Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
Insert მენიუს ჩანართი. ფურცელი როგორც ვხედავთ ავტომატურად გაყოფილია სამ ნაწილად. ეს თვითონ ზოგადად ბროშურის ფორმატია. ამობეჭდვის შემდეგ როგორც წესი ფურცელი სამად უნდა გაიკეცოს. ფურცელში განთავსებულია ტექსტები და გრაფიკული ობიექტები. ტექსტები მოთავსებულია სპეციალურ არეში რომელსაც ტექსტური ყუთები ჰქვია. ტექსტური ყუთის გარეშე ტექსტს ვერ ავკრებთ. ხშირად გრაფიკული ობიექტებისა და ტექსტების განლაგება მომხმარებლისათვის მიუღებელია(არაა მოსაწონი). ამიტომ ჩვენ ვნახოთ თუ როგორ ავაწყოთ თავიდან (ავკინძოთ) ბროშურა. ფურცელზე მაუსის გადატარების შემდეგ ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავინახოთ ტექსტური ყუთების და გრაფიკული ობიექტების საზრვრები. საზღვართან მაუსის მიტანის შემდეგ მაუსის მაჩვენებელს უჩნდება ოთხმხრივ მიმართული ისრის ფორმა, ვაწკაპებთ მაუსის მარცხენა ღილაკს და კლავიატურიდან „ Delete” კლავიშის დახმარებით გავასუფთაოთ ბროშურის ორივე ფურცელი. საერთოდ სასურველია ბროშურის შესადგენად წინასწარ გვქონდეს შედგენილი როგორც დიზაინის ასევე შინაარსის გეგმა. თუ გეგმა არა გაქვთ ბროშურას მაინც გააკეთებთ მაგრამ იმაზე ბევრი შრომა მოგიწევთ ვიდრე ეს საჭიროა. განვიხილოთ Insert მენიუს ჩანართი. ქვემენიუ Building blocks საშუალებას იძლევა შემოვიტანოთ ბროშურის ფურცლისთვის ტექსტებისთვის საჭირო და ეფექტური ელემენტები. პირველ რიგში ფურცლების ნაწილებს გავუკეთოთ საზღვრები. ამისათვის გამოვიყენოთ ინსტრუმენტი Borders & Aceents . შევარჩიოთ ჩვენთვის სასურელი ფორმა და დავხაზოთ ბროშურის ნაწილებისთვის. ზომების ცვლა შესაძლებელია გარშემო მარკერების დახმარებით. ინსტრუმენტი Page Parts საშუალებას მოგვცემს შემოვიტანოთ ლამაზი ტექსტური ყუთები, რომლებიც ძირითადად გამოყენებადია კოლონტიტულებისთვის და სათაურებისთვის. ზომების ცვლა შესაძლებელია გარშემო მარკერების დახმარებით. ინსტრუმენტი Advertisements საშუალებას იძლევა შემოვიტანოთ ტექსტური ყუთები რეკლამებისა და ანონსებისთვის. ზომების ცვლა შესაძლებელია გარშემო მარკერების დახმარებით. Text ქვემენიუ ამ ქვემენიუს ინსტრუმენტი Word Art საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ლამაზი მხატვრულად გაფორმებული ტექსტი ბროშურისთვის. ამ ინსტრუმენტის ჩამოშლის შემდეგ უნდა ავირჩიოთ ან მხოლოდ სტილი ტექსტისთვის, ან სტილი ტექსტური განლაგებით. დავაწკაპოთ ზედ და გამოსულ ფანჯარაში წავშალოთ უკვე არსებული ტექსტი, ავირჩიოთ ქართული შრიფტი, მაგალიტად Acadnusx ან Acadmtavr, ავირჩიოთ შრიფტის ზომა და ამის შემდეგ ავკრიბოთ ტექსტი. დანარჩენი დაგეგმილი ტექსტური ყუთები შეგვიძლია შემოვიტანოთ Text ქვემენიუს Insert text box ინსტრუმენტით. დავაწკაპოთ ამ ინსტრუმენტზე და დავხაზოთ შესაბამისი ზომის ყუთი.

ახალი დამატებული