ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის .
Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.
Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
როგორ გავხსნათ პირადი გევრდი Edmodo-ში?
გახსენით ინტერნეტ ბრაუზერი და მისამართის ველში აკრიფეთ edmodo.com. ვირტუალურ საკლასო ოთახში რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ხართ Edmodo-ს მომხმარებელი და შესაბამისად გაქვთ უნიკალური მომხმარებლის სახელი და პაროლი. მაგალითად: ჩემს პირად გევრდზე შესასვლელად Username or Email ველში უნდა შევიტანო ელექტრონული ფოსტა, რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციის პროცესში და Password ველში შეიტანეთ თქვენი პაროლი. ღილაკით Login უნდა დავაფიქსიროთ სისტემაში შესვლა და გაიხსნება თქვენი პირადი გევრდი ვირტუალურ საკლასო ოთახში.