Microsoft Office Publisher 2013

Microsoft Office Publisher 2013
განვიხილოთ Microsoft Publisher 2013 და ვნახოთ როგორაა შესაძლებელი ამ პროგრამაში ახალი დოკუმენტის შექმნა. Microsoft Publisher-ის ახალი ფაილის შექმნა შესაძლებელია Microsoft Office-სთვის საჭირო სტანდარტული კომბინაციით Start-All programs- Microsoft Office 2013- Publisher 2013. მარცხენა ღილაკზე დაწკაპების შემდეგ გაიხსნება პროგრამა. მაგრამ თუ თქვენ გსურთ რომ ეს რთული კომბინაცია შეცვალოთ უფრო მარტივით მაშინ უნდა დააწკაპოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და მისცეთ ბრძანება Pin to taskbar დავამაგროთ ამოცანათა პანელზე. ამის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ მომავალში პირდაპირ ამოცანათა პანელიდან გაუშვათ პროგრამა. პროგრამის გახსნის შემდეგ სამუშაო არეში გამოდის შაბლონების ჩამონათვალი რომელიც შეესაბამება ჩანართს Featured რჩეულები. ეს არის ინტერნეტ სივრცეში არსებული ნიმუშები რომლებიც პოპულარულია მომხმარებლებში. ჩამონათვალი Featured გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერი ინტერნეტშია ჩართული. შესაბამისი შაბლონის გამოყენება შესაძლებელია მისი ინტერნეტიდან გადმოქაჩვის შემდეგ. როგორც ხედავთ არის მეორე ჩანართიც Built-in ჩაშენებული ანუ პროგრამაში არსებული შაბლონები რომლებსაც ინტერნეტიდან გადმოწერა არ სჭირდება და მისი გამოყენება ყველა შემთხვევაშია შესაძლებელი, ინტერნეტი გვაქვს თუ არ გვაქვს. გავააქტიუროთ იგი და ჩვენ დავინახავთ შაბლონების ჩამონათვალს რომლებიც თემების მიხედვითაა დალაგებული. თითოეულ თემას თავისი შესაბამისი ხატულა და სახელწოდება შეესაბამება. მაგალითად: ბროშურები, სერტიფიკატები, სავიზიტო ბარათები და ა. შ. ახალი დოკუმენტის შექმნა და შემდგომ მისი დამუშავება ვნახოთ ბროშურის მაგალითზე. ვირჩევთ თემას და ვაწკაპებთ შესაბამის ხატულაზე. გაიხსნება მზა ნიმუშების ჩამონათვალი. როგორც ხედავთ ნიმუშების საკმაო არჩევანია. საჭირო ნიმუშის არჩევის შემდეგ ვაწკაპებთ მასზე. მარჯვენა პანელზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს მიერ უკვე არჩეული ნიმუშიის ნახატი. აქვე ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ნიმუშს ავურჩიოთ ფერთა გამა, შრიფტი, მივუთითოთ ჩვენი პირადი თუ სამსახურეობრივი ინფორმაცია და ფორმები, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებლია შეიცვალოს დოკუმენტის დამუშავების პროცესშიც. ამიტომ დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც გაჩუმებითაა მითითებული და მივცეთ ბრძანება Create შექმნა. ნიმუში ჩაიტვირთება. ახალი დოკუმენტი შეიქმნა და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მისი დამუშავების პროცესი.

ახალი დამატებული