Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
ბროშურა უკვე თითქმის მზადაა, მასში ყველა ელემენტი განთავსებულია. ისღა დაგვრჩენია ბროშურას შევურჩიოთ დიზაინი. ამისათვის გამოიყენება მენიუს ჩანართი Page Design აქ შევამოწმოთ Page setup ქვემენიუში, Size ინსტრუმენტი ჩამოვშალოთ და დავრწმუნდეთ რომ ფურცლის ფორმატი იყოს A4(Landscape) 29,7×21cm, ეს ზომა სტანდარტული სასკოლო პრინტერებისთვისაა განკუთვნილი და ბეჭდვის დროს პრობლემა აღარ იქნება. Schemes ქვემენიუში შეგვიძლია ავირჩიოთ ფერთა გამა ჩვენი ბროშურის ელემენტებისთვის Page Background ქვემენიუში არის ინსტრუმენტი Background რომლის დახმარებით შეგვიძლია შევარჩიოთ სასურველი ფერი (ფონი) ბროშურის ფურცლებისთვის. თუ ჩამონათვალსი არსებული ფერები არ გვაკმაყოფილებს, მაშინ მივცეთ ბრძანება More Background. გამოვა ფანჯარა სადაჩ საშუალება გვექნება ავირჩიოთ: Solid Fill-სასურველი ფერის ჩასხმა ბროშურის ფურცლებში Gradient Fill - გრადიენტული დაფერვა Picture or Texture Fill-ფონისთვის ავირჩიოთ სასურველი სურათი ან ავირჩიოთ მზა ტეხსტურა Pattern Fill-ფონისთვის ავირჩიოთ მზა შაბლონი დაფერვისთვის. ამ პროცესის დამთავრების შემდეგ შეგვიძლია შევინახოთ და ამოვბეჭდოთ მზა ბროშურა.

ახალი დამატებული