Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
განვიხილოთ პროგრამის ინტერფეისი. სათაურის ზოლი - მასზე აისახება პროგრამისა და ფაილის სახელი. მარჯვენა მხარეს მოთავსებულია ფანჯრის სტანდარტული ღილაკები, ხოლო მარცხენა მხარეს შესრულებული მოქმედების გაუქმების, გაუქმებული მოქმედების აღდგენის და შენახვის ღილაკები. ლენტის ზოლი - პროგრამას სტანდარტულად აქვს შვიდი მენიუ, File (ფაილი) Home (საწყისი/ძირითადი) რომელიც გაჩუმებითაა აქტიური, Insert (ჩასმის), Page Design (გვერდის დიზაინი), Mailings (გზავნილების მენიუ), Review (გადახედვა) და View (ხედი). თითოეულ მენიუში გაერთიანებულია ბრძანებები/ინსტრუმენტები. დოკუმენტის ფანჯარა - წარმოადგენს მომხმარებლის ძირითად სამუშაო არეს, სადაც ხდება მონაცემების შეტანა და რედაქტირება. პროგრამის სამუშაო არეში განთავსებულია ანუ აქტიურია დოკუმენტის მხოლოდ ერთი ფურცელი. შესაბამისად ცვლილებების შეტანაც ჩვენ მხოლოდ ამ ფურცელში შეგვიძლია. თუ გვსურს გავააქტიუროთ დოკუმენტის სხვა ფურცელი უნდა მივაკითხოთ მარცხენა პანელს Pages-ფურცლები, აქ არის ფურცლები დალაგებული ნუმერაციიის მიხედვით დავაწკაპოთ შესაბამის ფურცლის ხატულაზე. ფურცელი გააქტიურდება და გამოვა სამუშაო არეში. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ფურცლის რედაქტირებისა. პანელი Pages შეგვიძლია ზომაში შევამციროთ ან დავმალოთ მასში მოთავსებული ფურცლების ჩამონათვალი. დაბლა მხარეს არის სტატუსის ველი - მასზე ასახულია სამუშაო არის მიმდინარე მდგომარეობა, დოკუმენტის ხედვის პარამეტრები, ფურცლის გადიდება-დაპატარავების ღილაკები და სხვ.

ახალი დამატებული