Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
Publisher-ში შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი ისევე შეინახება როგორც ნებისმიერი მაიკროსოფტის ოფისში შექმნილი დოკუმენტი, ბრძანებების თანმიმდევრობით File-save შემდეგ ვარქმევთ სახელს და ვუთითებთ ადგილს სადაც უნდა შევინახოთ. ფაილი ინახება .Pub გაფართოებით. თუ თქვენ გსურთ თქვენი Publisher-ში შექმნილი დოკუმენტი განათავსოთ ინტერნეტში (.Pub გაფართოების ფაილი არ იხსნება ინტერნეტში) ან გახსნას სხვა კომპიუტერმა სადაც ეჭვი გაქვთ რომ მაიკროსოფტის ოფისი არაა დაინსტალირებული ან არასრულადაა დაინსტალირებული, მაშინ თქვენი უკვე გამზადებული და შენახული ბროშურა გახსენით და File-save as ბრძანებით შეინახეთ მისი სათადარიგო ვერსია PDF ფორმატში. ეს ფორმატი მიუთითეთ იმ ფანჯარაში სადაც სახელი უნდა დაარქვათ და ადგილი უნდა მიუთითოთ. იქ არის ჩანართი Save As Type რომელსაც ჩამოშლით და PDF ფორმატს მიუთითებთ. Publisher-ში შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის ბეჭდვა ხდება ბრძანებათა თანმიმდევრობით: File-Print

ახალი დამატებული