ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo

Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის . Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან. Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
როგორ შევქმნათ ჯგუფები Edmodo-ში? ვირტუალურ საკლასო ოთახში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფები და მოიწვიოთ მოსწავლეები. Groups პანელზე თქვენ ხედავთ ჩემს მიერ შექმნილ ჯგუფებს. თუ გინდათ შექმნათ ახალი ჯგუფი Groups პანელზე მიმატება ღილაკით გამოსულ ჩამონათვალში აირჩიეთ ბრძანება Create და დაიწყეთ ჯგუფის შემქნის პროცესი. გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში შემოიყვანე შენი კლასი Edmodo-ში შეიტანეთ მონაცემები თქვენი ჯგუფის შესახებ. ველში Name your group შეიტანეთ იმ ჯგუფის სახელი, რომელსაც თქვენ აპირებთ ქართულ ან ინგლისურ ენაზე. მაგალითად, მე-6 კლასი. Select a Grade ჩანართიდან შეარჩიეთ შესაბამისი კლასი 6th, ჩამონათვალში Subject Area შეარჩიეთ საგნობრივი ჯგუფი, მაგალითად Computer Technology და ღილაკით Create გადადით შემდეგ ეტაპზე. ჩამონათვალიდან Expected Group Size განსაზღვრე ჯგუფში წევრების რაოდენობა მაგალითად 21-25, ტექსტურ ველში შეგიძლია აღწერო შენი ჯგუფი და Finish ღილაკით დაადასტუროთ ჯგუფის შექმნის პროცესი. თქვენ უკვე შექმენით ჯგუფი მე-6 კლასი. მარცხენა პანელზე Group Code ჩანართში გამოჩნდება კოდი, რომლითაც მოიწვევთ მოსწავლეებს ამ ჯგუფში სამუშაოდ. კოდი აქტიურია 14 დღის განმავლობაში. ბოქლომით შეგიძლიათ ჩაკეტოთ თქვენი ჯგუფი, მას შემდეგ როცა დარწმუნდებით რომ ყველა მოსწავლე შემოუერთდა თქვენს ჯგუფს. ჯგუფში ახალი მოსწავლის დასამატებლად გახსენით ჯგუფი ბოქლომზე ერთხელ დაწკაპუნებით. კოდი განახლდება. თუ დაგჭირდათ ჯგუფის პარამეტრების რედაქტირება, მაგალითად: ჯგუფის სახელის შეცვლა, ჯგუფის წაშლა. პარამეტრების ჩანართიდან Group Settings ღილაკიდან განაახლეთ ჯგუფის პარამეტრები ან Delete Group ღილაკით წაშალეთ ჯგუფი. ცვლილებების დაფიქსირება შესაძლებელია ღილაკით Save Settings.

ახალი დამატებული