Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
ბროშურის შაბლონი შექმნილია და უკვე დროა ტექსტურ ყუთებში განვათავსოთ ტექსტი. ტექსტი შეგვიძლია პირდაპირ ავკრიბოთ ტექსტურ ყუთებში ან გადმოვიტანოთ (გადმოვაკოპიროთ) სხვა დოკუმენტიდან.ამის შემდეგ სასურველია ტექსტის ფორმატირება. Publisher-ში ტექსტთან მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ტექსტთან სამუშაოდ გამოიყენება დამატებითი მენიუს ჩანართი Text Box Tools-Format. მოდი ვნახოთ როგორ გამოვიყენოთ ამ მენიუს ის ინსტრუმენტები რომლებიც ტექსტთან ეფექტურად მუშაობის საშუალებას მოგვცემს . ქვემენიუ Text ინსტრუმენტები : ღილაკზე Text Fit დაწკაპების შემდეგ ჩამოიშლება ინსტრუმენტები რომლებიც საშუალებას იძლევიან ჩვენი სურვილისამებრ მოვარგოთ ტექსტი ტექსტურ ყუთს. Best Fit- ტექსტის საუკეთესო მორგება ტექსტური ყუთის ზომას. Shrink text on overflow- თუ ტექსტურ ყუთში ტექსტი არ ეტევა შეიკუმშოს ტექსტი ტექსტური ყუთის ზომაზე Grow text box to fit- გაიზარდოს ტექსტური ყუთი რათა შეესაბამებოდეს ტექსტის ზომას ეს ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა ზუსტად მოვარგოთ ტექსტური ყუთი ჩვენს ბროშურას და ამის შემდეგ იდეალურად მოვარგოთ ტექსტი ტექსტურ ყუთს. text direction-ტექსტის მიმმართველი. საშუალებას იძლევა ამოვატრიალოთ ტექსტი ვერტიკალურად. ქვემენიუ Font-ინსტრუმენტები : Font- ავირჩიოტ შრიფტი. Font size-ავირჩიოთ შრიფტის ზომა. Increase font size-გავზარდოთ შრიფტის ზომა. Decrease font size-შევამციროთ შრიფტის ზომა. Clear all formatting-გავაუქმოთ ფორმატირება. Bold-გავამუქოთ. Italic-დავხაროთ. Underline-ქვეშ ხაზი გავუსვათ. Subscript-გავუკეთოთ ქვედა ინდექსი. Superscript-გავუკეთოთ ზედა ინდექსი. Character spacing-ვარეგულიროთ სიმბოლოებს შორის ინტერვალი. Font color-შევურჩიოთ შრიფტს ფერი. ქვემენიუ Alignment-ინსტრუმენტები : ამ ქვემენიუს პირველი ცხრა ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა გავასწოროთ ტექსტი ტექსტურ ყუთის ზედა, ცენტრის და ქვედა ნაწილში. ეს ამ ინსტრუმენტების ვიზუალური დათვალიერების შემდეგაც აშკარად ჩანს. ინსტრუმენტი Columns-საშუალებას იძლევა ავირჩიოთ ტექსტური სვეტების რაოდენობა ტექსტურ ყუთში. ინსტრუმენტი Margins კი ტექსტურ ყუთში ველების დარეგულირებას ემსახურება. ქვემენიუ Lincing-ინსტრუმენტები: ინსტრუმენტი Create Linc-საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მიმმართველი ერთი ტექსტური ყუთიდან მეორისკენ. ეფექტურია მაშინ როცა ერთ ტექსტურ ყუთში არ ეტევა ან არ ჩანს ტექსტი, მაშინ შეგვიძლია ამ ინსტრუმენტის საშუალებით შევქმნათ მიმმართველი მეორე, ცარიელი ტექსტური ყუთისკენ და იქ გადავიტანოთ, „ჩავასხათ“, ტექსტის ნაწილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური იქნება ბროშურის მეორე ფურცლისათვის. ფურცლის სამივე ტექსტური ყუთი ერთმანეთთან დავაკავშიროთ მიმმართველებით, ამის შემდეგ კი პირდაპირ გადმოვიტანოთ (დავაკოპიროთ) სხვა დოკუმენტიდან სასურველი ტექსტი. თუ დასაკოპირებელი ტექსტი არ არის, მაშინ პირდაპირ ავკრიბავთ ტექსტს და როცა ის უკვე ერთ ყუთში არ დაეტევა, ავტომატურად გადავა მეორეში. ქვემენიუ Wordart Styles-ინსტრუმენტები : საშუალებას იძლევა შრიფტს მივანიჭოთ მხატვრულად გაფორმებული ეფექტები. Text Fill- შრიფტს შევურჩიოთ კონტურები. Text effects- შრიფტს შევურჩიოთ ეფექტები.

ახალი დამატებული