ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის .
Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.
Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
რა არის ედმოდო?
Edmodo ეს არის ვირტუალური საკლასო ოთახი, დაცული სოციალური ქსელი განათლებისათვის, სადაც შესაძლებელია შექმნათ ჯგუფები, მოიწვიოთ მოსწავლეები, გადაუგზავნოთ ჯგუფს შეტყობინება, სხვადასხვა ტიპის ფაილები, ტესტები - დახურული და ღია კითხვებით, ჩაატაროთ ინტერაქტიული გამოკითხვა. Edmodo დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში.
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია Edmodo-ში?
Edmodo-ს პროგრამაში სამუშაოდ საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია როგორც მასწავლებელმა ვებ-გვერდზე https://www.edmodo.com/. გავხსნათ ბრაუზერი და მისამართის ზოლში ავკრიფოთ edmodo.com. გაიხსნება გვერდი, სადაც მასწავლებლად რეგისტრაციის გასავლელად აირჩეთ ღილაკი I’m Teacher და შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ველში Title - აირჩიეთ თქვენი სტატუსი
ველში First Name - შეიტანეთ თქვენი სახელი
ველში Last Name - შეიტანეთ თქვენი გვარი
ველში - Email - შეიტანეთ თქვენი ელექტრონულილ ფოსტა, რომლის მითითებაც მასწავლებლებისათვის სავალდებულოა.
ველში Password - შეიტანეთ პაროლი
რეგისტრაციის გასავლელად ჩართეთ ღილაკი, რომ ეთანხმებით რეგისტრაციის წესებს და დააჭირეთ ღილაკს Sign up. რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად აირჩიეთ ღილაკი Home school და გადადით შემდეგ გვერდზე ღილაკით Next Step.
Upload a Photo ღილაკით ატვირთეთ სურათი ან გააგრძელოთ რეგისტრაცის პროცესი Next Step ღილაკით. გამოსულ გვერდზე მაუსის საშუალებით აირჩიეთ თქვენთვს საინტერესო ერთი ან რამდენიემ საგნობრივი ჯგუფი და ღილაკით Go To My Homepage გადადით შემდეგ გევრდზე. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში და მოიპოვეთ უფლება შექმნათ ჯგუფები, მოიწვიოთ მასში მოსწავლეები, მართოთ ჯგუფის პარამეტრები, ჯგუფში გადააგზავნოთ სხვდასხვა ტიპის შეტყობინებები, ფაილები, მოაწყოთ ინტერაქტიული გამოკითხვა, შექმნათ სხვადასხვა ტიპის ტესტები და გადაუგზავნოთ მოსწავლეებს. არ დაგავიწყდეთ, მუშაობის დასასრულს თქვენი პირადი გვერდიდან უნდა გამოხვიდეთ Me/Logout.