ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით
00:02:21
00:07:05
00:04:13
00:03:04
00:02:21
00:07:05
00:04:13
00:03:04
ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა www.LearningApps.org -ის გამოყენებით
მოსწავლის პირად ანგარიშზე შესვლა.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მასწავლებელს LearningApps-სერვისის My classes-ჩანართში შეიძლება შექმნილი ჰქონდეს მოსწავლეთა ჯგუფები გარკვეული რაოდენობით. ხოლო My Apps-ჩანართში კი განთავსებული იყოს აქტივობები, რომელთა რაოდენობის გაზრდა და განახლება რათქმაუნდა შესაძლებელია. ეს საშუალება კარგი გამოსაყენებელია კლასში დიფერენცირებისთვისაც.
My classes-ჩანართში ახლა გვაქვს ორი ჯგუფი, ეს არის ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“ და ,,ნიჭიერი“. თუ დავაწკაპუნებთ ჯგუფის დასახელებაზე, მაგალითად ,,ნიჭიერზე“, გამოჩნდება ამ ჯგუფის შემადგენლობა თავისი მონაცემებით, რომელთა ამობეჭვდაც მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ღილაკით (print Account/Password list ); ამ მონაცემებს ურიგებს მოსწავლეებს რათა მათ შეძლონ თავიაანთ ანგარიშზე შესვლა.
მოდით ახლა დავამატოთ ერთი ჯგუფიც დასახელებით მაგალითად ,,მე-2 კლასი”, ამისათვის დავაწკაპუნოთ create additional student Accounts -ღილაკზე და ჩამოვშალოთ Name of classes -ის პატარა სამკუთხედი, ავირჩიოთ Create new klass, შევიტანოთ კლასის დასახელება, როგორც ავღნიშნეთ ,,მე-2კლასი“, და შესაბამისად მოცემულ ველებში შევიტანოთ მოსწავლის მონაცემები. მაგალითად ლიკა რუაძე და დათო ლომიძე, დავეთანხმოთ Save-ღილაკს და აღნიშნული მოსწავლეები მიეკუთვნებიან ჯგუფს ,,მე-2 კლასი“, როგორც ავღნიშნეთ გვარ-სახელების შეტანის შემდეგ, მათი მომხმარებლის სახელი და პაროლები ავტომატურად გამოშუქდა. ამგვარად გვაქვს ახლა სამი ჯგუფი, ეს არის, ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“, ,,ნიჭიერი“ და ,,მე-2 კლასი“. მათი ნახვა ყოველთვის შეიძლება Student accounts-ჩანართიდან.
Apps for my classes-ჩანართში შეგვიძლია ცალ-ცალკე ჯგუფებისათვის განვათავსოთ სავარჯიშოები, ვთქვათ, ავირჩიოთ ,,ნიჭიერი“ ჯგუფი, და ნიჭიერი ჯგუფისთვის დავამატოთ ახალი აქტივობა. დავაწკაპუნოთ Add App-ღილაკზე, აქ მოცემულია სავარჯიშოს შემოტანის სხვადასხვა გზა, მაგრამ რადგანაც ჩვენ შემოგვაქვს ჩვენს მიერ My Apps-ჩანართში გამზადებული აქტივობები, ვეთანხმებით Use App-ს. და ვთქვათ ავირჩიეთ აქტივობა ნაშიერებზე, დავეთანხმოთ Use this ღილაკს, როგორც ვხედავთ ეს აქტივობა დაემატა შესაბამისად იმ აქტივობებს, რომელიც განთავსებული იყო ჯგუფ - ,,ნიჭიერისათვის“.
მოსწავლეებმა შეასრულეს თუ არა რომელიმე აქტივობები, მასწავლებელს შეუძლია ნახოს Apps of my students-ჩანართში, როგორც ვხედავთ ერთ-ერთ მოსწავლეს ნიკა ნიკოლაძეს შესრულებული აქვს უკვე ორი აქტივობა. ახლა Student accounts-იდან დავიმახსოვროთ რომელიმე მოსწავლის მონაცემები, მაგალითად თვითონ ისევ ნიკა ნიკოლაძის მომხმარებლის სახელი და პაროლი, და შევიდეთ მის ანგარიშზე, ამის მაგალითზე ვნახოთ როგორ შედის მოსწავლე თავის ანგარიშზე აქტივობის შესასრულებლად. გამოვიდეთ მასწავლებლის ანგარიშიდან, Logout ღილაკით და შესაბამისად დავეთანხმოთ ისევ Login-ღილაკს. შევიტანოთ ახლა უკვე მოსწავლის მომხმარებლის სახელი და მისი პაროლი. დავეთანხმოთ Login-ღილაკს.
ეს არის უკვე მოსწავლის გვერდი სადაც კარგად ჩანს მასწავლებლის გვარი და სახელიც. მოსწავლე აწკაპუნებს My classes-ჩანართზე, და აქ უკვე ხვდება განთავსებული სავარჯიშოები, რომელიც მასწავლებელმა მოუმზადა. ის ასრულებს შესაბამისად რომელიმე აქტივობას, ვთქვათ ამოირჩია დავალება ცხოველთა ნაშიერებზე, აწკაპუნებს მის პიქტოგრამაზე, და შესაბამისად ასრულებს პირობას.
მოდით ახლა დავაკავშიროთ თითოეული ცხოველი თავის ნაშიერთან, თუ მაგალითად შეცდომით დავაკავშირეთ ერთმანეთთან ცხოველი ნაშიერთან, როგორც ვხედავთ ეს წყვილი არ ქრება მხედველობის არედან. ვეთანხმებით შესაბამისად ამ შენახვის ღილაკს და ეს აქტივობა განთავსდება მოსწავლის პირად გვერდზე My Apps-ჩანართში, რომლის ნახვაც მასწავლებელს შეუძლია ზემოთ ახსნილის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს.