პროგრამა ActivInspire
00:03:06
00:05:28
00:04:50
ActiveInspire Studio
00:03:45
00:07:55
00:04:34
ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:43
00:02:06
00:02:00
00:03:02
00:01:57
00:02:04
00:01:12
00:03:06
00:05:28
00:04:50
ActiveInspire Studio
00:03:45
00:07:55
00:04:34
ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:43
00:02:06
00:02:00
00:03:02
00:01:57
00:02:04
00:01:12
პროგრამა ActivInspire
ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ პროგრამის განახლების პროცესს.
ნებისმიერი პროგრამის, მათ შორის პროგრამა ActiveInspire-ის განახლება გულისხმობს მისი შემქმნელის მიერ გამოშვებული პროგრამის ახალი ვერსიის ჩაწერას, ან ჩვენს კომპიუტერში არსებული ძველი ვერსიის ზოგიერთი ნაწილის მოდიფიცირებას. ამ პროცედურის მიზანია პროგრამაში გამოვლენილი ხარვეზებისა და შეცდომების გამოსწორება, ახალი ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების დამატება, პროგრამის ფუნქციონალობისა და სტაბილურობის გაზრდა და ასე შემდეგ. ზემოთ ჩამოთვლილი მიუთითებს პროგრამების განახლების აუცილებლობასა და მიზანშეწონილობაზე. ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში, პროგრამა, ყოველი გაშვებისას, უკავშირდება შემქმნელის საიტს და ამოწმებს ახალი ვერსიის არსებობას, თუ ახალი ვერსია მოიძებნა, გამოდის წინამდებარე ფანჯარა, რომელიც, ამ შემთხვევაში, გვატყობინებს, რომ ჩვენი პროგრამისათვის, რომლის ვერსიის ნომერია 1.6.4 არსებობს განახლება ვერსიის ნომრით 1.8.6. მაშ ასე, შევუდგეთ პროგრამის განახლებას: პროგრამის განახლების დაწყებისათვის ვაწკაპუნებთ ღილაკზე Ok, ხოლო გაუქმებისათვის Cancel, თუ პროგრამის განახლების ფანჯარა რაღაც მიზეზის გამო არ იქნა გამოტანილი, ან, უბრალოდ, გვსურს შევამოწმოთ არსებობს თუ არა ახალი ვერსია - შევდივართ მენიუში Help და ვირჩევთ პუნქტს Check for Updates. ამ შემთხვევაშიც ხდება ინტერნეტთან დაკავშირება და ახალი ვერსიის მოძებნა, თუ ძებნა წარმატებით დასრულდა გამოდის შეტყობინება ახალი ვერსიის არსებობის შესახებ, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ვაწკაპუნებთ ღილაკზე Ok. ავტომატურად ხდება ვებ ბრაუზერის, ჩემს შემთხვევაში, გუგლ ქრომის გაშვება და განახლების პაკეტის ინტერნეტიდან გადმოწერა. გადმოწერის დასრულების შემდეგ, ვხურავთ ბრაუზერს, აუცილებლად ვხურავთ პროგრამას და ვეძებთ გადმოწერილი განახლების ფაილს, რომელიც შეიძლება იყოს სამუშაო მაგიდაზე და თუ არ მოიძებნა შევდივართ სტარტში, გამოსულ მენიუში ვხსნით მარჯვენა ზედა საქაღალდეს და ვხსნით საქაღალდეს Downloads. მოძებნილი ფაილის გასაშვებად ვაწკაპუნებთ მასზე ორჯერ და ველოდებით. უსაფრთხოების ფანჯარაში ვაწკაპუნებთ ღილაკზე Run, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ოპერაციული სისტემის ვერსიისა და კონფიგურაციიდან გამომდინარე ეს ფანჯარა თქვენს კომპიუტერში შეიძლება არ იქნას გამოტანილი. გამოსული ფანჯარა გვატყობინებს ინსტალაციის დაწყების პროცესს, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Next. ვეთანხმებით სალიცენზიო შეთანხმებას და შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე Next. არ ვცვლით არც ერთი საქაღალდის ადგილმდებარეობას, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Next. ვაწკაპუნებთ ღილაკზე Install. გამოსული ფანჯარა გვატყობინებს ინსტალაციის პროცესის დასრულებას, შესაბამისად ვაწკაპუნებთ ღილაკზე Finish. ამრიგად, პროგრამის განახლება დასრულებულია. პროგრამის ხელახლა გაშვებით შევამოწმოთ პროგრამის ვერსია: პროგრამა გვატყობინებს, რომ მოცემული მომენტისათვის ახალი ვერსია არ არის, ანუ ჩვენ ვსარგებლობთ პროგრამის ბოლო ვერსიით და ბოლო ვერსიის ნომერია 1.8.6. მადლობთ ყურადღებისათვის.