პროგრამა ActivInspire

პროგრამა ActivInspire
ინსტრუმენტი შევსება გამოიყენება ფიგურების და ჩაკეტილი სივრცეების ფერით შესავსებად, შესაფერადებლად. რა შეიძლება იყოს ჩაკეტილი სივრცე - იგი შეიძლება იყოს ჩვენს მიერ კალმის ან მარკერის მეშვეობით შექმნილი ნებისმიერი ფიგურა, რომლის ბოლოებიც შეერთებულია. შევსებისათვის ანუ შეფერადებისათვის, უნდა ავირჩიოთ ინსტრუმენტი Fill, შემდეგ ფერების პალიტრიდან ჩვენთვის სასურველი ფერი და შემდეგ დავაწკაპუნოთ დახურულ სივრცეში, რომელიც შეფერადდება ჩვენს მიერ შერჩეული ფერით. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ფლიპჩარტის შეფერადებაც, ამისათვის ინსტრუმენტი უნდა მივიტანოთ ფლიპჩარტზე ცარიელ ადგილას და დავაწკაპუნოთ, როგორც ხედავთ ფლიპჩარტმა მიიღო ჩვენთვის სასურველი ფერი. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შევეცდებით გახსნილი სივრცის შეფერადებას? მოდი ვნახოთ, როგორც ვხედავთ გაფერადდა მთელი ფლიპჩარტი. ვინაიდან ფიგურების კონტურები ერთგვარად წარმოადგენენ ჩაკეტილ სივრცეებს, შესაბამისად, შესაძლებელია მათი შეფერადებაც, მოდი ავირჩიოთ შევსება, შემდეგ ნებისმიერი ფერი და მაუსით მუშაობის შემთხვევაში ინსტრუმენტის წვერი მივიტანოთ კონტურის ცენტრში და დავაწკაპუნოთ, ხოლო დაფაზე მუშაობისას საკმარისი იქნება კონტურზე კალმით დაწკაპუნება. როგორც ვხედავთ კონტური მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფერს.

ახალი დამატებული