწერება თვითონ დავალების შინაარსი, ჩვენს შემთხვევაში იქნება ,,დავაკავშიროთ ერთნაირი შედეგები“ - შემდეგ როგორც ვხედავთ შემოთავაზებული გვაქვს ლურჯი ფერის ღილაკები წყვილების სახით, სადაც შეგვიძლია ჩავსვათ როგორც სურათი, ასევე ტექსტი, ასე რომ ერთი და იგივე ტიპის წყვილები შეგვიძლია შინაარსობრივად დავტვირთოთ სხვადასხვა აქტივობისათვის. ამ შემთხვევაში შეიძლება იგნორი გავუკეთოთ სურათებს და დავტვირთოთ მხოლოდ ტექსტობრივად. ჩავწეროთ ვთქვათ, მათემატიკური ციფრები: 20,10,15,8,9; შემდეგ ვხედავთ ღილაკს add another element- რომელზეც დაწკაპუნებისას გამოვა შესაბამისობის ამსახველი ღილაკები, სადაც ასევე უნდა დავტვირთოთ ტექსტობრივი ნაწილი, ოღონდ ჩანაწერი გავაკეთოთ უკვე სხვა სახით, ისე, რომ მივიღოთ ერთნაირი მნიშვნელობის შედეგები: 10+10; 10+15; 4+4; 5+4 ქვედა მარჯვენა კუთხეში კი გვაქვს ღილაკი, რომელიც მიგვანიშნებს სავარჯიშოს დასრულებაზე. ჩვენს შემთხვევაში, დასრულებულ სავარჯიშოს ვიზუალურად ექნება უკვე ასეთი სახე და იქნება შესაბამისობაზე, რომლის შენახვაც შეგვიძლია ღილაკით- save App და სავარჯიშოს შენახვა მოხდება ჩანართში რომელიც შეიქმნა ზუსტად რეგისტრაციის შედეგად და ეს ჩანართი არის My Apps. რომელზედაც ლაპარაკი გვექნება ცოტა მოგვიანებით. მოდით შევასრულოთ ახლა ეს დავალება, დავაკავშიროთ ერთმანეთთან ერთნაირი შედეგები, და მოვახდინოთ მისი შენახვა save App. აღნიშნული დავალება როგორც უკვე ავღნიშნეთ განთავსებული იქნება My Apps-ის ჩანართშიც.

ახალი დამატებული