ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით

ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით
მინდა გაგაცნოთ აღნიშნული სერვისის My Apps-ჩანართის დანიშნულება. ახლა თქვენ ხედავთ ერთ-ერთ აქტივობას, რომლის ქვედა მხარესაც ნაჩვენებია მისი სამისამართო ლინკები, ჩვენს მიერ შექმნილი თუ შესრულებული ყველა აქტივობა შეიძლება განვათავსოთ ასეთი ლინკებით სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ან ყველა ისინი დავაგროვოთ ჩვენს პირად გვერდზე My Apps -ჩანართში, რომელიც შეიქმნა რეგისტრაციის შემდეგ. დავეთანხმოთ შესაბამისად ამ ჩანართს. როგორც ვხედავთ რამოდენიმე აქტივობა უკვე განთავსებულია აღნიშნულ ჩანართში. შესაბამისად, რათქმაუნდა, პედაგოგს შეუძლია გაზარდოს ამ აქტივობების რაოდენობა. თუ მაგალითად მასწავლებელს სურს, რომ მისმა მოსწავლეებმა იმუშაონ LearningApps-ის პროგრამაში, მას თვითონვე შეუძლია მარტივად შექმნას მოსწავლეთა ,,ექაუნთები“ და დაფიქსირებული ყავდეს ცალკე ჯგუფი. ამისათვის ვეთანხმებით My classes-ის ჩანართს, ახალი ჯგუფის შესაქმნელად დავაწკაპუნოთ Creat Student accounts-ზე. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ თვითონ ჯგუფის სახელიც. მაგ: შსო, ანუ შებრუნებული საკლასო ოთახი. გადავიდეთ ქართულ ენაზე. ჩვენ შეგვიძლია გვარ-სახელები შევავსოთ როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე, აღნიშნულ ველებში შეგვაქვს მოსწავლეთა გვარ-სახელები, მაგ: ნინო ლომიძე, გია კახაძე და ა. შ. ალბათ შევამჩნიეთ, რომ გვარ-სახელების ჩანაწერის მერე მოსწავლეების მომხმარებლის სახელი და პაროლი გამოშუქდა ავტომატურად. ანალოგიურად ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ Import name ღილაკს, რათა მოვახდინოთ სახელების იმპორტირება, შემოთავაზებულ ველში ჩავწეროთ გვარი სახელი, მაგ: ია ნინიძე და ლუკა რაჭველი. დავეთანხმოთ Import name-ს და ვხედავთ რომ აღნიშნული გვარ-სახელები ავტომატურად ჩაჯდა შემოთავაზებულ ველებში და ავტომატურად გამოშუქდა მათი შესაბამისი მომხმარებლის სახელი და პაროლი. კლასის ჯგუფის შესანახად ვეთანხმებით Save ღილაკს. აღნიშნული ჯგუფი დაფიქსირებული იქნება My classes-ჩანართში და შესაბამისად თითოეულ მოსწავლეს შეუძლია განახორციელოს მასწავლებლის მიერ შენახული აქტივობები.

ახალი დამატებული