პროგრამა ActivInspire

პროგრამა ActivInspire
ამ ინსტრუმენტის ასარჩევად უნდა გამოვიყენოთ ძირითადი პანელის ღილაკი Eraser ანუ ღილაკი საშლელის გამოსახულებით. მაჩვენებელი მიიღებს საშლელის ფორმას, რის შემდეგაც შეგვიძლია განვახორციელოთ წაშლა. მოდი შევქმნათ რამდენიმე სხვადასხვა ობიექტი ფლიპჩარტზე: დავწეროთ ტექსტი ინსტრუმენტი კალმით, ინსტრუმენტი ფიგურის გამოყენებით ჩავსვათ ფლიპჩარტზე სამკუთხედი და გავაკეთოთ აღნიშვნა მარკერით. ვცადოთ აღნიშნული ობიექტების წაშლა საშლელით, როგორც ვხედავთ საშლელი შლის მხოლოდ ინსტრუმენტის კალმის, მარკერის და ასევე ჯადოსნური მელნით შექმნილ ობიექტებს, მას არ შეუძლია წაშალოს სხვა ობიექტები, მაგალითად ფიგურები. სხვა ობიექტების წაშლა შესაძლებელია მხოლოდ მათი მონიშვნის შემდეგ, მათი სანაგვე ყუთში გადატანით ან Edit მენიუს პუნქტ Delete-ის გამოყენებით. ასევე არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებსაც განვიხილავთ სხვა გაკვეთილებში. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული