Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
ბროშურაში ჩვენ უკვე გვაქვს ჩასმული ყუთები სურათებისთვის. სასურველია ბროშურის სურათები უკვე მომზადებული გვქონდეს და შენახული ცალკე საქაღალდეში. დავაწკაპოთ სურათის ყუთზე და გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ბრძანება Work Offline თუ ინტერნეტი არა გვაქვს, ხოლო თუ ინტერნეტი გვაქვს ბრძანებაზე From File კიდევ გამოვა ფანჯარა სადაც მოვძებნით სასურველ სურათს, დავაწკაპებთ ზედ ორჯერ და სურათი ჩაჯდება ყუთში. მას ავტომატურად უჩნდება სურათის მოჭრის (Crop) ოთხკუთხა მარკერებს, თუ გვსურს ეს მარკერები შეგვიძლია გადავაადგილოთ და დავტოვოთ სურათის ის ნაწილი რომელიც გვაწყობს. ამისათვის მაუსის მაჩვენებელი უნდა დავადოთ მარკერს და როც იგი (მაუსის მაჩვენებელი) მიიღებს მარკერის ფორმას, დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს და თითის აუშვებლად ვამოძრაოთ მაუსი სასურველი მიმართულებით. შემდეგ კი ავუშვათ მაუსის ღილაკს თითი და დავაწკაპოთ ფურცლის ცარიელ ადგილას. თუ სურათის ზომები არ გვაკმაყოფილებს, გავააქტიურებთ (დავაწკაპებთ) სურათს, მას გარშემო გაუჩნდება ზომის შესაცვლელი მარკერები და ამ მარკერების თანწაღების მეთოდით შევცვლით სურათის ზომებს. როცა სურათი აქტიურია ჩნდება დამატებითი მენიუს ჩანართი Picture Tools-Formsat. ამ მენიუს ჩანართის გააქტიურების შემდეგ გამოდის ინსტრუმენტები რომლებიც საშუალებას იძლევა სასურველი სახე მივცეთ სურათს. Adjust ქვემენიუ Corrections- საშუალებას იძლევა სურათისთვის შევარჩიოთ სიკაშკაშე და კონტრასტულობა Recolor-სურათს შევურჩიოთ ფერი Compress Pictures- შევამციროთ სურათის მოცულობა Change Picture-შევცვალოთ სურათი Reset Picture-გავაუქმოთ სურათის ფორმატირება Picture Styles ქვემენიუ Styles- შევურჩიოთ სურათ სასურველი სტილი (ფორმა და საზღვრები) Picture border- შევარჩიოთ საზღვრის (ჩარჩოს) ფერი Picture effects-მივანიჭოთ სურათს სხვადასხვა ეფექტები Caption- ხელწერა სურათისთვის და კიდევ ერთი ეფექტური ინსტრუმენტი Crop ქვემენიუში Crop ქვეინსტრუმენტით შეგვიძლია სურათს მოვაჭრათ ზედმეტი ნაწილი Crop to shape- სურათს მოვაჭრათ ნაწილი და მას მივცეთ სასურველი ფიგურის სახე.

ახალი დამატებული