Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო პროცესის დროს და განსაკუთრებით კი სასწავლო პროექტების განხორციელებისას ხშირად დგებიან იმის საჭიროების წინაშე, რომ დაამზადონ სხვადასხვა ტიპის ბეჭდური მასალა. კერძოდ: ბროშურები, ახალი ამბების ბიულეტენები, სიგელები, მოსაწვევი და მისალოცი ბარათები, სავიზიტო ბარათები, კალენდრები, კატალოგები, მენიუები, ფლაერები, ბანერები და ა.შ. მინდა შემოგთავაზოთ ვიდეოგაკვეთილების სერია სადაც წარმოგიდგენთ პროგრამას რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში. იგი შექმნილია ზუსტად იმ მიზნით რომ იმუშაოთ ბეჭდური მასალის შესაქმნელად. ეს პროგრამა არის Microsoft Publisher, განთავსებულია მაიკროსოფტის საოფისე პაკეტში და ადვილად ხელმისაწვდომია ნებისმიერ კომპიუტერში სადაც Microsoft Office არის დაინსტალირებული. პროგრამა არის 2007 წლის და 2010 და 2013 წლის საოფისე პაკეტებში.ანუ პროგრამა სკოლის ყველა კომპიუტერზეა „ჩამონტაჟებული“ და არ ჭირდება ინტერნეტიდან გადმოწერა, ინსტალაცია, სხვადასხვა პარამეტრების გასწორება და ა.შ. გამოსაყენებლად არის მარტივი, მასალის შექმნა არ საჭიროებს მრავალ და რთულ ოპერაციას. აქვს მზა შაბლონები პედაგოგისთვის საჭირო ყველა თემაზე, რომელთა მცირეოდენი გადაკეთების შემდეგ მივიღებთ ლამაზ და ეფექტურ მასალას. ამით მნიშვნელოვნად დავზოგავთ დროს და ენერგიას. პროგრამა ძალიან მოხერხებულია გამოსაყენებლად და აქვს მაიკროსოფტის ოფისისთვის დამახასიათებელი და ნაცნობი ინტერფეისი. მასთან მუშაობა არ გაუჭირდება მომხმარებელს რომელსაც გააჩნია Word-თან მუშაობის უნარჩვევები

ახალი დამატებული