პროგრამა ActivInspire
00:03:06
00:05:28
00:04:50
ActiveInspire Studio
00:03:45
00:07:55
00:04:34
ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:43
00:02:06
00:02:00
00:03:02
00:01:57
00:02:04
00:01:12
00:03:06
00:05:28
00:04:50
ActiveInspire Studio
00:03:45
00:07:55
00:04:34
ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:43
00:02:06
00:02:00
00:03:02
00:01:57
00:02:04
00:01:12
პროგრამა ActivInspire
წინა ორ ვიდეო გაკვეთილში, კერძოდ კალმისა და მარკერის განხილვისას, ჩვენ განვახორციელეთ ორივე ინსტრუმენტის სამუშაო ფერის შეცვლა, ამისათვის გამოვიყენეთ ინსტრუმენტების ძირითადი პანელის ფერების პალიტრის კომპონენტი. ამ ვიდეო გაკვეთილში შევეცდები განვიხილოთ ფერების პალიტრა უფრო დეტალურად. პროგრამა ActivInspire გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ფერი ტექსტებისათვის, მარკერისთვის, ნახატებისათვის, ფიგურებისათვის, ობიექტის შევსებისათვის და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ავირჩიოთ ფერი, ჯერ უნდა ავირჩიოთ შესაბამისი ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია ფერების თვისება მაგალითად, კალამი ან მარკერი, ხოლო შემდეგ ფერების პალიტრაზე დავაწკაპუნოთ ჩვენთვის სასურველ ფერზე. დააკვირდით, იგი მოინიშნა შავი ჩარჩოს მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში კალამი, დახატავს ამ ფერად. აქვე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ არჩეული ფერი აქტიურია მხოლოდ კალმისათვის, თუ ავირჩევთ ინსტრუმენტ მარკერს აღმოჩნდება, რომ მისთვის არჩეულია სხვა ფერი. ესე იგი ყოველი კონკრეტული ინსტრუმენტისათვის შესაძლებელია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფერი ფერების პალიტრიდან და ერთი ინსტრუმენტისათვის არჩეული ფერი არ მოქმედებს სხვა ინსტრუმენტზე. გარდა შემოთავაზებული თექვსმეტი ფერისა, შესაძლებლობა გვაქვს ავირჩიოთ დამატებითი ფერები ან ჩვენ თვითონ შევქმნათ ისინი. ამისათვის დავდგეთ ნებისმიერ ფერზე, მაუსის მარჯვენა ღილაკით ან დაფაზე კალმის ღილაკზე დაწკაპუნებით გამოვიტანოთ კონტექსტური მენიუ, სადაც, როგორც ვხედავთ, უფრო მეტი ფერის არჩევის შესაძლებლობა გვეძლევა, თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ დავაწკაპუნოთ Custom Color Dialog-ზე და გამოსულ ფანჯარაში ჯვრის გამოსახულების გადაადგილებისა და მცოცავის მარკერის გადაადგილებით შეგვიძლია შევქმნათ ჩვენთვის სასურველი ფერი, რომელსაც ვამატებთ პალიტრაში ღილაკზე Add to Custom Colors დაწკაპუნებით. ვხურავთ ფანჯარას და ვხედავთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ფერი გამოტანილია ფერების პალიტრაში. გვაქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა - შეგვიძლია წავიკითხოთ ეკრანზე ნებისმიერი ობიექტის ფერი, ამისათვის შევდივართ ისევ კონტექსტურ მენიუში, ვირჩევთ ინსტრუმენტს - პიპეტი, შემდეგ ვაწკაპუნებთ არჩეულ ადგილას და ფერების პალიტრაში გამოჩნდება ის ფერი რომელიც ავირჩიეთ პიპეტის მეშვეობით. დაბოლოს გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ, აღნიშნული პალიტრა, ფიგურების ან შედგენილი ფიგურების შემთხვევაში, განსაზღვრავს ამ ობიექტის ჩარჩოს და არა მისი შიგთავსის ფერს.