პროგრამა ActivInspire

პროგრამა ActivInspire
მოგესალმებით, ამ ვიდეო კურსში მინდა წარმოგიდგინოთ პროგრამა ActiveInspire–ის შეძლებისდაგვარად სრული მიმოხილვა. მასწავლებლებს ყოველდღიურად უწევთ შექმნან და გამოიყენონ შედარებით ეფექტური და საინტერესო საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა დანიშნულებაცაა უფრო მიმზიდველი გაკვეთილების და მოსწავლეთა გაკვეთილის პროცესში უფრო მჭიდრო ჩართვის უზრუნველყოფა. ეს ამოცანა არ არის მარტივი, თუმცა კომპანია გვთავაზობს დახმარებას, იგი წარმოგვიდგენს მოწყობილობებს და პროგრამულ უზრუნველყოფას სპეციალურად ამ მიზნისათვის. შემოთავაზებული ინსტრუმენტებია: ინტერაქტიური დაფა ActivBoard, კალმები მასზე სამუშაოდ ActivPen, ვიზუალური პრეზენტაციის საშუალება ActiView, მოსწავლეთა ინტერაქტიული ტესტირების სისტემა ActiVote და სხვა. მზად ხართ მარტივად დაგეგმოთ და ჩაატაროთ ინტერაქტიული გაკვეთილები თანამედროვე მოსწავლეებისათვის, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან მულტიმედიურ ტექნოლოგიებში? ამისათვის არსებობს პროგრამა ActiveInspire, რომელიც მოჰყვება ინტერაქტიულ დაფას. ActiveInspire: ორმაგი ინტერფეისი - ActivInspire Primary დაწყებითი კლასებისათვის და ActivInspire Studo მაღალი კლასებისათვის, ფართო შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისათვის, კლასის ეფექტურობის გაზრდა, გაკვეთილების მომზადების და წარმართვის სიმარტივე, პროგრამის საიტიდან უკვე გამზადებული რესურსების გამოყენება დროის შესამცირებლად, მათემატიკური განტოლებების მხარდაჭერა, ჩადგმული ვებ ბრაუზერი - საშუალებას გვაძლევს გავუშვათ ვიდეო და მონაცემები პირდაპირ ვებგვერდებიდან, ორმომხმარებლიანი ფუნქციონალობა - ორი მომხმარებლის ერთდროული მუშაობა ActiveBoard-ის სხვადასხვა მოდელებზე იძლევა ჯგუფური მუშაობის განვითარების საშუალებას და სხვა მრავალი და მრავალი შესაძლებლობა. ჩვენს ვიდეო კურსში მაქსიმალურად დეტალურად იქნება განხილული პროგრამის შესაძლებლობები, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია განვმარტო ორი ძირითადი მცნება ესენია ფლიპჩარტი და ობიექტი. ფლიპჩარტი - ეს არის ჩვენი სამუშაო არეალი, ფურცელი, რომელიც შემდგომში შეგვიძლია შევინახოთ როგორც ფაილი. ობიექტი - ეს არის ყველა ის ნახატი, ფიგურა, წარწერა ანუ ყველაფერი ის რაც განთავსებულია ფლიპჩარტზე.

ახალი დამატებული