ვიდეო ფაილების შექმნა www.animoto.com-ის გამოყენებით

ვიდეო ფაილების შექმნა www.animoto.com-ის გამოყენებით
ანიმოტო გვაძლევს საშუალებას შევასწოროთ, დავარედაქტიროთ უკვე შექმნილი ვიდეო ფაილები, შექმნილ ვიდეო ფაილზე შესაძლებელია შევცვალოთ შაბლონის სტილი, გადავადგილოთ, წავშალოთ ან დავამატოთ სურათები, შევცვალოთ მუსიკა და ა.შ. შევდივართ ჩვენი ვიდეო ფაილების საცავში, ავირჩიოთ სასურველი ვიდეო ფაილი და მის მარჯვენა მხარეს დავაწკაპუნოთ Settings, შემდეგ კი Edit a copy video... ვიდეო ფაილი გაიხსნება ანიმოტოს ვიდეო ფაილების რედაქტორში, სადაც შესაძლებელია შევცვალოთ შაბლონის სტილი Сhange style- შევარჩევთ სასურველ შაბლონს და select. სურათებს და ტექსტებს შევუცვალოთ ადგილი, თაგვის საშუალებით დაგავიტანოთ სურათები და ტექსტები სასურველ ადგილას, დავამატოთ და წავშალოთ სურათი. მას შემდეგ რაც უკვე შექმნილ ვიდეო ფაილში მოვახდინეთ გარკვეული ცვლილებები ავირჩიოთ PREVIEW VIDEO ყურადღება მიაქციეთ, ანიმოტო ავტომატურად ანიჭებს სახელს რედაქტირებლ ვიდეო ფაილს, მისი სახელი უკვე არებული სახელისგან განსხვავდება იმით, რომ სახელს წინ უწერია Copy, რითაც შემდეგში მივხვდებით, რომ ეს ფაილი არიას უკვე არსებული ვიდეოს კოპიო, ანუ რედაქირებული ვიდეო ფაილი, Date- ში ავირჩიოთ სასურველი თარიღი და ბოლოს Produce. გადავიდეთ ვიდეო ფაილების საცავში, სადაც როგორც ხედავთ ორივე ვიდეო ფაილი ჩანს, ეს ვიდეო ფაილი არის პირველად შექმნილი, ხოლო ვიდეო ფაილი, რომელსაც წინ Copy of უწერია, ეს არის რედაქტირებული ვიდეო. გისურვეთ წარმატებებს!

ახალი დამატებული