Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
დოკუმენტში ცხრილების შემოტანა შესაძლებელია ორი მეთოდით 1. Insert მენიუს ჩანართის, Tables ქვემენიუს ინსტრუმენტის Table-ის დახმარებით 2. Insert მენიუს ჩანართის, Building Blocks ქვემენიუს ინსტრუმენტის Calendar-ის დახმარებით. მართალია ამ ინსტრუმენტით შემოდის კალენდარი მაგრამ პრინციპში ცხრილია და მასთან ისევე უნდა იმუშაო როგორც ცხრილთან. Insert მენიუს ჩანართის, Tables ქვემენიუს ინსტრუმენტზე Table დაწკაპებით გამოდის ჩამონათვალი: კუბიკები რომლებზე გადატარებით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი რაოდენობის სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობა და ბრძანება Insert Table რომელზე დაწკაპების შემდეგ გამოსულ ფანჯარაში არის ორი უჯრა სადაც ვაკეთებთ სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობის არჩვას. Insert მენიუს ჩანართის, Building Blocks ქვემენიუს ინსტრუმენტზე Calendar დაწკაპების შემდეგ გამოდის კალენდარის სხვადასხვა ფორმატი, დავაწკაპებთ სასურელზე და არცეული კალენდარი ჩაჯდება ბროშურის ფურცელზე. თუ გვინდა კალენდარი იყოს სხვა სხვა ფორმატის, სხვა თვის ან სხვა წლის, მაშინ Calendar ინსტრუმენტზე დაწკაპების შემდეგ გამოსულ ჩამონათვალში ვირჩვევთ ბრძანებას More calendars. სადაც ავირჩევთ სასურვრლ ფორმატს და თარიღს. როდესაც მაუსის მაჩვენებელი არის ცხრილში ან კალენდარში მაშინ ჩნდება ორი დამატებიტი მენიუს ჩანართი Design და Layuot. ამ მენიუს ჩანართებით ხდება მათი ფომატირება. Design მენიუს ჩანართი: Table formats-ქვემენიუ Table Style-შეგვიძლია ავირჩიოთ ცხრილის ფორმატი Fill-შევურჩიოთ ფერი ცხრილის მონიშნულ ელემენტებს Borders ქვემენიუ: Line weight- ავირჩიოთ ცხრილის საზღვრების(ხაზების) ზომა Line Color -საზღვრებს შევურჩიოთ ფერი Border- განვსაზღვროთ რომელ მხარეს ექნება ცხრილს საზღვრები(ხაზები). Word Art ქვემენიუ: ამ ქვემენიუში შრიფტისთვის შეგვიძლია შევარჩიოთ მხატვრული სტილი, ფერი, და სასურველი კონტური. Loyuot მენიუს ჩანართი: Delete ქვემენიუ-წავშალოთ სვეტები , სტრიქონები და მთლიანად ცხრილი Rows&Columns ქვემენიუ: Insert above -დავამატოთ სტრიქონი აქტიური უჯრიდან ზევით Insert below-დავამატოთ სტრიქონი აქტიური უჯრიდან ქვემოთ Insert Left-დავამატოთ სვეტი აქტიური უჯრიდან მარცხნივ Insert Right-დავამატოთ სვეტი აქტიური უჯრიდან მარჯვნივ Merge ქვემენიუ: Merge cells- გავაერთიანოთ მონიშნული უჯრები Split Cells- დავყოთ მონიშნული უჯრები Alignment ქვემენიუ Align-ცხრა ინსტრუმენტია რომლებიც საშუალებას იძლევა გავასწოროთ ტექსტი ცხრილის უჯრებში. Text Direction-ვაბრუნოთ ტექსტი Cell Margins- მივუთითოთ მინდვრები უჯრებისთვის

ახალი დამატებული