ვიდეო ფაილების შექმნა www.animoto.com-ის გამოყენებით

ვიდეო ფაილების შექმნა www.animoto.com-ის გამოყენებით
ANIMOTO არის ვებ პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მარტივად და სწრაფად შეგვიძლია შევქნათ ვიდეო ფაილები და გადავაგზავნოთ ვიდეოს ბმული ელექტრონული ფოსტით, გამოვაქვეყნოთ ბლოგზე / საიტზე, ავტვირთოთ Youtube-ზე, გადმოვწეროთ ჩვენს კომპიუტერში პრეზენტაციის მოსაწყობად. თქვენ, ახლა ათვალიერებთ ჩემ პირად გვერდს ანიმოტოში სადაც განთავსებულია ჩემ მიერ შექმნილი ვიდეო ფაილები, ვნახოთ ერთ-ერთი ვიდეო .... ანიმოტოში შექმნილი ვიდეო ხელიმსაწვდომი იქნება სხვებისათვის იმ შემთხევვაში თუ ვიდეო ფაილის ბმულს გადააგზავნით ელ. ფოსტით, გააზაირებთ სოცილურ ქსელში, ატვირთავთ Youtube-ზე, ბლოგზე/საიტზე... 2008 წლის მარტიდან Animoto დარეგისტრიდა Faceebook-ზე, ის მომხმარებლებისთვის პოპულალური გახდა იმით, რომ ამ სოციალურ ქსელში მათ შეეძლოთ თავის მიერ შექმნილი მედია რესურსების დემონსტრირება. ვებ პროგრამა ANIMOTO დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული