პროგრამა ActivInspire

პროგრამა ActivInspire
იგი მდებარეობს ინსტრუმენტების ძირითად პანელზე და გამოიყენება იმავე დანიშნულებით, როგორც ჩვეულებრივი საწერი კალამი ფურცელზე მუშაობისას, თუ დაფასთან ან კომპიუტერთან მუშაობისას არ გსურთ გამოიყენოთ კლავიატურა, მისი საშუალებით შეგიძლიათ წეროთ, დახატოთ ფიგურები, დასვათ წერტილები. ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ იგი აქტიურია ანუ მაჩვენებელს მიღებული აქვს კალმის ფორმა და შესაბამისად მონიშნულია ინსტრუმენტი ინსტრუმენტების ძირითად პანელზე, თუმცა პროგრამის გაშვებისას იგი არჩეულია ავტომატურად, თუ იგი არ არის არჩეული, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ იგი მის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით ან დაფაზე შეხებით. არჩევის შემთხვევაში ღილაკის ფონი იქნება გამორჩეული სხვა ღილაკების ფონისგან. გახსოვდეთ - იგი არჩეულია მანამ, სანამ არ აირჩევთ სხვა ინსტრუმენტს. წერის ან ხატვის პროცესი მიმდინარეობს დაფის შემთხვევაში მასზე ზემოქმედების ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით, ხოლო მაუსის მეშვეობით წერისათვის საჭიროა მაჩვენებელი მივიტანოთ ფლიპჩარტის ნებისმიერ ადგილზე, დავაწკაპუნოთ მის მარცხენა ღილაკს და ვამოძრავოთ იგი ჩვენთვის სასურველი ფიგურის ან სიმბოლოს მიღებამდე და შემდეგ ავუშვათ თითი. პროგრამა საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ კალმის ფერი და გამოსახულების სიგანე. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული